ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ბოტოქსის შემცვლელი შოკოლადი

ბიზნეს იდეა: ბოტოქსის შემცვლელი შოკოლადი
 | რეიტინგი 3 

„შოკოლადი სახელად Bochox - შეგიცვლით ბოტოქსს?

ასეთი სახუმარო სარეკლამო სლოგანით მიდის ახალ ზელანდიაში ტრადიციული მაღალხარისხოვანი შოკოლადის გაყიდვის კამპანია. შოკოლადის ქარხანამ ქალაქ Bloomsberry მოფიქრა ორიგინალური პიარ-აქცია თავისი ტრადიციული შოკოლადისათვის. მან უბრალოდ შეცვალა შეფუთვა, მაგრამ როგორ კრეატიულად. ახლა ის, შეკვრა და ჩანართი გამოიყურება როგორც ძვირადღირებული სამკურნალოს პრეპარატის ან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების  რეცეპტი და ინსტრუქცია:

ბოტოქსის შემცვლელი შოკოლადი - Bochox Dar Chocolate Bar

მართალია, „შოკოლადის წამლის" ინსტრუქციის ბოლოში წერია: „მიღების საშუალება: სერიოზულად არ მიიღოთ". ეს მათთვისაა, ვისაც არ ესმის ხუმრობა და უამრავ საჩივარს აგზავნის მსოფლიოს სასამართლო ინსტანციებში. რეზონი ბოტოქსის შემცვლელ შოკოლადში არის. უპირველესად, მაღალი ხარისხის შოკოლადი მართლაც შეიცავს ორგანიზმისათვის სასარგებლო ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ებრძვიან ასაკობრივ ცვლილებებს. მეორეც ერთი, საკუთაღი თავისა და სამყაროსადმი არასერიოზული, ღიმილიანი მიდგომა ასევე ახანგრძლივებს სიცოცხლეს და უნარჩუნებს ახალგაზრდობას. ასე, ვინც ჭმუხნის შუბლს - მას ბოტოქსი ესაჭიროება. მას, ვინც მზა არის გაიცინოს ხუმრობაზე, გაცილებით ნაკლები ბოტოქსი ესაჭიროება, თუ საერთოდ ჭირდება. ასე რომ, თქვენ გაქვთ არჩევანი - შეიჭმუხნოთ შუბლი, უარი თქვათ ტკბილზე და გაიკეთოთ ბოტოქსი  (Botox) ან პირიქით - გაიცინოთ ჯანმრთელი სიცილით და ინტერესის გულისთვის იყიდოთ შოკოლადი Bochox. მით უმეტეს, რომ ის ღირს მხოლოდ 5 აშშ დოლარი - ბოტოქსის ინექციებისგან განსხვავებით.

სიცილია უფლება აქვს მხოლოდ ... სერიოზულ ხალხს

ვიმეორებთ, რომ შოკოლადის ფაბრიკა ქალაქ Bloomsberry-დან თავის არასერიოზულ პიარ აქციას აწყობს მხოლოდ მაღალი ხარისხის შოკოლადის გამო. აქ ლაპარაკი რომ იყოს პიარ აქციაზე რაიმე ჯანმრთელობისათვის საშიშ პროდუქტზე საეჭვო მარგებლობით, ეს უკვე აღარ იქნებოდა ასე სასაცილოდ... მაგრამ მაღალი კლასის შოკოლადის სარგებლობაზე ჯანმრთელობისათვის აღარავინ აღარ კამათობს, ექიმებიც კი!

ბოტოქსის შემცვლელი შოკოლადის იდეა და დიზაინი ორ ადამიანს ეკუთვნის: ფირმის მმართველ ქალბატონს Vanessa Kettelwell-სა და მის ქმარს, გრაფიკოს დიზაინერს Giles Barker-ს.

ახალი ზელანდია - არა მხოლოდ Bochox-ია

შოკოლადის მეორე პროდუქტი, რომელიც ასევე მონაწილეობს ახალზელანდიელების კრეატიულ პიარ კომპანიაში არის შოკოლადის ფილა Girth Control ანუ „მოცულობითი ფიგურების კონტროლი". ამ შოკოლადში ნაკლები კაკაოა და ამიტომაც მისი დასახელება „წამალი გასუქების წინააღმდეგ" რაღაცნაირად გამართლებულია. და ბოლოს, ამ სერიის მესამე პროდუქტია შოკოლადი Dechox, რომელიც ასოცირდება სიტყვასთან „დეტოქსი". Dechox და Bochox, ასევე Girth Control იპყრობენ მსოფლიოს, იმიტომ, რომ ეს სასაცილოა. და ამიტომ ნამდვილად კარგმა შოკოლადმა იპოვა მსოფლიოსათვის თავისი თავის შეხსენების კრეატიული საბაბი. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge