ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: კოლმეურნეობა ჰოლანდიურად

ბიზნეს იდეა: კოლმეურნეობა ჰოლანდიურად
 | რეიტინგი 3 

ანუ მეღორეობის საწარმოები ეძებენ ინვესტორებს მეღორეობის საწარმოებს ნიდერლანდებში ნამდვილად არ უდგათ საუკეთესო დროები. კომპანია Buitengewone Varkens-მა მიაგნო კრიზის გადალახვის ეფექტიან საშუალებას  და ინვესტორებს სთავაზობს ფულის ჩადებას მის მეღორეობის ფერმაში, ხოლო სანაცვლოდ პირდება მათ ღორის ხორცის პროდუქტებით უზრუნველყოფას შემდეგი სამი წლის განმავლობაში.

მომხმარებლებს, რომლებიც დაინტერესდებიან ასეთი მაცდური წინადადებით მეღორეობის წარმოებაში ინვესტირებით, ამის დაწყება შეუძლიათ პატარა თანხებით 100 ევროს ოდენობით, რაც დაიხარჯება ღორების შენახვასა და გამრავლებაზე, რომლებიც გაშვებულნი არიან თავისუფალ ძოვაზე ჰოლანდიის მინდვრებსა და ტყეებში. ამ ფულის ხარჯზე ნაზღაურდება ცხოველების  მომვლელი ფერმერების მუშაობა, ხოლო ინვესტორებს ეძლევათ უფლება მიიღონ ღორის ხორციდან სხვადასხვა ხარისხიანი პროდუქცია, პაშტეტების, ჩორისოს (მშრალი ძეხვი წითელი წიწაკით), სოსისების, კოპას (კორსიკული ძეხვი) და შაშხის ჩათვლით მომავალი სამი წლის განმავლობაში, ასევე ბილეთები სამ ადამიანზე კომპანიის მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე: ფერმაში  ექსკურსიებზე, პიკნიკებზე, მასტერ-კლასებზე ღორის ხორციდან კერძების მომზადების საჩვენებლად.

პროდუქციის საერთო ღირებულება (წელიწადში 40 ევროზე გაანგარიშებით) რომელსაც მეღორეობის ინვესტორი იღებს სამი წლის განმავლობაში, და ასევე ბილეთებისაც შეადგენს 150 ევროს. რესტორნებისა და კაფეების მფლობელთათვის მოქმედებს განსაკუთრებული შეთავაზება. საიტის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს ხელშეკრულება მეღორეობის წარმოებასთან, რომელიც მას სახლში მიუტანენ რამდენიმე დღის განმავლობაში. მასში გაწერილია ხელშეკრულების ყველა პირობა და ფერმისათვის ფულის გადაცემის საშუალებები. გარდა ამისა, ამავე საიტზე ყველა მომხმარებელს, რომელსაც სურვილი აქვს გახდეს აღნიშნული აგრობიზნესის ინვესტორი (მ შემთხვევაში მეღორეობის ფერმის), შეუძლია ნახოს ღორებისა და გოჭების ფოტოები , რომელთა შენახვაზეც იხარჯება მისი ფული.

მეღორეობის ფერმა Buitengewone Varkens-ის მიერ შემოთავაზებული მეღორეობის საწარმოებში ინვესტირების ფორმატი - ეს არის მეღორეობის მეურნეობის განვითარების ოპტიმალური საშუალება. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა პორტუგალია, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ესპანეთი, უკვე დიდი ხანია არსებობს მსგავსად დაფინანსებული მეურნეობები. ჩვენი მიზანია ვაჩვენოთ ადამიანებს, რომ ღორები უნივერსალური და შეუცვლელი ცხოველებია. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, ჩვენს მიერ შემოთავაზებული მეღორეობის  დაფინანსების  კონცეფცია  დაეხმარება ნიდერლანდების მეცხოველეობას დაიკავოს წამყვანო ადგილი სოფლის მეურნეობის სფეროში და შექმნას ფერმების დაფინანსების სტაბილური წყარო" - წერენ კომპანიის დამფუძნებლები საკუთარ საიტზე.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge