ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ავტოსამრეცხაო რელაქსაციისათვის

ბიზნეს იდეა: ავტოსამრეცხაო რელაქსაციისათვის
 | რეიტინგი 3 

საკუთარი ავტოსამრეცხაო - ბიზნესისათვის ერთერთი ყველაზე გავრცელებული იდეაა, რომლის მოფიქრებაც შეიძლება. ერთი შეხედვით ძნელია რაიმე ისეთი ახლისა და ორიგინალურის მოფიქრება, რაც სხვებს არა აქვთ.  მაგრამ ნიგერიელმა Ugochukwu Okoli -მ ეს შეძლო. მან გახსნა არა უბრალოდ ავტოსამრეცხაო, არამედ რელაქსაციის ნამდვილი ცენტრი მოხერხებული სავარძლებით, ბარბექიუთი, ახალი ხილის წვენის გასაკეთებელი ავტომატებით, კალიანებით და დამამშვიდებელი მუსკებით.

უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრების დონემ ნიგერიაში ზრდა დაიტყო. შესაბამისად, იზრდება ავტომანქანების მფლობელთა რიცხვიც. რასაკვირველია, ნიგერიელთა უმრავლესობა ამჯობინებს საკუთარი მანქანების რაც შეიძლება სწრაფად გარეცხვას, ავტომანქანების სერვისის სადგურებზე მთელი დღის დაუკარგავად. რადგანაც არის მოთხოვნა, არის შეთავაზებაც. აფრიკაში ავტოსამრეცხაოების ინდუსტრია უსწრაფესი ტემპებით ვითარდება. დღეისთვის აფრიკის ქვეყნებში არსებობს როგორც მთლიანად ხელით სამრეცხაოები, ასევე ტექნიკის უკანასკნელი სიტყვებით აღჭურვილებიც. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საკუთარი სამრეცხაო ნიგერიაში - ეს არის არა მხოლოდ ფულის გამომუშავების საშუალება, არამედ ბიზნესის ერთერთი ყველაზე პრესტიჟული და პატივსაცემი სახეობა.

ავტომანქანების რეცხვის მინიმალური შეადგენს 200 ნიგერიულ ნაირის, ავტოსამრეცხაოს მდებარეობისა და მანქანის ტიპის მიხედვით. ადგილობრივი პირობების მიხედვით ეს საკმაოდ კარგი თანხაა და ამიტომ ითვლება ეს ბიზნესი ძალიან მომგებიანად. გარდა ამისა, საკუთარი სამრეცხაოს გასახსნელად არ არის აუცილებელი დიდი სასტარტო კაპიტალი. უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთა წყვილსაც კი შეუძლია ამ ბიზნესის წარმატებით წარმართვა (ცნობილია ასეთი მაგალითებიც). საკუთარი ავტოსამრეცხაოს გასახსნელად არ არის აუცილებელი არც ბევრი ფული, არც რაიმე სპეციალური ცოდნა.

25 წლის ნიგერიელმა უგოჩუკვუ ოკოლიმ - იგბინედიონის უნივერსიტეტის  (Igbinedion University) კურსდამთავრებულმა შეამჩნია ავტოსამრეცხაოების ინდუსტრიის პერსპექტივები და გადაწყვიტა ძალების გამოცდა ამ მიმართულებით. მაგრამ კითხვაზე თუ სად იშოვა ფული სასტარტო კაპიტალისათვის, ოკოლიმ თქვა: როდესაც მე ვფიქრდები საკუთარი ბიზნესის შექმნაზე, მე თავიდან ვფიქრობ მისი სტრუქტურად. მე ვარჩევ მისი განვითარების ოპტიმალურ ვარიანტს, ვადგენ გეგმას და ვიწყებ ფულის დაგროვებას დასახული მიზნის მისაღწევად".

ოკოლი გამოცდილი ბიზნესმენია და რამდენიმე წვრილი ფირმის მფლობელი. სხვა ავტოსამრეცხაოებისა და კლიენტების მაქსიმალური ლოიალობის მისაღწევად, ოკოლიმ შექმნა რელაქსაციის მთელი კომპლექსი. მის სამრეცხაოებზე შეიძლება რბილ სავარძლებში დასვენება, ახლად გამოწურული წვენის დალევა და ბარბექიუს მირთმევა, კალიანის მოწევა და მსუბუქი მუსიკის მოწევა, სანამ ავტოსამრეცხაოს მუშაკებს წესრიგში მოჰყავთ თქვენი ავტომანქანა. ბიზნეს-იდეა უჩვეულო რელაქსაციის ცენტრ-ავტოსამრეცხაოს შექმნის შესახებ სახელწოდებით Snypa's coozii ბიზნესმენს  თავში მოუვიდა 2010 წელს. „ჩემი სახლის წინ მიწის დიდი ნაკვეთი იყო. მე ჩავატარე კვლევები და მივხვდი, რომ ეს ადგილი იდეალურად შეესაბამება ავტოსამრეცხაო ცენტრის გასახსნელად" - ყვება ოკოლი.

მისი ავტოსამრეცხაო მდებარეობს პირველ ავენიუზე ლაგოსში - ნიგერიის ყველაზე დიდ ქალაქში. ამასთან, კონკურენცია ამ რეგიონში თითქმის არ არსებობს, რამაც ოკოლის საშუალება მისცა უმოკლეს დროში აენაზღაურებინა ყველა თავისი დაბანდება. თუმცა, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესში, აქაც არ ყოფილა სიძნელეების გარეშე. მაგრამ ისინი უფლო ძლიერს ხდიან კომპანიას, დარწმუნებულია ნიგერიელი მეწარმე. ორი უმთავრესი პრობლემა, რომლის გადაჭრაც მას მოუხდა გზის დასაწყისში, ეს იყო წყლის გასაყვანი ბურღილის გაბურღვა და ბიუროკრატიული დაბრკოლებები.

საკუთარი ბიზნესის წარმატებას ოკოლი ხსნის გონივრული მართვით (ის ხელმძღვანელობს პრინციპით, რომ „კლიენტი ყოველთვის მართალია"), მომსახურეობის საშუალო ფასებით, კლიენტების ლოიალობის ამაღლების პროგრამით (სეზონური საჩუქრები), თავისი დაწესებულების სასიამოვნო და დასასვენებელი ატმოსფეროთი. შეკითხვაზე, თუ როგორ უყურებს ის კონკურენციას ასეთი საავტომობილო მომსახურეობების სფეროში, ოკოლიმ უპასუხა: „ბრძენ მეწარმეს არასდროს არ ეშინია კონკურენტების. ისინი მხოლოდ ქმნიან უფრო მეტ შესაძლებლობებს თქვენი იდეალურად დაბალანსებული ბიზნესის განვითარებისათვის. მე ყოველთვის ვცდილობ მივცე ჩვემს კლიენტებს ყველაზე საუკეთესო. როგორც კი თქვენ ამას მიაღწევთ, კონკურენციის საკითხი თქვენი კომპანიისათვის აღარ იარსებებს".

რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხს, რომელიც ასე მწვავედ დგას ნიგერიაში, აქ ოკოლი კატეგორიულია: „მე ვთვლი, რომ უსაფრთხოება მთავარი პრიორიტეტია ნებისმიერ ბიზნესში, და ამიტომ მე მას ვუყურებ ძალზე სერიოზულად. ჩემი მუშაკები ავსებენ სპეციალურ ფორმას თავისთვის და თავისი ოჯახისათვის. ამის შემდეგ ჩვენ ინსპექციით მივდივართ მათთან". ცნობილია, რომ ნიგერიაში ძალზე რთული კრიმინოგენური სიტუაციაა და გავრცელებულია თაღლითობა ყველა სფეროში.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge