ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სკოლის ავტობუსის კერძო ალტერნატივა

ბიზნეს იდეა: სკოლის ავტობუსის კერძო ალტერნატივა
 | რეიტინგი 3 

სკოლის ავტობუსები ადგილობრივი მუნიციპალური ხელისუფლების პრეროგატივაა. და მათი არსებობა რეგიონში, ასევე მარშრუტები და ტექნიკური მდგომარეობა დამოკიდებულია ქალაქის ადმინისტრაციის მიერ დაფინანსებაზე. ამერიკას ამ მხრივ ძალიან გაუმართლა. იქ უკვე დამკვიდრებული ტრადიციაა ავტობუსები, რომლებიც ბავშვებს დილაობით სკოლებში არიგებენ.

მაგრამ არც იქ არის ყველაფერი სრულ წესრიგში მარშრუტებთან და განრიგთან დაკავშირებით. არის საკუთარი ხარვეზებო და უხერხულობები - ბავშვებს უწევთ 15-20 წუთით გაჩერებაზე დგომა, ხოლო ზამთარში ყინვაში ავტობუსის მოსვლამდე, და არის კიდევ ქალაქის ისეთი რაიონები, სადაც სასკოლო ავტობუსები არ დადიან. გარდა ამისა, არსებობს პატარა ბავშვის ტრავმის რისკიც, რადგან მათ უწევთ უფროსკლასელებთან ერთად გადატვირთული და მოუხერხებელი ავტობუსით მგზავრობა. იციან რა მუნიციპალური სასკოლო ავტობუსების ეს ნაკლოვანებები, კერძო მეწარმეებმა გადაწყვიტეს ღირსეული ალტერნატივის შეთავაზება - კერძო სასკოლო ავტობუსის, რომელიც მიყავს ბავშვები სახლიდან სკოლამდე და უკან.

ერთერთი ასეთი მეწარმეა 37 წლის ოზი საეზი ხილსბოროდან, რომელმაც ჩამოაყალიბა კომპანია Kids Door to Door (ბავშვები კარიდან კარამდე). მას სატრანსპორტო ბიზნესში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ მოზარდობისას ის ეხმარებოდა მამას მის სატრანსპორტო კომპანიაში, შემდეგ ჩამოაყალიბა ავტომანქანებისა და მოტოციკლეტების გაყიდვისა და რემონტის   საკუთარი ფირმა.

კერო ავტობუსის ძირითად აუდიტორიას ის ბავშვები წარმოადგენენ, რომლებიც სკოლიდან შორს ცხოვრობენ (2 მილზე მეტად), ასევე ბავშვებიც, რომელთა მშობლებსაც სურთ მათი განსაკუთრებული უსაფრთხოებითა და კომფორტით უზრუნველყოფა. მუნიციპალური ავტობუსისაგან განსხვავებით, კერძო ავტობუსი აღჭურვილია რბილი სავარძლებით, კონდიციონერით, მუსიკით და ა. შ. მძღოლი ყოველთვის კეთილგანწყობილია და მზად არის დაეხმაროს პატარა მოსწავლეს ავტობუსში ასვლაში და იქ მოკალათებაში.

გადაყვანის ფასი შეადგენს 35 დოლარს კვირაში. ახლა ავტობუსი დადის ბრანდონეს და ვარლიკოს მარშრუტებით, მაგრამ საეზი გეგმავს ახალი მარშრუტების გახსნას თავისი ავტობუსებისათვის. პირველკლასელების მშობლები, ასევე ის დედები და მამები, რომლებიც სამსახურში დილის 6 საათზე მიდიან, უბრალოდ ბედნიერები არიან, რომ არსებობს ასეთი მოხერხებული და უსაფრთხო კერძო ავტობუსი, რომელის ბავშვს სახლის კარიდან მიიყვანს სკოლაში და უკანაც დააბრუნებს.

სასკოლო ავტობუსების კერძო ალტერნატივის იდეა არ არის ინოვაციური, ის მარტივია, მაგრამ სავსებით წარმატებული, რადგანაც ყოველთვის მოიძებნებიან საკმაო რაოდენობის მშობლები (განსაკუთრებით ვინც მუშაობს), რომლებიც მზად არიან გადაიხადონ საკუთარი შვილების უსაფრთხოებისა და კომფორტისათვის. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge