ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მანქანის ექსტრემალური მართვის სკოლა.

ბიზნეს იდეა: მანქანის ექსტრემალური მართვის სკოლა.
 | რეიტინგი 3 

უკვე საკმაოდ პოპულარული გახდა მანქანის მართვის  მრავალსახოვანი სკოლების გახსნა. ჩვენს მეგა იდეების კოლექციაში ჩვენ აღწერილი გვაქვს კომპანია Mercedes-Benz-ის მიერ ორგანიზებული მანქანის მართვის სკოლა. მსოფლიო ავტომწარმოებლის  კიდევ ერთი გიგანტის ორიგინალური ბიზნეს-იდეაა  მანქანის ექსტრემალური მართვის სკოლა - BMW Security Vehicle Training.

აღმოსავლეთ ევროპაში ყოფილი საბჭოთა აეროდრომის ტერიტორიაზე განლაგებული მანქანის ექსტრემალური მართვის სკოლა მძღოლებს ასწავლის არა მხოლოდ კონტრავარიულ მართვას, ანუ უსაფრთხო მართვას სრიალა მოლიპულ გზაზე წვიმაში, თოვლში, არამედ ნამდვილად ექსტრემალურ მართვას: დადევნების და მოწყვეტის ტექნიკას, მანევრირებას თავდასხმის, სროლის, აფეთქების და დაბომბვის პროცესშიც კი.  

მიუხედავად, რბილად რომ ვთქვათ, მანქანის ექსტრემალური მართვის სკოლის სერიოზული სასწავლო პროცესისა, მოსწავლეები მაინც მხიარულად ატარებენ იქ დროს. მანქანის ექსტრემალური მართვის სკოლის ორგანიზაციის იდეა ეკუთვნის სახელგანთქმულ კონსტრუქტორს კლაუს ხეიმერლს  (Klaus Heimerl ). მანვე დაიწყო ამ სკოლაში ყველა მსურველის სწავლება. ექსტრემალური მართვის კურსის ღირებულებაა 925,00 ევროდან 2.550,00 ევრომდე მძღოლის მომზადების დონის მიხედვით.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge