ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: დელიკატესები ექსტრემალებისათვის

ბიზნეს იდეა: დელიკატესები ექსტრემალებისათვის
 | რეიტინგი 3 

ბიზნესი კვების მრეწველობის სფეროში აჭრელებულია ნათელი პერსპექტივებით. უნდა შევაჯეროთ ზოგიერთი ფაქტი და მზად არის ბიზნეს იდეა ამ სფეროში! მაგალითად, გავითვალისწინოთ ადამიანური ცნობისმოყვარეობა, რაიმე ახლის გაგების, უჩვეულო და ახალი გემოს შეგრძნების სურვილი და თქვენ უკვე გაქვთ ორიგინალური ბიზნეს იდეა - დელეკატესები ექსტრემალებისათვის.

ერთი ჩემი მეგობარი სინანულით მიყვებოდა, რომ ერთერთ ზღვისიქითა რესტორანში შეუკვეთა ყველაზე ძვირი კერძი და მას მიუტანეს, არც მეტი და არც ნაკლები ,რაღაც მსხვილი მოძრავი ჭუპრი და მის გვერდზე ლამაზად გაწყობილი სალათი. ახალგაზრდა კაცმა არც აცია და არც აცხელა და ჩაარჭო ჩანგალი ამ „მხეცში". და დაუდევრადაც მოიქცა - აღმოჩნდა, რომ ამ ჭუპრს უნდაა შეეჭამა სალათი და და ორიოდე წუთის შემდეგ წარმოექმნა დასრულებული კერძი. დიახ, ასეთი იყო დელიკატესი - ჭუპრში გადამუშავებული სალათი. მეორე შეკვეთისათვის ფული უკვე აღარ იყო საკმარისი. ამიტომ, რა კარგი იქნებოდა, რომ ყველანაირი დელიკატესები ექსტრემალებისათვის უნივერსამებში იყიდებოდეს.

ინგლისურმა კომპანიამ Edible („იჭმევა") ეს ჩანაფიქრი განახორციელა სინამდვილეში. კომპანია შეიქმნა 2000 წელს" იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ღია არიან ახალი გემოსათვის და საჭმლისადმი არატრადიციული მიდგომებისათვის"). ეს ბიზნეს იდეა  მის შემქმნელებს დაებადა   მთელს მსოფლიოში რამდენიმე წლის მოგზაურობის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ისინი აკვირდებოდნენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ამზადებენ უნიკალურ და  უჩვეულო დელიკატესებს. და გადაწყვიტეს ეს ყველაფერი ახალი და უჩვეულო გაეზიარებინათ თავისი თანამემამულეებისათვის. და ისიც ხომ მართალია, რომ უფრო იაფი დაჯდება საკუთარ ქვეყანაში ნაყიდი დელიკატესი, ვიდრე  სამოგზაუროდ წასვლა სადღაც ქვეყნის დასალიერში ჭიანჭველების წვენით შეზავებული ჭიაყელების დასაგემოვნებლად.

თავის მიზანს კომპანია შემდეგნაირად განსაზღვრავს - გახსნას საზღვრები ადამიანებისათვის, უჩვენოს მათ ახალი კერძები, ნამდვილი დელიკატესები, რომელთა გასინჯვის შანსი მათ შეიძლება რომ არასდროს არ ჰქონოდათ. კომპანია Edible-ს მენიუ რეგულარულად ივსება ახალი კერძებითა და რეცეპტებით. მაში შედიან შემდეგი დელიკატესები ექსტრემალებისათვის -  ონავარი თაფლში, კარის სოუსით შეკმაზული ნიანგის ტყავი, მწერების ჭუპრები, ყავა იშვიათი ცხოველის გამონაყოფიდან და ბევრი სხვა.

ექსტრემალების დელიკატესებში გამოყენებული ყველა პროდუქტი გადის უმკაცრეს კონტროლს, და ამიტომ ისინი აბსოლუტურად ეკოლოგიური და უსაფრთხოა. კლიენტს მოეთხოვება მხოლოდ აზარტი და სითამამე, ხოლო მადა, როგორც ცნობილია, ჭამაში მოდის.

და რატომაც არა? თუ არსებობს სპორტის ექსტრემალური სახეობები, იყოს ექსტრემალური სამზარეულოც. ჩვენს დროში ექსტრემალების რაოდენობა კი უზარმაზარია. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge