ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ეფექტური ხაფანგები ხოჭოებისათვის

ბიზნეს იდეა: ეფექტური ხაფანგები ხოჭოებისათვის
 | რეიტინგი 3 

მოვლენები, რომლებიც ადამიანების მიერ აღიქმება როგორც უბედურება, მარტივად შეიძლება შეტრიალდეს წარმატებად, თუ მათ სწორად მივუდგებით. როდესაც 36 წლის ენდი სტრუბა (Andy Strube) სამსახურიდან გაათავისუფლეს, რასაკვირველია, მას ეს ბედის მორიგ საჩუქრად არ მიუღია. მაგრამ, როგორც ამბობენ, ბედს ვერ გაექცევი, და ენდის მოუწია იჯარით აეღო ოჯახისათვის სახლი კოლუმბიაში ტყესთან ახლოს. ძალიან მალე ენდიმ აღმოაჩინა, რომ მისი ახალი სახლი გადავსებულია ხოჭოებით.

„ჩვენი სახლი იმდენად იყო სავსე ხოჭოებით, რომ მეცნიერ-ეტიმოლოგებიც კი გამოვიძახეთ უნივერსიტეტიდან, რომლებსაც ჩანთებით გაჰქონდათ ხოჭოები ჩვენი სახლიდან ლაბორატორიაში შემდგომი შესწავლისათვის" - ამბობს. ენდი. „ისინი იყვნენ ყველგან - ვერც ერთი სადილია ვერ ჩაივლიდა თეფშებში ხოჭოების გარეშე და ღამეც არ გვაძინებდნენ, როდესაც ჭერიდან სახეზე გვეცემოდნენ. სიტუაცია კრიტიკული გახდა, როდესაც ოჯახის ერთმა წევრმა ხოჭო სპაგეტისთან ერთად ჩაკბიჩა. რაღაც უნდა  ქნა, მითხრა მან ზიზღიანი სახით".

მწერებთან ბრძოლაში არა ერთი ასეული დოლარი დაიხარჯა, მაგრამ ვერც ერთმა პესტიციდურმა საშუალებამ ვერ გვიშველა. მაშინ ენდი სტრუბმა გადაწყვიტა გამოეგონებინა მწერებთან ბრძოლის ახალი ეფექტიანი საშუალება. მან ხოჭოების კოლონია მოათავსა აკვარიუმში და ჯერ მათი შესწავლა დაიწყო. გამოირკვა, რომ ხოჭოებს იზიდავს სინათლე და ყაბაყისა და წიწაკის ნარევი. ენდიმ საკუთარი ხელით გააკეთა ხოჭოების ხაფანგი, რომელიც შედგებოდა ფლუორესცენტული ლამპისაგან  და წიწაკის სუნის მქონე ცვლადი კარტრიჯით, რომელიც ასე მოსწონდათ ხოჭოებს. მწერებთან ბრძოლის ახალი ეფექტიანი საშუალების გამოგონებაზე რამდენიმე თვე და უამრავი ტესტური მოწყობილობა დაიხარჯა.

მეზობლები რომლებიც შედიოდნენ სტრუბებთან სტუმრად, ინტერესდებოდნენ ახალი ნოუ-ჰაუთი და ხედავდნენ რა ხოჭოების ხაფანგს მოქმედებაში, თხოვდნენ მათთვისაც გაეკეთებინა იგივე. ასეა დაებადა ბიზნეს იდეა გაეყიდა საკუთარი დამზადების ხოჭოების ხაფანგები, რომლის ღირებულებაა 50 დოლარი, ხოლო ცვლადი კარტრიჯის 20. ერთი კარტრიჯი ერთი თვე ყოფნის და მას ასობით ხოჭოს განადგურება შეუძლია, ირწმუნება ენდი სტრუბი, ხელსაქმეობის უჩვეულო ბიზნესის ავტორი.

ხოჭოების ხაფანგის გამოყენება შეიძლება როგორც შენობის შიგნით, ისე ქუჩაში და ენდი მათ ყიდის ონლაინში თავისი საიტისა და ადგილობრივი მაღაზიების საშუალებით. ვაჭრობა კარგად მიდის და ენდი არ წუწუნებს წარსულზე. „ეს ხოჭოები ჩვენ ღმერთმა გამოგვიგზავნა" - ამბობს ის. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge