ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ტაქსი WI-FI–ით

ბიზნეს იდეა: ტაქსი WI-FI–ით
 | რეიტინგი 3 

WI-FI-ით დაფარვის ზონები უკვე არსებობს ბევრ კაფესა და რესტორანში, საზოგადოებრივ ადგილებში. ინტერნეტის უფასო და უსადენო მისაწვდომობა ან ადგილებს უფრო მიმზიდველს ხდის კლიენტებისათვის. ზოგიერთი განგებ დადის იქ, რომ იარონ ინტერნეტის უსაზღვრო სივრცეში და უნებლიედ შეკვეთასაც აძლევენ, თუნდაც მინიმალურს.

გენიალური იდეა მოუვიდათ თავში იაპონური მობილური ტელეფონების მწარმოებელი კომპანიის DoCoMo-ს თანამშრომლებს -ტაქსებს აღჭურვა WI-FI-ით

 ამ აზრისაკენ მათ უბიძგა ტაქსში ჩვეულებრივმა მგზავრობამ და საცობებში „გაჭედვამ". „კარგი იქნებოდა ახლა ელექტრონიკის შემოწმება ან საკუთარი გვერდის ნახვა სოციალურ ქსელში. ან უბრალოდ კინოსა და მუსიკის სიახლეების ნახვა, და რაც სულსა და გულს უნდა".

რასაკვირველია, ასეთი დამატებითი სერვისი მიიპყრობს დიდ ყურადღებას  და იმავდროულად კლიენტების არანაკლებ რაოდენობას. გათვლა სწორი აღმოჩნდა და ასეც გამოვიდა.

კომპანია DoCoMo-მ 820 ტაქსო აღჭურვა WI-FI-ის უფასო ქსელით. და ეს ყველაფერი არ არის - 100 ტაქსში კომპანიამ დააყენა პორტატული Sony Playstation - სათამაშო მოდულატორები. ეს ყველაფერი გაკეთებულ იქნა არა მხოლოდ მგზავრობის დროის გასალამაზებლად, არამედ ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადასაჭრელად. ტოკიოში ძალზე ბევრი უცხოელია, რომლებიც ვერ ლაპარაკობენ იაპონურად. ესენი არიან ტურისტები ან მივლინებაში ჩამოსული ადამიანები. ტაქსისტების უმეტესობა იაპონელია, რომლებმაც ინგლისური არ იციან. ტაქსის დაქირავება ინსგლისურენოვანი მძღოლით საკმაოდ ძვირია. „ასე რომ, - ამბობენ კომპანია DoCoMo-ს თანამშრომლები, - სულაც არ არის საჭირო იაპონურის ცოდნა, როდესაც ზიხარ ტაქსში და იქვე გაქვს ინტერნეტიც". ამრიგად, ტაქსი პოპულალური ხდება ჩამოსულთა შორის, რომლებიც ადრე უფრთხოდნენ აგრესიულად განწყობილ იაპონელ ტაქსისტებს. მათი გაგებაც, რასაკვირველია შეიძლება. ასე იქნა დარეგულირებული ეს კონფლიქტიც.

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ავტობიზნესის ეს იდეა მართლაც მნიშვნელოვანია და კარგი იქნებოდა WI-FI-ს დანერგვა მთელი მსოფლიოს ტაქსებში. სინი განსკუთრებით იქნებოდნენ ტურისტების თავშეყრის ადგილებში და მსხვილ ქალაქებში. აქვე უნდა ვთქვათ, რომ კომპანია  DoCoMo-ს მიერ WI-FI-ს ქსელით აღჭურვილი ტაქსების ცნობა ადვილად შეიძლება ბამპერზე მიკრული წითელი სტიკერებით.  

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge