ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: გემოს მქონე ფირფიტები სემპლინგისათვის

ბიზნეს იდეა: გემოს მქონე ფირფიტები სემპლინგისათვის
 | რეიტინგი 3 

 

კვების პროდუქტებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიების მარკეტოლოგებმა დიდი ხანია იციან, რომ სემპლინგი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა დაარწმუნონ მყიდველი დააგემოვნოს რაიმე ახალი. მაგრამ ჩვეულებრივი სემპლინგური კომპანიების ფასები ხშირად ძალზედ მაღალია. წარმოგიდგენთ ამერიკულ კომპანიას First Flavor, რომელიც პროდუქტების გემოსა და არომატებს ფირფიტებად აქცევს, რომლებიც ადვილად ვრცელდებიან ფართო სარეკლამო კამპანიების დროს.

ჟურნალ „როლინგ სტოუნზის" მკითხველებს უკვე შეეძლოთ გაცნობოდნენ გემოს მქონე ზოლებს.  CBS ჟურნალში ათავსებდა თავისი ახალი სერიალის „ლერწამის" ორგვერდიან რეკლამას რომის მწარმოებელი ოჯახური ბიზნესის შესახებ.  რეკლამას თან ახლდა ტესტური ზოლი რომის მოხიტოს გემოთი.

First Flavor-ის ფირფიტები არ შეიცავენ შაქარს, ხოლო მათი ყველა ინგრედიენტი მოწონებულია ამერიკის პროდუქტებისა და მედიკამენტების სამმართველოს მიერ (FDA). ისინი იწარმოება მხოლოდ დიდი რაოდენობებით, 10 ათასი ცალიდან და ერთი ფირფიტის ფასი, რომელიც დამოკიდებულია პარტიის რაოდენობაზე, მერყეობს 7-დან 40 ცენტამდე.  გემოს მქონე ზოლების როლი არ მთავრდება მათი ბეჭდურ რეკლამაში გამოყენებით. ზოლები სასარგებლო იქნება დირექტ-მეილშიც, მოსახერხებელი იქნება მათი გამოყენება ახალი პროდუქტების ტესტერებად უკვე ცნობილი ნაწარმების  შეფუთვებზე.

First Flavor-ის ხელმძღვანელის ჯეი მინკოფის (Jay Minkoff) სიტყვებით, ფირმა სულ ერთი წლისაა, მაგრამ მის კლიენტებს შორის არიან არა მხოლოდ მცირე საწარმოები, არამედ მსხვილებიც  Fortune 50-დან. First Flavor პირველ ნაბიჯებს დგამს ევროპაშიც, ხოლო მოთხოვნები მის პროდუქციაზე უკვე მთელი მსოფლიოდან მიდის. ასეთ სიტუაციაში ბიზნეს-იდეა მრავალი მილიონის მოტანას პირდება

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge