ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ქვები - შინაური არსებები

ბიზნეს იდეა: ქვები - შინაური არსებები
 | რეიტინგი 3 

 

ვინმე ჰარი დალმა (Gary Dahl) 1975 წელს დაიწყო შინაური ცხოველების შემცვლელების გაყიდვა. ამავდროულად, ეს შემცვლელები არ იყო ცხოველების თუნდაც იმიტაციები. ეს იყო ჩვეულებრივი ქვები.

ეს ქვები იყიდებოდა ცალი 3.85 დოლარად და მიახლოებითი გამოთვლების თანახმად, 6 თვის განმავლობაში დალმა 5 მილიონზე მეტი ქვა გაყიდა. ამავე დროს, თითოეული ქვის სრული თვითღირებულება შეადგენდა 95 ცენტს. დალის ნოვატორული საქონელი წარმოადგენდა ჩვეულებრივ ლოდებს, რომლებსაც ის ყიდულობდა სამშენებლო მასალების მომწოდებლისაგან, ხოლო შემდეგ ყიდდა მათ ცოცხალი შინაური ცხოველების სახით. მისი სიტყვებით, ეს იდეა მას თავში მოუვიდა ისეთი ცხოველებთან დაკავშირებული სიძნელეების, უწესრიგობებისა და ხარჯების გამო, როგორებიცაა კატები და ძაღლები.

მან დაიწყო იმით, რომ შექმნა კომპანია სახელწოდებით  «Rock Bottom Productions». ქვების იმპორტი ხორციელდებოდა მექსიკიდან. ქვების შეფუთვა მოიცავდა „მოვლის სახელმძღვანელოს" და გამოიყურებოდა როგორც მუყაოს კოლოფი შინაური ცხოველების ტრანსპორტირებისათვის. სახელმძღვანელოში შეტანილი იყო მითითებები საყვარელი არსების მოვლის შესახებ და გაწვრთნის რეკომენდაციები, თუ როგორ ესწავლებინათ სხვადასხვა ბრძანება: „დაჯექი", „იწექი", „მოკვდი", "ყირაზე გადასვლა" და „ჩემკენ".

დალის მარკეტინგული სტრატეგიის ნაწილი მდგომარეობდა იმის მტკიცებაში, რომ ქვებს შეუძლიათ იმაზე უფრო მეტი სიამოვნების მოტანა, ვიდრე წარმოგვიდგენია. მან დაარწმუნა მყიდველები, რომ ეს ქვები მხარს უბამენ ამ მტკიცებას თუნდაც თავისი არსებობით და ნათლად აჩვენებენ, რომ ჩვენთვის სიამოვნება მოაქვს არა თვითონ საგანს, არამედ მასზე იდეას. საყვარელი არსება ჩვენს გონებაში იკავებს ჩვენი წარმოსახვით შექმნილ ნიშას.

მრავალი წარმავალი სიამოვნებისგან განსხვავებით, ეს ქვები-არსებები აგრძელებენ სიცოცხლეს და ინტერნეტში მათი აღორძინებაც კი შეინიშნება. არსებობს მათი ნომინალური გვერდები და ორეულებიც. აქამდე შესაძლებელია ასეთი არსებების ყიდვა, თუმცა ახალმა მწარმოებლებმა მათ ახალი გარეგნული სახე მისცეს. ჩვეულებრივი ნაცრისფერი ლოდები ახლა უკვე თითქმის აღარ იყიდება. მათ მოხატავენ, ფარავენ წარწერებით და რთავენ სხვადასხვა საშუალებით, აძლევენ რა მათ უფრო მეტ ინდივიდუალობას, ვიდრე ეს დალის ქმნილებებს შეეძლოთ. თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ ქვა, რომელზედაც დაწერილი იქნება თქვენი ცხოვრების გეგმა ან ქვა, რომელიც ინდივიდუალურად იქნება მოხატული თქვენი საყვარელი ცხოველის სამახსოვროდ, ან უბრალო ქვა, რომელსაც არ ექნება არანაირი წარსულის მოგონება, რათა წარმოადგენა თვითონ ჩვენში შეიქმნას.

დღეისათვის ლესლი ო'დოერტი (Lesley O'Doherty) ფლობს ქვების მსოფლიოში უდიდეს ქვა-არსებების კოლექციას. მათი შეგროვება მან 6 წლის ასაკიდან დაიწყო, როდესაც მიიღო საჩუქრად პირველი ქვა თავისი დედის დაბადების დღეზე. „ზუსტად მახსოვს, როდის მოხდა ეს. მე მხოლოდ გავხსენი ჩემი საჩუქრები და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი იყო, როდესაც დედამ გადმომცა პატარა კოლოფი, რომელშიც იდო ჩემი პირველი ქვა", ყვებოდა თავის ინტერვიუში ჟურნალ «Rock Collection Magazine» 2005 წელს. „მე მას პიკლსი დავარქვი".

ლესლი თავის კოლექციას ინახავს სეიფში, რადგან მიაჩნია, რომ ასეთი ქვების ბიზნესს ახალი ბუმი ელოდება, ხოლო მას გააჩნია რამდენიმე „განსაკუთრებული ეგზემპლიარი", რომელთაც, როგორც ის იმედოვნებს, გარკვეული ღირებულება აქვ.

ჰარი დალი კიდევ მითაა ცნობილი, რომ დაწერა წიგნი „რეკლამა ჩერჩეტებისათვის"
 (Advertising for Dummies) იმავე ცნობილი სერიიდან «for Dummies», რომლის წიგნებიც იყიდება ყველა წიგნის მაღაზიაში. ეს არის სწორედ ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც წიგნის ავტორმა პრაქტიკით დაამტკიცა მარკეტინგის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა თანამედროვე ბიზნესში.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge