ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: დასაკეცი კონტეინერი ტვირთების გადასაზიდად: ახალი ერა გადაზიდვებში?

ბიზნეს იდეა: დასაკეცი კონტეინერი ტვირთების გადასაზიდად: ახალი ერა გადაზიდვებში?
 | რეიტინგი 3 

 

თქვენ თუ იცით, თუ „ვინ დაზეთა რელსები", რომლებზედაც გაიარა გლობალიზაციამ? ეს იყო სატვირთო მანქანის უბრალო მძღოლი, ამერიკელი სახელ მალკოლმ მაკლინი. მის მიერ 1956 გამოგონილმა თანამედროვე სატვირთო კონტეინერმა რევოლუცია მოახდინა ტვირთების გადაზიდვაში. ისინუ უნივერსალურები გახდნენ: ერთი და იგივე კონტეინერი „ერთნაირად თავისუფლად და მსუბუქად" გრძნობდა თავს გემზეც, მატარებელშიც და სატვირთო ავტომანქანაზე.

მალკოლმ- მაკლინის შემდეგ უამრავი სამეცნიერო საკვლევი ინსტიტუტების ინჟინრები გუნდურად ძალიან ცდილობენ მორიგი რევოლუციის მოხდენას, მაგრამ სულ ფუჭად. ვერავინ შეძლო იმის გაკეთება, რაც გააკეთა უბრალო მძღოლმა-მტვირთავმა.

და ახლა ლაპარაკობენ მეორე შესაძლო „მალკოლმ მაკლინზე"... ეს არის რენე გისბერსი, ინჟინერი, რომელიც საქმიანობს გათბობის სისტემებში

აი, ამან კი გამოიგონა - ახალი სრულყოფილი კონტეინერი ტვირთების შორეული გადაზიდვებისათვის. ეს კონტეინერი არის დასაკეცი, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის ყველა მისი ღირსება.

გიბერსის დასაკეცი პლასტიკური კონტეინერი:

  • ა) ეკოლოგიურია, რადგანაც მისი დამზადებისას ატმოსფეროში იფრქვევა მეოთხედით ნაკლები ნახშირორჟანგი, ვიდრე სტანდარტული კონტეინერის დამზადებისას,
  • ბ) არ იჟანგება (ანუ ანტოკოროზიულია),
  • გ) დაცურავს, ანუ არ ჩაიძირება და არ გააფუჭებს საქონელს პორტში),
  • დ)დაკეცილი სახით იკავებს ძველი კონტეინერის მიერ დაკავებული სივრცის მეოთხედს,
  • ე)და იწონის ის ჩვეულებრივი კონტეინერის ასევე მეოთხედს,
  • ვ) ამასთან ერთად, გისბერსის კონტეინერი ადვილად ირეცხება და იაფიც ღირს
  • ზ) და ბოლოს, ამ დააკეც პლასტიკურ კონტეინერს ადვილად უმკლავდება მხოლოდ ერთი მუშა სტანდარტული „ჩანგლის" ტიპის ავტომტვირთველის დახმარებით (და რადგანაც ხარბ კაპიტალისტებს არ სურთ რომ უხადონ ორ მუშას, ეს პუნქტი განსაკუთრებით გაახარებს).

გისბერსის დასაკეცი კონტეინერი - ბავშვებისა და ფიზკულტურელების მეგობარი!

გისბერსის კონტეინერს სიმღერაც რომ შეეძლოს სასიამოვნო ხმით ბავშვების დასაწყნარებლად, ესეც არ იქნებოდა გასაკვირი, იმდენ კარგ რამეს ლაპარაკობენ მასზე სპეციალისტები...

და მიუხედავად ამისა, ტვირთების გადაზიდვების ინდუსტრია არ ჩქარობს გისბერსის პლასტიკურ დასაკეც კონტეინერებზე გადასვლას. და რატომ? თავს იჩენს ყველა დიდი ქმნილების რიგიდობა (მოუქნელობა) - როგორც ბიოლოგიურის, ისე ადამიანის მიერ შექმნილის. მაგალითად, ბიუროკრატიული სისტემების და კორპორაციების.

სანამ ამ მონსტრის პატარა ტვინიდან მთელს მის სხეულში გაივლის ნერვული სიგნალი-იმპულსი მის კუდამდე, მას გაუსწრებენ  მოქნილი და სწრაფი მონათესავენი.

სწორედ ასე გადაშენდნენ ტირანოზავრები...

რასაკვირველია ტვირთების გადაზიდვების ინდუსტრიას არ ელოდება დაუყოვნებლივი კოლაფსი, თუ ხვალვე არ გადავა გისბერსის ფიბერგლასის კონტეინერებზე. მაგრამ არსებობს ეჭვები, რომ რკინის კონტეინერების დღეები უკვე დათვლილია...

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge