ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ავტომატები ტაქსებში

ბიზნეს იდეა: ავტომატები ტაქსებში
 | რეიტინგი 3 

ნიუ იორკი არა მხოლოდ კონტრასტების ქალაქია, როგორც მას უწოდებენ, არამედ საუკეთესო სერვისისაც. ის ამ ქალაქში მართლაც უმაღლესი კლასისაა. ამბობენ, რომ ნიუ იორკთან შედარებით მომსახურეობა ევროპაში უბრალოდ საშინელებაა. ნიუ იორკში კლიენტს მხოლოდ ღილაკზე დაჭერით შეუძლია მიიღოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ქალაქის მუდმივად მოჩქარე მცხოვრებთ არ უყვართ ლოდინი და ვერ იტანენ ცუდ მომსახურეობას. ნიუ იორკელების სწორედ ამ სწრაფი და ხარისხიანი მომსახურების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა მოწოდებული ბიზნესის სკოლის (NYU Stern School of Business) სტუდენტების ბიზნეს-იდეა.

სტუდენტთა ჯგუფი ბრაიენ შიმერლიკის თაოსნობით სთავაზობს სნეკების, საღეჭი რეზინის, სასმელების, ბატონების და გამაყუჩებელი პრეპარატების ავტომატების გასაყიდი მინი-აპარატების პირდაპირ ტაქსებში დაყენებას. „ვინც არ ჩამჯდარა თუნდაც ერთხელ ტაქსში საშინელი თავის ტკივილით? ან არ დაუგვიანია შეხვედრაზე უსაუზმებელს? ან არ აღელვებულა პირიდან უსიამო სუნის გამო გამაგრილებელი საწუწნი კამფეტების გასაყიდი ავტომატების პოვნის იმედით პაემანზე გზაში? უამრავია ისეთი სიტუაცია, როდესაც სასარგებლო იქნებოდა ავტომატი ტაქსის უკანა სავარძელზე" - ამბობს შიმერლიკი.

საკუთარი ორიგინალური ბიზნეს-იდეით ისინი მონაწილეობდნენ ყოველწლიურ კონკურსში Next Idea, რმლესაც ატარებს Economic Development Corp. კოლუმბიის უნივერსიტეტთან ერთად  (Columbia University's School of Engineering) და გაიმარჯვეს 62 ეროვნების 270 მონაწილეს შორის. გარდა ამისა, შიმერლიკის გუნდის იდეამ ფართო მოწონება დაიმსახურა არა მხოლოდ ჟიურის წევრებს შორის, არამედ ტაქსებისა და ლიმუზინების კომისიის მიერაც (Taxi & Limousine Commission).

„ჩვენ მოგვწონს სტუდენტების კრეატიულობა და მათი არასტანდარტულად აზროვნების უნარი. მათი იდეა ტაქსების ვედინგური ავტომატებით აღჭურვაზე უპირობოდ ძლიერია. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენა იქნება ის რეალიზებული, მაგრამ პოტენციალი მას ნამდვილად დიდი აქვს"" - აცხადებს TLC-ის კომისიის წევრი დევიდ იასკი. როგორც Next Idea-ს კონკურსის გამარჯვებულებს, შიმერლიკის გუნდს კონკურსის ორგანიზატორებმა გამოუყვეს $17,500 და ოფისის უფასო ექვსთვიანი იჯარა პროექტზე სამუშაოდ. 

 ამა წლის იანვარში 19 წლის ბრაიენ შიმერლიკმა გახსნა საკუთარი კომპანია სახელწოდებით TaxiTreats და ახლა აქტიურად არის დაკავებული ნიუ იორკში საკუთარი გეგმის რეალიზაციის ბიზნეს-გეგმის საბოლოო დამუშავების დეტალებით. ის დარწმუნებულია, ტაქსებში სნეკების, სასმელებისა და გამაყუჩებლების გასაყიდი მინი-ავტომატები დამატებით მილიონ დლარს მოუტანენ სახელმწიფო ხაზინას და გადამზიდავი კომპანიების მფლობელთა ჯიბეებს. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge