ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ძაღლების სამრეცხაო

ბიზნეს იდეა: ძაღლების სამრეცხაო
 | რეიტინგი 3 

კიდევ რა დამატებითი მომსახურეობები შეიძლება შესთავაზოს ტრადიციულმა ავტოსამრეცხაომ მათი ასორტიმენტის გასაფართოებლად და მადლიერი ლოიალური კლიენტების ყურადღების მისაპყრობად? რას არ იგონებენ ავტოსამრეცხაოები, რომ აღარ იყვნენ სამრეცხაოები! მანქანების მრეცხავმა სტრიპტიზის მოცეკვავეებმა უკვე ყველას მოაბეზრეს თავი. მოვიდა დრო უფრო წყნარი და სასარგებლო გართობებისათვის. უნდა მოფიქრებულ იქნას დამატებითი მომსახურეობები ჭკუითა და კრეატიულობით.

ძაღლების გრუმინგი - დამატებითი მომსახურეობა ავტოსამრეცხაოებში

აი, მაგალითად, „ძაღლების სამრეცხაო" გერმანიის ქალაქ ჰამბურგში. ეს სამრეცხაო პირველი მერცხალია ბიზნესის სამყაროში, ასეთი მანამდე ჯერ არ ყოფილა. ეს ძაღლების სამრეცხაო მდებარეობს ჩვეულებრივ ავტოსამრეცხაოში და უწევს დამატებით მომსახურეობას.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, საკუთარი ძაღლის დაბანა ჩვენ თვითონაც შეგვიძლია და ამას არავინ არ გაგვიკეთებს. და ამას თქვენ თვითონ გააკეთებთ, სანამ თქვენს მანქანას სპეციალისტი რეცხავს. რატომ არ რეცხავენ პროფესიონალები ძაღლსაც? ყველაფერი ძალზე მარტივია: ასეთი დამატებითი მომსახურეობისათვის გრუმერის დაქირავება უკვე საკმაოდ ძვირია. ამავე დროს, სხვისი ზურგის მიკარება შეუძლია მხოლოდ სპეციალისტ-გრუმერს და კიდევ სპეციალისტ-ვეტერინარს. და ისიც მაშინ, როდესაც პატრონი გვერდზე დგას, ხოლო ჩვეულებრივ მრეცხავს ძაღლმა შეიძლება უკბინოს კიდეც. ასე რომ, გარეცხეთ თქვენი ძაღლები თქვენ თვითონ. აი თქვენ შხაპი სპეციალური აბაზანით, ცხელი და ცივი წყალი. აი თქვენ სპეციალური ძაღლის შამპუნი და ფენი, ერთჯერადი პირსახოცი.

ავტოსამრეცხაო ქალაქ ჰამბურგში, მისი პატრონების სახით ვარაუდობს, რომ თქვენ საგრძნობ ეკონომიას გააკეთებთ ძაღლების ავტოსამრეცხაოში დაბანისას, რადგან სახლში თქვენ კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში რეცხავთ საკუთარ აბაზანასა და სააბაზანოს რაც დაბანთ თქვენს ძაღლს. აქ კი მთელი ჭუჭყი და გაშრობა ავტოსამრეცხაოს რჩება.

ასეთი ძააღლების აბანო ღირს 4,90 ევრო ანუ 6,30 დოლარის. ეს არის გრუმინგი, მაგრამ ძალზედ ბიუჯეტური. ეს არის სწორედ ის, რის უფლებაც შეუძლია მისცეს საკუთარ თავს არაპათოსურ სამრეცხაოს ქალაქის შესასვლელთან. არავითარი ძაღლის მანიკური და მელირება. ეს არის გრუმინგი ამ ტერმინის ყველაზე უბრალო - ჰიგიენური გაგებით.

ავტოსამრეცხაო ძაღლების აბანოთი მდებარეობს ძალზე მოხერხებულ ადგილას - ჰამბურგის შესასვლელთან, Reeperbahn-გზაე. სწორედ იქიდან მოდიან ქალაქგარეთა სეირნობიდან ცხოველების მანქანიანი მოყვარულები. და ერთად შეიძლება ტალახით მოსვრილი მანქანისა და ძაღლის გარეცხვა.

გარდა ამისა, მანაქანაში ჯდომა და ლოდინი, სანამ მას გაგირეცხავენ - არც ისე მხიარული საქმიანობაა. სწორედ იმისათვის, რომ პატივცემულმა კლიენტმა არ მოიწყინოს და საშუალება ჰქონდეს სარგებლობით და დრაივით გაშალოს ფეხები - მთელი მსოფლიოს ავტოსამრეცხაოები იმტვრევენ თავს მრავალფეროვანი დამატებითი მომსახურეობების გამოგონებაზე. ჰამბურგის ავტოსამრეცხაოს მეპატრონემ, გერმანელი ბიზნესმენმა ლარს შიუტცემ, როგორც ჩანს,  თავისი ამოცანა გადაჭრა და თვლის, რომ არც ისე ბევრს იღებს თავის მომსახურეობისათვის, მაგრამ საინტერესოა, თუ რას ფიქრობენ ამის ესახებ ძაღლების პატრონები?....

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge