ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ცხოვრების გასაუმჯობესებლად

ბიზნეს იდეა: ცხოვრების გასაუმჯობესებლად
 | რეიტინგი 3 

რეკლამის ერთერთი მთავარი წესი ამბობს, რომ ადამიანებს უნდა მიყიდო არა საქონელი, არამედ ის სარგებლობა და უპირატესობები, რომლებსაც ისინი იძლევიან. სწორედ ამიტომ რეკლამა უკეთდება არა ტუჩების პომადას, არამედ სილამაზეს, არა იოგურტს შავი ქლიავით, არამედ აღნაგობას, არა აბონემენტს სპორტულ დარბაზში, არამედ განვითარებულ კუნთებს. ეს ხერხი, ისე, როგორც სექსუალურობა რეკლამაში, გამოიყენება მუდმივად და უკვე მოასწრო მომხმარებლისათვის თავის მობეზრება. თუმცა, ზოგიერთი კომპანია მაინც ახერხებს თუნდაც ყველაზე ტრადიციულ სეგმენტში იპოვოს უჩვეულო კონკურენტული უპირატესობა. მაგალითად, ეს შეძლო საუზმის ერთმა მწარმოებელმა, რომელიც იწარმოება ბრენდით Sexcereal. ამ ფაფებს არ წარმოადგენენ როგორც დიეტურ და ჯანმრთელ პროდუქტს, როგორც ამას აკეთებენ მსგავსი პროდუქციის სხვა მწარმოებლები. კომპანია BigLifeLiving-მა, რომელსაც ეკუთვნის სავაჭრო ნიშანი Sexcereal, ამტკიცებს, რომ მისი ფაფები ეხმარება მნიშვნელოვნად გაამდიდროს მამაკაცებისა  და ქალების სექსუალური ცხოვრება სქესობრივი ცხოვრების სტიმულატორის როლში.

ეს უჩვეულო პროდუქტი შექმნა კანადელმა მეწარმემ პიტერ ერლიხმა (Peter Ehrlich) 2011 წელს. სექსოლოგებთან თანამშრომლობით მან შეიმუშავა ფაფების ირო სახეობა - ცალკე კაცებისათვის და ცალკე ქალებისათვის, რომლებიც განსხვავდებიან შემადგენლობით.  სინამდვილეში, ფაფა Sexcereal - ეს არ არის ნამდვილად ფაფა, არამედ მუსლი, რომლის შემცველობაში შედის სწრაფი მომაზდების შვრიის ფიფქები, ხორბლის მარცვლები, ხილის ნაჭრები და სხვადასხვა დანამატები. სხვა ინგრედიენტებს შორის „ქალების ვერსიაში" კიდევ შედის ძახველი, იმბირი, მზესუმზირისა და სელის თესლები, რომლებიც ხელს უწყობენ უკეთეს ჰორმონალურ ბალანსს და აუმჯობესებენ გარეგნულ სახეს. „მამაკაცების" ფაფაში კი დამატებულია ისეთი კომპონენტები, როგორიცაა ფუტკრის მტვერი, შავი ქუნჯუთი, ხორბლის ჩანასახები, გოგრის თესლები, გოჯის კენკრები და სუნელი კამიუ-კამიუ, რომლებიც ხელს უწყობენ ტესტოსტერონის დონის ამაღლებას და ენერგიის წყაროებს წარმოადგენენ. როგორც მწარმოებელი ამტკიცებს, მის ფაფაში სქესობრივი ცხოვრების გასაუმჯობესებლად არ არის კონსერვანტები, გენომოდიფიცირებული  ორგანიზმები და ქოლესტერინი (თუმცა ისინი არ შედიან არც სხვა მწარმოებლების მზა საუზმეებში).

სექსუალურობის საუკეთესო ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია მუსლის მიღება იოგურტთან ერთად, რომელიც შეიცავს რკინას, ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს, უჯრედისს და სხვა სასარგებლო  საკვებ ნივთიერებებს ლიბიდოს გასაძლიერებლად და საერთო მგომარეობის გასაუმჯობესებლად. Sexcereal-ის  მუსლის 300 გრამიანი შეკვრა იყიდება 9,95 დოლარად. მართალია, რომ მიუხედავად სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებელი ფაფების მაღალი ფასებისა, პიტერ ერლიხი არ იძლევა არავითარ გარანტიას, რომ აუცილებლად ამაღლდება მისი მომხმარებლების ლიბიდო, მაგრამ ამასთან აცხადებს, რომ მისი მუსლების ასეთი არასტანდარტული წარდგენა სულაც არ არის სარეკლამო ტრიუკი. ორი წლის განმავლობაში ძვირადღირებული მუსლები საეჭვო ჯადოსნური თვისებებით არ სარგებლობდა დიდი წარმატებით. თუმცა, ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა მას შემდეგ რაც 2013 წლის თებერვალში პროდუქტი Sexcereal გამოჩნდა პოპულარულ დილის ტელეშოუში «Live! with Kelly and Michael». ახლა ერლიხი გეგმავს თავისი მუსლების მიწოდებას სხვა ქვეყნებში, და ასევე იწყებს საკუთარი საფირმო ყავის წარმოებას, რომლის შემადგენლობა და თვისებები ჯერჯერობით არ ცხადდება. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge