ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სერვისი კორპორატიული ავტომობილის იჯარისათვის

ბიზნეს იდეა: სერვისი კორპორატიული ავტომობილის იჯარისათვის
 | რეიტინგი 3 

ნიდერლანდურმა კომპანია WeGo დაიწყო სერვისი, რომლის დახმარებითაც საწარმოებს შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში იჯარით აიღონ ავტომობილები თავისი თანამშრომლებისათვის. კორპორატიული ავტოპარკი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამასთან, ავტომობილი ბევრ თანამშრომელს სჭირდება, რომლებიც ქალაქში კომპანიის საქმეებზე დადიან.  ყველა თანამშრომელს ნამდვილად არ გააჩნია საკუთარი მანქანა და მისი ყოლის შემთხვევაშიც ბევრი არ დათანხმდება მისი გამოყენებას სამსახურეობრივი მიზნით, ხოლო ტაქსების მომსახურება საწარმოებს ძალზე ძვირი უჯდებათ. წვრილ ფირმებს არა აქვთ საშუალება მისცენ თავს უფლება შეიძინონ თუნდაც ერთი კორპორატიული ავტომობილი და დიდ დისკომფორტს განიცდიან მისი არქონის გამო.

WeGo-ს კორპორატიული ავტომობილის იჯარის სერვისი წარმოადგენს ოპტიმალურ გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან. ფაქტიურად, კომპანია უბრალოდ აქირავებს ავტომობილებს იჯარით, მაგრამ არა კერძო პირებზე, არამედ კომპანიებზე, და ამით სხვებსაც აძლევს ფულის გამომუშავების საშუალებას. ეს სქემა ასე მუშაობს: საწარმო დებს ხელშეკრულებას WeGo-სთან, ხოლო შემდეგ უბრალოდ უჩვენებს, თუ როდისთვის დასჭირდება მანქანა, ავტოპარკის განაწილების გამოსაყენებლად მარტივი სისტემის დახმარებით. კლიენტ-კომპანიის მუშაკებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ WeGo-ს სპეციალური მობილური დანართი, რომლის საშუალებითაც უფროსობის ნებართვით შეძლებენ ბლოკის მოხსნას იჯარით აღებული ავტომობილიდან.

ასეთი სქემით იგებს ორივე მხარე: კომპანიები ეკონომიას აკეთებენ საკუთარი ავტომობილების შეძენაზე, ხოლო კორპორატიული ავტომობილის იჯარის სერვისი WeGo იღებს მოგებას საკუთარი მანქანების იჯარით გაცემით. რასაკვირველია, საქმე არ გამოვიდა „დამატებითი ღირებულების" გარეშეც გარემოზე ზრუნვის სახით.  როგორც კომპანია WeG ამტკიცებს, ამით მას შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის ეკოლოგიის შენარჩუნებაში, რადგანაც მისი ავტომობილებით ბევრი კომპანია სარგებლობს, რაც ამცირებს მავნე გამონაბოლქვების რაოდენობას.

სერვისი WeGo იმ კომპანიებსაც  აძლევს ფულის გამომუშავების საშუალებას, რომელთაც უკვე გააჩნიათ კორპორატიული ავტომობილები. მათ შეუძლიათ იჯარით გადასცენ ისინი სხვა საწარმოებს და გადაუხადონ შუამავალს მცირე პროცენტი. ავტომობილის იჯარის ღირებულება ორ პირობაზეა დამოკიდებული საწარმოს მოცულობაზე და იმაზეც, თუ რამდენად ხშირად სჭირდება ავტომობილი მის თანამშრომლებს.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge