ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: რეალური ბოსტნეულითა და ხილით მომმარაგებელი ონლაინ ბოსტანი

ბიზნეს იდეა: რეალური ბოსტნეულითა და ხილით მომმარაგებელი ონლაინ ბოსტანი
 | რეიტინგი 3 

ინტერნეტმა ფერმერულ მეურნეობებთანაც მიაღწია. „ხომ არ დაგავიწყდათ, თუ საიდან ჩნდება ბოსტნეული და ხილი თქვენს მაგიდაზე“. ასეთ კითხვას უსვამს იტალიური სასოფლო–სამერნეო ფირმა თავის პოტენციურ მომხმარებლებს თავის ონლაინ რესურსზე Le Verdure Del Mio Orto (ბოსტნეული ჩემი ბაღიდან), სთავაზობს რა ქალაქის მცხოვრებთ საკუთარი ონლაინური ბაღ–ბოსტნის შექმნას. სქემა საკმაოდ მარტივია. თავდაპირველად მომხმარებლები ირჩევენ მომავალი ბოსტნის ზომას, მაგალითად, 30 კვ. მ–ს (საკმარისი 1–2 ადამიანისათვის) ფასია 850 ევრო წელიწადში. შემდეგ ონლაინ მებაღეები ირჩევენ ბოსტნეულსა და ხილს, რომლებსაც ისინი მოიწევენ  თავის ნაკვეთზე 40 შეთავაზებული სახეობიდან. ყოველ სახეობას თან ახლავს მოკლე ცნობა მოსავლიანობისა და მოსავლის აღების დროის შესახებ. გარდა ამისა, საიტზე შესაძლებელია მოყვანილი ბოსტნეულის (49 ევრო), ბალახებისა და ხილის (50/75 ევრო)  ფოტოალბომის ყიდვაც.

როგორც კი ბაღი ნაყიდია და ანგარიში გასწორებულია, იწყება ბაღის სამუშაოები ბოსტნეულისა და ხილის დასათესად და მოსაყვანად. როდესაც მოსავალი მწიფდება, იგი მიაქვთ შემკვეთთან 24 საათის განმავლობაში. შესაძლებელია ცალკეული მიწოდებებიც.

 

აგრობიზნესის სფეროში ამ პროექტის Le Verdure del Mio Orto იდეა მდგომარეობს დააკმაყოფილოს იტალიელთა მოთხოვნა ადგილობრივი ბოსტნეულითა და ხილით. მით უმეტეს, ახლა ძლიერდება ტენდენცია წინ წაწეულ მომხმარებელთა შორის, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე და ძალზე მომთხოვნი არიან მათ მიერ მოხმარებული საკვების მიმართ, ანუ იმ ბოსტნეულსა და ხილს, რომლებიც იზრდება მათი ცხოვრების რეგიონში.   სწორედ ამიტომ, საიტმა Le Verdure del Mio Orto–მ ძალზე ზუსტად დაიჭირა ეს ტენდენცია და აუცილებელი მოთხოვნილება და შესთავაზა საკუთარი ორიგინალური გადაწყვეტა. იმავდროულად, ფერმერებს არ სჭირდებათ გაიღონ ხარჯები ბრენდინგზე, მარკეტინგზე, ლოგისტიკასა  და ელემენტებზე საქონლის ონლაინით წინ წაწევაზე.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge