ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: უფასო კოსმეტიკა

ბიზნეს იდეა: უფასო კოსმეტიკა
 | რეიტინგი 3 

 

კვლევების თანახმად, მუსლიმანთა 70% საქონლის მოხმარებისას ყურანის ნორმებს მისდევს. აღმოსავლეთში კვების პროდუქტების მრავალი მწარმოებლისათვის ამ ფაქტორის გათვალისწინება აუცილებელია ბიზნესის გადარჩენისათვის.  სხვა დარგებს ეს არ ეხება. თუმცა, რატომაც არა? თუ რომელიმე რეგიონში არსებობს კულტურული თავისებურებები, შესაძლებელია მათი გამოყენება ახალი პროდუქტის შესაქმნელად. სწორედ ასე მოიქცა ლაილა მანდი (Layla Mandi), როდესაც გამოუშვა ხალიალური კოსმეტიკის ხაზი OnePure.

თვითონ ლაილა კანადელია და ისლამურ ქვეყანაში გადასახლებამდე ვიზაჟისტად მუშაობდა. ქერათმიანი ლამაზმანი გაემგზავრა აღმოსავლეთში და მიიღო ისლამი (თუ რატომ, ამის მხოლოდ მიხვედრა შეიძლება). როგორც თვითონ ლაილა წერს, მაროკოში ცხოვრებისას ახალი რელიგიის შესწავლისას პირველი, რაც მომხმარებლის ჩვევიდან გამომდინარე შეითვისა, იყო ღორის ხორცის აკრძალვა. არ შეიძლება ამ „ბინძური" ცხოველის შეხებაც კი. ალკოჰოლიც აკრძალული ხილია. თუ რატომ და როგორი ფორმებით არის დადებული ტაბუ, ეს სიცოცხლის მოყვარული სუბიექტი არ დაინტერესებულა. როგორც კოსმეტოლოგს, ქალიშვილს ესმოდა, რომ ყველაფერი, რაც კანზე ეფინება, ასევე ხვდება ორგანიზმშიც. სპირტი და ცხოველური წარმოშობის კომპონენტები ხშირად შედის კოსმეტიკის შედგენილობაში და შესაბამისად, ორგანიზმშიც ხვდება. მაგრამ გულისთვის ძალზე საყვარელ ბაზარზე არაფერია ისეთი, რომლის პოზიციონირებაც შეიძლება როგორც ხალიალურის. ანუ არსებობს თავისუფალი ნიშა, რომლის „ამოვსებაც" გადაწყვიტა ქალიშვილმა. არაბეთის საემიროებში გადასახლების შემდეგ, ძველი კონტაქტების საშუალებით ლაილამ შეძლო ისეთი მეწარმეების პოვნა, რომლებსაც შეუძლიათ ისლამის თვალსაზრისით „სუფთა" კოსმეტიკური საშუალებების გამოშვება. ამ საშუალებების ხაზს (და მასთან კომპანიასაც) ასეც ეწოდა - OnePure (ანუ ერთადერთი სუფთა). კოსმეტიკის ღირსებების დასამტკიცებლად ის გადასცეს ერთერთ მალაიზიურ ისლამურ ორგანოს, რომელმაც რაღაცნაირად დაამტკიცა, რომ OnePure-ს ქიმიურ შედგენილობაში არ არის როგორც ღორის ხორცის პროდუქტები, ასევე ალკოჰოლიც. საწარმოში მიიყვანეს იმამიც, რომელიც თვალნათლივ დარწმუნდა არა მხოლოდ მალაიზიელი მუშების ხელიდან გამოსული პროდუქტის სისუფთავეში, არამედ თვით წარმოებისაც - ალკოჰოლი არ გამოიყენებოდა დანადგარების გასაწმენდადაც კი. თუმცა, რას მიიჩნევდენ ამ დროს ალკოჰოლად, არ ზუსტდება - არის ეს მხოლოდ ეთილის სპირტი თუ საერთოდ ყველა სპირტები.

ამჟამად  OnePure-ს ნიშნით გამოდის საგზაო ნაკრები, რომელშიც შედის გამწმენდი ლოსიონი, ტონიკი, ტანის დამანოტიოებელი და თვალის გარშემო არის კრემი. ამ ნაკრების ფასია 25 დოლარი. OnePure უკვე იყიდება Saudi Airlines თვითმფრინავების ბორტზე, დუბაის, აბუ-დაბისა და კაიროს ბუტიკებში. მომავალში OnePure გეგმავს გაყიდვების განვითარებას როგორც ბუტიკებში, ისე სასტუმროებში და სპა-სალონებში. ბუნებრივია, რომ გაფართოვდება ასორტიმენტის რიგიც - უკვე მზადდება გამოსაშვებად თმებისა და ტანის საშუალებები. გეგმაშია აგრეთვე კოსმეტიკა მამაკაცებისათვის.

როგორც ჩანს, სინამდვილეში  OnePure არ არის „სუფთა" კოსმეტიკის ერთადერთი მწარმოებელი. ნამდვილად გამოჩნდებიან ისეთებიც, რომლებსაც არა აქვთ შეხება ღორების სიკვდილთან და ბოროტ C2H5OH-თან, მაგრამ სდუმან და არ პოზიცირებენ ჭეშმარიტი მუსულმანი ქალებისათვის. ხალიალური კოსმეტიკის შემთხვევა ეს არის პოპსური მარკეტინგის შესანიშნავი მაგალითი არც ისე ღრმად მოაზროვნე უმრავლესობისათვის. თავის საიტზე OnePure-ს შემქმნელი წერს, რომ სურს დააფიქროს ხალხი და შესთავაზოს არჩევანი, იხმარონ თუ არა აკრძალული ინგრედიენტების შემცველი პროდუქტები.  მართლა ფიქრობს თუ არა ქალიშვილი, რომ ისლამი იმდენად სულელია (და ნებისმიერი სხვა ძლიერი რელიგია), რომ აკრძალოს რომელიმე ქიმიური ნივთიერება როგორც ასეთი ან მისი მოხვედრა ორგანიზმში მიზერული რაოდენობით. ის ცოდვად აღიქვამს ლოთობას, რადგან ის იწვევს თვითგანადგურებას, ანუ ნელ თვითმკვლელობას (ყურანის შესაბამისი სურების დაწერის დროს არაბეთში ტოტალურად იყო გავრცელებული ლოთობა), და კრძალავს ღორის ხორცის მოხმარებას მის მიერ მრავალი დაავადების გამოწვევის გამო (ღორები ადამიანთან ბიოლოგიური მსგავსების გამო ადვილად გადასცემენ ადამიანურ დაავადებებს, ხოლო ანტისანიტარია ჩვენს პლანეტაზე კიდევ უამრავ ადგილას მეფობს). როგორ შეიძლება ჩაითავლოს ცოდვად სპირტიანი ან გლიცერინიანი კოლაგენით კოსმეტიკის მოხმარება? ნებისმიერი რელიგია უკვე ისე ვეღარ ბატონობს ადამიანებზე, როგორც უწინ. ძალაუფლება ქურუმებიდან გადავიდა ბანკირებისა და მეწარმეების ხელში. ძლიერი ტრადიციული წესით მაცხოვრებელ ისლამურ ქვეუნებშიც კი მოხმარება ფარავს აზროვნებას. ამიტომ OnePure-ს საუკეთესო შანსები გააჩნია კომერციული წარმატების მისაღწევად.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge