ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სოკოების ყავის ნალექზე გაზრდის ნაკრები

ბიზნეს იდეა: სოკოების ყავის ნალექზე გაზრდის ნაკრები
 | რეიტინგი 3 

კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California) სტუდენტებმა ალექს ველეზმა და ნიკილ არორამ თავისი ბიზნესის იდეა აფრიკელი ქალებისაგან აიღეს, რომლებიც დაკავებულნი არიან ყავის ნალექზე სოკოების მოყვანით. ამ იდეამ გაიჟღერა უნივერსიტეტში ერთერთი ლექციის დროს, სადაც სწავლობენ ეს გონებამახვილი სტუდენტები. მეგობრებმა ეს აგრობიზნესის იდეა ჩათვალეს პერსპექტიულად და ჩამოაყალიბეს ყავის ნალექზე სოკოების გამოზრდის საკუთარი კომპანია, რომლის სახელიც იშიფრება როგორც  "Back To The Roots"  (უკან ფესვებისაკენ). იმავდროულად, ახალგაზრდა მეწარმეები ყიდიან არა მხოლოდ ჩვეულებრივი ყავის ნალექზე მოყვანილს საკვებ ნაზარდებს, არამედ მზა ნაკრებებსაც სოკოების გასაზრდელად სახლის პირობებში.

ეს მზა ნაკრებები სოკოების გასაზრდელად წარმოადგენს გრუნტს, რომელშიც ჩათესილია სოკოს სპორები და რომლებიც ამოიზრდებიან ერთი კვირის განმავლობაში. გახსნიდან უკვე ერთი თვის განმავლობაში მათი ეს ნაკრებები გამოჩნდა Peets Coffee & Tea-ს ქსელის 120 მაღაზიაში, რომელიც წარმოადგენს კომპანია BTTR Ventures-სათვის ყავის ნალექის მთავარ მიმწოდებელს. ახლა კომპანიაშ, რომელიც ყოველკვირეულად 600 ფუნტამდე სოკოს ნაზარდებს აწარმოებს, მუშაობს 6 დაქირავებული ადამიანი. სოკოები იყიდება ადგილობრივ მაღაზიებში 12 დოლარად ერთი ფუნტი. კომპანიის უახლოეს გეგმებშია წარმოების ორჯერ გაზრდა.

სოკოების გამოზრდის ბიზნესის ორგანიზების იდეა ახალი არ არის, მაგრამ ნორჩი მეწარმეების მიდგომას, რომლებმაც თავსი ბიზნესი აიყვანეს ეკოლოგიურ, დაბალი თვითღირებულების და მისაწვდომ დონეზე, შეიძლება ინოვაციური ეწოდოს. და თუ სოკოების ტრადიციული მეწარმის დანახარჯები შედგება თესლების (მიცელიუმის) და სუბსტრატის ჯამისაგან, მოცემულ შემთხვევაში ამ უკანასკნელზე მნიშვნელოვანი ეკონომია შეიძლება. გარდა ამისა, ყავის ნალექის გამოყენება სუბსტრატად სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებას აქცევს სავსებით მისაღებად ქალაქის პირობებისათვის.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge