ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ენერგეტიკული კვერცხები

ბიზნეს იდეა: ენერგეტიკული კვერცხები
 | რეიტინგი 3 

ანუ რა იზიდავს ტურისტებს ჩინეთშიგაზაფხული, ავიტამინოზი... მედიკოსები გვირჩევენ ვიტამინების კომპლექსებისა და რაც შეიძლება მეტი ხილის, ბოსტნეულისა და მწვანილის მიღებას. სწირედ რომ შესაფერისი დროა „ხილისა და ბოსტნეულის" პატარა ჯიხურის გახსნისა რომელიმე ეზოს კუთხეში.

ჩინეთში, ქალაქ დონგიანგში (Dongyang), გაზაფხულობით იხსნება არა ახალი ბოსტნეულის, არამედ კვერცხების ჯიხურები, რომლებიც მოხარშულია 7-დან 13 წლამდე ბიჭუნების შარში.

სანამ ცხვირს ავწევდეთ და ვიტყვით „ფუ"-ს, საჭიროა ახლოს გავეცნოთ ამ უჩვეულო მოვლენას. ქალაქ დომგიანგს, რომელიც მდებარეობს ჩინეთის პროვინცია ზეიანგში (Zhejiang), გააჩნია ძალზე გრძელი და მრავლისმეტყველი ისტორია. ის დაარსებულია ჩვენი წ. ა. ჯერ კიდევ 195 წელს. და ორი ათასი წლის განმავლობაში შეინარჩუნა უამრავი გასაოცარი ტრადიცია და ჩვეულება. ერთერთი უნიკალური  ადათია tong zi dan ანუ ინგლისურად boy eggs, რაც ნიშნავს მომწიფებამდე ასაკის ბიჭების შარდში მოხარშული კვერცხები.

ასეთი ენერგეტიკული კვერცხები იყიდება თითქმის ყოველ კუთხეში ახლად მოხარშული და ცხლად. ისინი ითვლება იდეალურ მატონიზირებელ საუზმედ გაზაფხულზე და ასევე სითბური დარტყმების ამრიდებლად ზაფხულის პერიოდში. ერთი ასეთი კვერცხი ღირს 23 ცენტი და ზოგიერთ მოვაჭრეს არც კი ყოფნის მათი მარაგი ერთ დღეში, იმდენად სწრაფად იყიდება ეს „ჯადოსნური კვერცხები".

„ისინი ისე სწრაფად იყიდება! - აღტაცებით ამბობს მისტერ ლიუ, რომელიც რამდენიმე წლის წინ გადმოსახლდა აქ, - მე შემიძლია შევჭამო დღეში ათი ცალიც კი. ადრე მსგავსი არაფერი გამისინჯავს და როდესაც პირველად გავსინჯე ეს ენერგეტიკული კვერცხები, მას მერე ვეღარ გავჩერდი".

როგორც აზიური ჟურნალი YeinJee's Asian Journal-ი იტყობინება, რეცეპტი საკმაოდ მარტივია, მაგრამ მაინც არ ღირს მისი სახლის პირობებში გაკეთება. Virgin Eggs-ის, როგორც კიდევ უწოდებენ ამ ენერგეტიკულ კვერცხებს, იღებენ ქათმის ახალ კვერცხებს, ასველებენ ბიჭების შარდში და მიყავთ ადუღებამდე. ამის შემდეგ კვერცხებს იღებენ დიდ გავარვარებულ ღუმელზე მდგარი ქვაბიდან, უბზარავენ (მაგრამ არ აცლიან!) ნაჭუჭებს, შემდეგ დებენ უკან ქვაბში და ადუღებენ მთელი დღის განმავლობაში, ამატებენ რა შარდის საჭირო რაოდენობას. მომზადების პერიოდში ცილა ღებულობს მოყავისფრო ელფერს, ხოლო გული - ოდნავ მწვანეს, მაგრამ ეს ფაქტი სრულებითაც არ აკრთობს ამ დელიკატესის მოყვარულების, რომელიც, სხვათა შორის, აქ არც კი ითვლება დელიკატესად.

მედიკოს ექსპერტებს არ გააჩნიათ ერთი აზრი კვერცხების ჭამის ამ უცნაური ტრადიციის შესახებ. ერთის მხრივ, მომწიფებამდე ასაკის ბიჭების შარდი ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან გამოიყენებოდა როგორც წამლების ეფექტიანობის გამაძლიერებელი. მეორეს მხრივ, შარდის ნებისმიერი სახით გამოყენება არაჰიგიენურია. მაგრამ დოქტორი ჯია სუგინგი აღიარებს იმ ფაქტს, რომ ეს იქცა ადგილობრივ ტრადიციად და ამიტომ მას არც არც იწონებს და არც უარყოფს.

 ამასთან უნდა ითქვას, რომ ამ უჩვეულო კერძის წყალობით ქალაქი დონგიანგი უამრავ ტურისტს იზიდავს, და ამიტომაც არ არის საჭირო იმის შეხსენება, რომ შარდის ნებისმიერი სახით გამოყენება არაჰიგიენურია.

ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ საიდან იღებენ სწორედ ამ 13-17 წლის ბიჭების შარდს? ადგილობრივ სკოლებში დადგმულია სპეციალური ვედროები, რომელშიც  ბიჭებს მოუწოდებენ პატარა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, მაგრამ მხოლოდ თუ ისინი ჯანმრთელებია არიან და არანაირი სნეულება არ აწუხებთ.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge