ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ბედნიერი მოგზაურობა: ველოსიპედის ვიბრირებადი უნაგირი ქალებისათვის

ბიზნეს იდეა: ბედნიერი მოგზაურობა: ველოსიპედის ვიბრირებადი უნაგირი ქალებისათვის
 | რეიტინგი 3 

ამ გამოგონებამ სახუმარო სახელით „ბედნიერი მოგზაურობა", რასაკვირველი, დიდი ხმაური გამოიწვია. სპეციალური ვიბრირებადი შალითა-დასადგამი ტრადიციულ ველოსიპედის უნაგირზე, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს განიცადონ სასიამოვნო შეგრძნებები ველოტრანსპორტით მოგზაურობის დროს.

ანატომიურად ველოსიპედის შალითა ქალებისათვის Happy Ride („ბედნიერი მოგზაურობა") სწორედ ისეა მოწყობილი, რომ ნებისმიერი საშუალი ქალბატონი, რომელიც სწორად დაჯდება ველოსიპედზე და დაიწყებს გზაზე მოძრაობას, იგრძნობს საკუთარი სხეულის გარკვეული ზონების ვიბროსტიმულაციას.

ტექნიკურად ველოსიპედის უნაგირზე ჩამოსაცმელი ძალზე მარტივია: აქაფებული ეთილენვინილაცეტატის  - EVA-ს - შავი ჩამონასხამი მასში ჩამონტაჟებული პატარა ვიბროძრავით.   

ველოსიპედია დასაჯდომის შალითას Happy Ride-ს კიდევ მოყვება მართვის პულტი AA პატარა ბატარეებზე, ეს კი ტექნიკურად ცოტა უფრო რთულია. იმიტომ, რომ მართვის პულტი ვიბრირებადი მოწყობილობის ჩართვისა და გამორთვის,  და ასევე ვიბროძრავის სიხშირისა  და რხევათა ინტენსიობის რეგულირების საშუალებას იძლევა.

საქონელი იყიდება დიდების მაღაზიებში და დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, სწორედ იქ, სადაც გამოიგონეს.

პატენტის მფლობელის სიტყვებით, ველოსიპედის ქალების უნაგირზე ჩამოსაცმელი გამოგონებულ იქნა შემდეგი მისიის ფარგლებში: „საველოსიპედო მოძრაობის მხარდაჭერა და განვითარება".

სტატისტიკის მიხედვით (ყოველ შემთხვევაში, ბრიტანული სტატისტიკით) ველოსიპედზე სწორედ ქალების დასმაა (გადასმა) ყველაზე ძნელი. სტატისტიკა არ განავრცობს, თუ რასთან არის ეს დაკავშირებული. შესაძლოა, რომ ველოსიპედის ტრადიციული უნაგირის არც თუ სავსებით ანატომიური ფორმაა იმაში დამნაშავე, რომ ქალიშვილები იშვიათად ირჩევენ „საველოსიპედო განვითარებას" როგორც საერთო მოძრაობის ნაწილს ქალაქების  ურბანიზმის ახალი პრინციპებისა და ეკოლოგიისათვის ბრძოლაში.

ანალიტიკოსები თვლიან, რომ გაჯეტმა  28 გირვანქა სტერლინგის (ანუ 43 აშშ დოლარის) ღირებულებით ინგლისის მოსახლეობის ქალთა ნაწილის აზროვნების ეკოლოგიზაცია უნდა გახადოს უფრო რადიკალური და წარმატებული.

Daili Mail-ის ჟურნალისტის აზრით, ველოსიპედზე ჩამოსაცმელი ქალებისთვის ‘ბედნიერი მოგზაურობა" უდიდესი მოთხოვნით სარგებლობს როგორც  „სახუმარო საჩუქარი" და იყიდება სწორედ როგორც საჩუქარი-სუვენირი მამაკაცებისგან  (თავისი მეორე „ნახევრებისათვის"). 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge