ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სტარტაოების ავტობუსის: ბიზნესის განვითარების ორიგინალური იდეა

ბიზნეს იდეა: სტარტაოების ავტობუსის: ბიზნესის განვითარების ორიგინალური იდეა
 | რეიტინგი 3 

არსებობს მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა საშუალებები - სახელმწიფოს მორალური მხარდაჭერა, კონკურსები ინვესტიციების მისაღებად, სემინარები და უკვე გამოცდილ და პროფესიონალ ბიზნესმენებთან შეხვედრები. რასაკვირველია, რომ საჭირო საქმეა უკვე არსებული ფირმებისა და ბიზნეს-გეგმების მხარდაჭერა.

თანამედროვე ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა და მეწარმემ მიშელ ლორიტო-ჩეიზმა Michele Lorito-Chase) გამოთქვა ორიგინალური რა,: „დამტკიცებულია, რომ ეკონომიკური ისტორიის თანამედროვე ეტაპზე  არსებობს ხარვეზი, ობი ძველი ბიზნესის პარადიგმაში. ბიზნესის სამყაროს ესაჭიროება ახალი ჰაერის ნაკადი, რომელიც მას კარდინალურად შეცვლიდა. ჩემის აზრით, სწორედ ასეთია სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამა StartupBus (სტარტაპების ავტობუსი)".

ბიზნესის იდეა ეკუთვნის ელიას ბიზანესს (Elias Bizannes). რამდენიმე წლის წინ მან გადაწყვიტა, რომ კარგი იდეაა ახალი ბიზნეს-პროექტების დაჩქარება. მან სან ფრანცისკოდან ოსტინში ავტობუსის ტურისათვის შეარჩია 12 ადამიანი, რომლებიც, მისი აზრით, გამოირჩეოდნენ საზრიანობითა და კრეატიულობით. სამდღიანი მოგზაურობის დროს ეს ადამიანები აწყობდნენ გონებრივ შტურმებს ახალი ბიზნეს-იდეების მოძიებისათვის. გაჩერების ქალაქებში წარმოდგენილი იყო მათი ბიზნეს-იდეების პრეზენტაცია იმგვარად, რომ შესაძლებელი ყოფილიყო სპონსორის მოძიება. სტარტაპების ავტობუსი, ან როგორც მას შეარქვეს - „ახალი ბიზნეს-ორიექტების ფაბრიკა", ტექნოლოგიური თვალსაზრისით აღჭურვილი იყო ყველაფერი აუცილებლით.

იზნესის განვითარების პროგრამა  StartupBus მართლაც ეფექტიანი აღმოჩნდა და ამ წელს იგეგმება ბიზნეს-იდეების 6 ფაბრიკა-ავტობუსის სტარტი - სან ფრანცისკოდან, ნიუ იორკიდან, კლივლენდიდან, ჩიკაგოდან, მაიამიდან და ლოს ანჯელესიდან ოსტინისაკენ. რასაკვირველია, სტარტაპების მხარდამჭერი სტარტაპების პროგრამის მონაწილეთა ადამიანების რაოდენობა უკვე 12-ზე მეტია, რადგანაც ეს იდეა აიტაცეს მთელს ამერიკაში და მსურველიც ძალზე ბევრია. ყოველი ავტობუსი აღჭურვილი იქნება ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით, და „ბორტზე" მომავალ მეწარმეებთან ერთად იქნებიან გამოცდილი სპეციალისტებიც - ანალიტიკოსები, კომპანიების კრეატიული თანამშრომლები, ვებ-დიზაინერები და პროგრამისტები, ყველა ის ადამიანი ვისი დახმარებაც შესაძლოა საჭირო გახდეს პრეზენტაციების მომზადებისა და ბიზნეს-გეგმების შემუშავების დროს.

ბიზნესის განვითარების პროგრამის ყოველ მონაწილეს, როგორც თავიდანვე იყო მიღებული, მიყავს საკუთარი ბლოგი და პროექტის საიტზე შეიძლება ახალი ბიზნეს-პროექტების პრეზენტაციების ვიდეოების ნახვა. ჩვენ აღნიშნავთ მხოლოდ რამდენიმე მათგანს.

მაგალითად, ერთმა ახალგზარდა კაცმა შეიმუშავა უნივერსალური კომუნიკატორი Bridge me, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია გარშემო ყველასთან ურთიერთობა ნებისმიერი მობილური მოწყობილობიდან. მეორე გამომგონებელი სთავაზობს bookmarks for TV, ანუ სატელევიზიო პროგრამების ჩანართებს. თავის ბლოგში ის ამბობს, რომ ჩვენ ვიყენებთ ჩანართებს მობილურ ტელეფონებშიც კი და ეს ძალზე სასარგებლო რამაა სატელევიზიო პროგრამებისა და ფილმებისათვის, რადგანაც ხშირად გვინდება რომელიმე ეპიზოდზე დაბრუნება.

ეს და სხვა პროექტები წარმოდგენილი იქნება პოტენციური ინვესტორებისათვის „ახალი ბიზნეს-პროექტების ფაბრიკის" ავტობუსის ტურის დროს, ხოლო ტურის დამთავრების შემდეგ ჩატარდება შემუშავებული ბიზნეს-პროექტების აუქციონი. ბიზნესის განვითარების პროგრამის ორგანიზატორები ამბობენ, რომ მთავარი პრიზია ახალი ნაცნობობები, იდეები და კავშირები ბიზნესის სამყაროში. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge