ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: საბანკო პროგრამა იპოთეკარების დასახმარებლად

ბიზნეს იდეა: საბანკო პროგრამა იპოთეკარების დასახმარებლად
 | რეიტინგი 3 

 

ბანკები ეხმარებიან უმუშევრებს არ დაკარგონ იპოთეკა და

თავიდან აიცილონ ქონების დაყადაღება კრედიტის პროცენტების გადაუხდელობის გამო

საინტერესო საბანკო პროგრამა უმუშევართა დასახმარებლად ოჰაიოს შტატიდან. ერთმა ამერიკულმა ბანკმა სახელწოდებით Fifth Third Bank, საკადრო სააგენტო NextJob-თან  ერთად მოიფიქრა საინტერესო პროექტი, თუ როგორ დაეხმარონ მორალურ-ფსიქოლოგიურად (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) და კონკრეტულ-მატერიალურად ადამიანებს, რომლებიც აღმოჩნდნენ არასასიამოვნო, კრიზისულ სიტუაციაში.

სიტუაცია კი ასეთია: ადამიანმა აიღო იპოთეკა და კრედიტი, გარკვეული დროის განმავლობაში წესიერად იხდიდა ერთისა და მეორის პროცენტებსაც, მაგრამ უეცრად დაკარგა სამუშაო. მაგალითად, მოხვდა საკადრო შემცირებაში ან ის დარგი, რომელშიც მუშაობს, ჩავარდა ეკონომიკურ დეპრესიაში და სტაგნაციაში.

თქვენი შემოსავლების წინასწარ განუსაზღვრელობა (არასტაბილურობა) - იპოთეკისა და კრედიტის მთავარი მტერია. ეს კი ნიშნავს, რომ ბანკების წარმატების მტერიც, რომლებიც მთლიანად და უფრო მეტადა დგანან დაკრედიტებისა და იპოთეკის საძირკველზე. რათა ბანკმა თვითონ შეძლოს გადარჩენა, მან პირველმა უნდა იფიქროს იმაზე, თუ როგორ შექმნას  კრედიტის ან იპოთეკის გადახდის რამდენიმე წლიანი პერსპექტივა (ან ყველაფერი ერთად!) - მიმზიდველი, არა საშიში, უსაფრთხო, არასტრესული.

ბანკებმა კიდევ უნდა იფიქრონ იმაზეც, თუ „რაც უკვე მოხდა" - იმაზე, რომ უმუშევრად დარჩენილი ბანკის მოვალე როგორ გადაიხდის ბანკის პროცენტებს. უკიდურესი შემთხვევა-  ქონების დაყადაღება, იპოთეკის გარიგების შეწყვეტა არ არს გამოსავალი. გამოსავალია ადამიანის დახმარება კვლავ იშოვოს ღირსეული სამუშაო, გაუჩნდეს ფინასური სტაბილურობა.

ადრე წყალწაღებულების გადარჩენა მათივე ხელების საქმე იყო. დაკარგე სამუშაო? დაკარგე ფინანსური სტაბილურობა? აბა, ვინ არის შენი მკურნალი? თვითონ ეძებე ახალი. ასე იყო ძველ დროში, როდესაც ადამიანი პრაქტიკულად არ იყო დამოკიდებული ბანკებზე, და მათი არაფერი არ ემართა.

ახლა კი, როდესაც პრაქტიკულად ყველა ადამიანი ბანკის მოვალეა, ამ ადამიანის პრობლემა, რომელმაც დაკარგა სამუშაო და ფინანსური სტაბილურობა, ხება ბანკის პრობლემა.

ასე რომ, ამერიკულმა ბანკმა ოჰაიოს შტატიდან Fifth Third-მა, ერთობლივად საკადრო სააგენტო NextJob-თან ერთად, ყველა უმუშევარ მოვალეს სთავაზობს სრულიად უფასო და წინ წაწეულ რეაბილიტაციისა და გადაკვალიფიცირების  საბანკო პროგრამას ცხოვრებაში ახალი ადგილის მოსაძებნად, ფინანსური სტაბილურობის აღსადგენად.

იპოთეკარების დახმარების ამ გულუხვ საბანკო პროგრამაში შედის ისეთი ფანტასტიური რამეები, როგორებიცაა:

  • პერსონალური (ერთი ერთზე) კოუჩინგი, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, მუშაობა პსიქოთერაპევტთან,
  • ყოველკვირეული სემინარები.
  • ონლაინური სოფტ პროგრამები, რომლებიც დაკავშირებულია სამუშაოს ძიებასთან დაკავშირებულ მთელ პაკეტთან.

იქ ასწავლიან რეზიუმეს წერას, და როგორ უპასუხონ დამსაქმებელთა კითხვებს და სახლიდან გაუსვლელად თავისთვის მოსახერხებელი ონლაინ ფორმების შევსებას, თუ ის თქვენ არ მოგწონთ, სხვა სახის კონსალტინგს, თუ თქვენ მიგრანტი ხართ და ენას სრულყოფილად ვერ ფლობთ, რთული დოკუმენტების შევსებისას დაგახმარებენ თარჯიმანს.

იმუშავე, არ მინდა. მთავარია, რომ არ გაჩერდე. გახსოვდეს, რომ შენ ყველას მოვალე ხარ. ხიდიდან გადახტომა ჯერ ადრეა.

მხოლოდ - „ასე" და „ვინმესთვის" მუშაობა და ცხოვრება (?) მაინცდამაინც არ გინდა... რადგანაც ჩვენი მოკრძალებული ხედვით, ჭეშმარიტი ფინანსური სტაბილურობის საფუძველია „არა იპოთეკარების დახმარებისა და უმუშევარო მოვალეების დახმარება სამუშაოს პოვნაში წინ წაწეული საბანკო პროგრამები, ეს არის საზოგადოება, რომელშიც მისი თითოეული წევრს შეუძლია და ცხოვრობს ისე, რომ... საერთოდ არ აიღოს ვალები.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge