ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: გეოტექსტილის ჩანთები მცენარეებისათვის

ბიზნეს იდეა: გეოტექსტილის ჩანთები მცენარეებისათვის
 | რეიტინგი 3 

ფერმერობის განვითარება ქალაქის პირობებში - ეს არის მესამე ათასწლეულის მდგრადი ტრენდი. სტატისტიკის თანახმად, ორგანული, სამზარეულოს და ქალაქის მებაღეობა 2010 წლის ყველაზე პოპულარული ტრენდებია. სულ უფრო მეტი მეწარმე აკეთებს ორიენტაციას ქალაქელების მოთხოვნებზე, რომელთაც სურვილი აქვთ დაკავდნენ სოფლის მეურნეობით, სთავაზობენ რა მათ საქონელსა და მომსახურეობებს ქალაქური ფერმერობის განვითარებისათვის. საქონლისა და მომსახურეოების რამდენიმე საინტერესო იდეა, რომლებიც საშუალებას მისცემენ ქალაქის მაცხოვრებელს დაკავდეს სოფლის მეურნეობით, უკვე აღწერილია 1000 იდეის პროექტში, მაგალითად ბოსტანი კედელზე კომპანია Good Earth Plant and Flower Company-საგან, ონლაინ რესურსი  Le Verdure Del Mio Orto (ბოსტნეული ბაღიდან) საკუთარი ონლაინ ბაღ-ბოსტნის გასაკეთებლად, Seedbed Roll - რულონები სალათის თესლებით ზარმაცი მებაღეებისათვის, უჩვეულო კვალი-ბარათები  Postcarden და სხვ.

ფრანგული კომპანია Bacsac-ის ახალი პროექტია გეოტექსტილის ჩანთები, რომლებიც ნებისმიერი სივრცის ბოსტანად და ბაღად გადაქცევის საშუალებას იძლევიან. Bacsac-ის ჩანთები მცენარეებისათვის დამზადებულია გეოტექსტილის მასალისგან, რომელიც უზრუნველყოფს ჰაერის, წყლისა და საკვები ნივთიერებების თანაბარ შეღწევადობას, ასევე იცავს მცენარეებს ყინვისაგან, მზისგან და დაზიანებებისაგან. ამ ჩანთების გამოყენება შეიძლება როგორც შენობის შიგნით, ისე ღია სივრცეში - აივნებზე, ტერასებზე, სახურავებზე, ეზოებში. ჩანთების ზომების რიგი (3-დან 150 ლიტრამდე) საშუალებას იძლევა შეიქმნას სხვადასხვა ლანდშაფტური პროექტები, მათ შორის მოდულური ბაღები, პატარა ნაკვეთის მდიდრულ ბაღთან მისადაგებით.

გეოტექსტილის  მინიმალური მოცულობის ჩანთების ღირებულება იწყება 15 ევროდან. ამასთანავე, კლიენტებს აქვთ საშუალება შეუკვეთონ ინდივიდუალური ზომის  ჩანთებიც, თუ აღნიშნული ვარიანტები არ აწყობთ.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge