ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ეტლი–ველოსიპედი

ბიზნეს იდეა: ეტლი–ველოსიპედი
 | რეიტინგი 3 

დანიურმა ბრენდმა Taga-მ გამოუშვა ახალი ველოსიპედი, რომელიც ადვილად გადაიქცევა საბავშვო ეტლად და პირიქით. მას  ღირსეულად შეაფასებენ პატარა ბავშვების დედები. ახლა, გადაადგილებს ორიგინალური საშუალების წყალობით ისინი ადვილად და უპრობლემოდ შეძლებენ  ქალაქში თავის პატარებთან ერთად გასვლას.

იმავდროულად, ახალ ველოსიპედს ერთდროულად შეუძლია იყოს როგორც ეტლი, რომლითაც მოხერხებულია მეტროთი, ავტობუსით და სხვა საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობა, ასევე მაღაზიებში სიარული, კაფეში სადილობა და სხვადასხვა (რასაც ვერ შეძლებთ ველოსიპედით), ხოლო შემდეგ 20 წამის განმავლობაში ეს ეტლი გადაიქცევა ველოსიპედად, რომლითაც მოსახერხებელია ქალაქში გადაადგილება.

ამასთან, ეტლს გააჩნია „მწოლიარე" მდგომარეობა, ტენტი წვიმისა და სხვა ნალექებისაგან დასაცავად. არის ეტლის ვარიანტი ტყუპებისათვის. მხოლოდ დაფიქრდით, თქვენ შეგიძლიათ სახლიდან გახვიდეთ ველოსიპედით, შემდეგ გადააქციოთ ის ეტლად მეტროში მგზავრობისას, შემდეგ - კვლავ ველოსიპედად და მიხვიდეთ მაღაზიამდე ან კაფემდე, შემდეგ ისევ ეტლად დახურულ შენობაში გადასაადგილებლად და დაბრუნდეთ სახლში ველოსიპედით და ნავაჭრთან ერთად, ხოლო თქვენს ბავშვს ამ დროს შეეძლება წყნარად იძინოს ეტლში თქვენთვის ყოველგვარი დისკომფორტის შექმნის გარეშე.

მომხმარებლების ბენზინიდან ბორბლებზე გადასვლია ახალი ინიციატივა

უკვე აიტაცა მრავალმა მწარმოებელმა, რომლებმაც სწრაფად აუღეს ალღო ამ ტრენდს და ახლა ამით შემოსავლის მიღებას ვარაუდობენ. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge