ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა:როგორ შეიძლება მილიონების გამომუშავება ავტობუსით გადაზიდვებით

ბიზნეს იდეა:როგორ შეიძლება მილიონების გამომუშავება ავტობუსით გადაზიდვებით
 | რეიტინგი 3 

რუსი ექსპერტების მტკიცებით, დღეისათვის ავტობუსით გადაზიდვები დიდ მანძილებზე დაბალრენტაბელური ბიზნესია. ამის მიზეზია რუსეთია ბაზრის საშინელი გზისპირა სერვისი, რომელიც აფრთხობს ავტობუსების პოტენციურ კლიენტებს. ბინძური ტუალეტები, გატეხილი კონდიციონერები - ეს კიდევ ნახევარი უბედურებაა. მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ავტობუსები მოუწყობლობის გამო მგზავრებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

სულ სხვა სურათია ამერიკულ ბაზარზე: ამერიკის ავტობუსების ასოციაციის (American Bus Association) მონაცემების მიხედვით, აშშ-ში რეგისტრირებულია დაახლოებით 4 ათასი კომპანია, რომლებიც დაკავებულნი არიან საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტობუსებით გადაზიდვებით. მათ მომსახურეობით ყოველწლიურად სარგებლობს დაახლოებით 850 მილიონი ადამიანი, ავტობუსებით შორეული გადაზიდვების ამერიკული ბაზრის წლიური ბრუნვა მერყეობს 30-50 მილიარდ აშშ დოლარს შორის, მათი ერთობლივი პარკი შეადგენს დაახლოებით 44 ათას მანქანას, მომუშავეთა რაოდენობა კი დაახლოებით 200 000 ადამიანია. იმავდროულად, კომპანიების 65%-ის პარკში არაუმეტეს 15 ავტობუსია და მხოლოდ 50 კომპანიას გააჩნია 100 მანქანაზე მეტი.

23 წლის მეწარმე რეი ლენდი (Ray Land), რომელიც ფლობს ავტობუსებით გადაზიდვის კომპანიას Fabulous Coach Line-ს, 40 ავტობუსისგან შემდგარი პარკით და 77 თანამშრომლით. კომპანია Fabulous Coach Line-ს მოგებამ 2009 წელს 3 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2010 წელს - 4,5 მილიონი. ახალგაზრდა მეწარმის ბიზნესს არ შეიძლება მსხვილი ვუწოდოთ და ეს კომპანია სულ ხუთია წელია არსებობს. ავტობუსებით გადაზიდვების იდეა  თავში რეის ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლისას მოუვიდა საექსკურსიო მოგზაურობის შემდეგ,  რომელიც მან მოაწყო თანაკურსელებისათვის. თავისი პირველი ავტობუსი Van Hool რეიმ იყიდა 25 000 დოლარად, გამოიყენა რა საკუთარი დანაზოგი ($5,000) და სესხი 2004 წელს.

რა დაეხმარა ახალგაზრდა ამერიკელს რამდენიმე წელიწადში თავისი დამწყები პატარა კომპანია მხოლოდ ერთი ავტობუსით, რომლის საჭესაც თვითონ მართავდა, გადაექცია მილიონიან აყვავებულ ბიზნესად. რაშია ის საიდუმლო, რაც არ იციან და არც უნდათ იცოდნენ რუსმა ავტოგადმზიდავებმა? ყველაფერი ძალზე მარტივია: არავითარი საიდუმლო არ არსებობს. მთელი საქმე კარგ სერვისშია, რომელსაც სთავაზობს 23 წლის მეწარმე (და რაზეც არ უნდათ არანაირი ფულის დახარჯვა რუსეთის ავტოკომპანიების მფლობელებს).

Fabulous Coach Line-ს ყველა 77 ავტობუსი აღჭურვილია არა მხოლოდ ტუალეტებითა და კონდიციონერებით, არამედ ტვ-მონიტორებითაც თითოეულ სავარძელზე, ტყავის სალონით, ხის იატაკის, ნოხებით, კარგი სასტუმროების მსგავსი დასასვენებელი ნომრებით. ერთი 56-კაციანი ჩარტერის ღირებულებაა 1150 დოლარი დღეღამეში. ამ კომპანიის კლიენტები არიან სკოლები, ტურისტული კომპანიები, სპორტსმენები, ცეკვის კოლექტივები, ბიზნეს-კომპანიები და თეთრი სახლიც კი. ყველაზე მსხვილი შეკვეთა, რომლის მიღებაც შეძლო რეი ლენდმა, იყო 2005 წელს სამხედრო სამინისტროსგან 1,1 მილიონი დოლარის ღირებულების კატრინას შტორმის დროს.

როგორც ხედავთ, ავტობუსით გადაზიდვები დიდ მანძილებზე შეიძლება იყოს მაღალრენტაბელური ბიზნესი, თუ ამ საქმეს მივუდგებით გონივრულად და სწორად განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge