ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: უნიკალური საკვებურა

ბიზნეს იდეა: უნიკალური საკვებურა
 | რეიტინგი 3 

საკვებურა შინაური ცხოველებისათვის სახელწოდებით Pintofeed იმართება დისტანციურად, მობილურის საშუალებით, სმარტფონიდან. მას გააჩნია პრაქტიკულად უნაკლო გაჯეტი. ცოტა ხნის წინ ის ჯერ კიდევ დიზაინ-კონცეპტს წარმოადგენდა, რომელიც აგროვებდა ფულს საკუთარი  რეალიზაციისათვის პლატფორმებით „ა ლა კიკსტარტერ" და IndieGoGo. მაგრამ, 2013 წლის ზაფხულის ბოლოს, მობილურიდან სამართავი საკვებურა ბოლოს და ბოლოს გამოჩნდა ბაზარზე.

რა შეუძლია ჭკვიან საკვები ბუდეს შინაური ცხოველებისათვის?

საკვებურა დგება საათებით და გასცემს საკვებს მიხედვით. ეს არის Pintofeed-თან ურთიერთობის ერთერთი  საშუალება. არის კიდევ მეორეც: საკვები იყრება საკვების დგამზე ძაღლის პატრონის ბრძანებით (მას, რასაკვირველია, გასცემთ არა ხმით, არამედ აიფონიდან).

Pintofeed-ის საკვები ბუდეში ჩამონტაჟებულ ხელოვნური ინტელექტის  ელემენტებს შეუძლიათ:

  • აწონოს ძაღლებისათვის დასაყრელი საკვების წონა:
  • აწონოს ძაღლის მიერ დატოვებული საკვები;
  • მარტივი გამოთვლების შემდეგ გაუგზავნოს პატრონს ანგარიში, თუ რამდენი საკვები შეჭამა ძაღლმა საერთო ჯამში გრამებში;
  • თუ ძაღლი დააბნევს საკვებს (ანუ არააკურატულად ჭამს) და ამით ჭედავს სინის ავტომატიკას, ჩამონტაჟებული „ვიბრო" რეჟიმი მაშინვე ამყარებს წესრიგს, იმ გაგებით, რომ სინი თავის თავს თვითონ არხევს და მით აშორებს ძაღლის მიერ მიმოფანტულ უადგილო ადგილას გაჭედილ ბურთულებს.

ამ ყველაფრის გარდა ეს ჭკვიანი საკვებურა-გაჯეტი აგებს გრაფიკებს ციფრების ანალიზით და უგზავნის ამ გრაფიკებს ძაღლის პატრონს, რათ თვალსაჩინო მრუდეების ცხრილით მან ნახოს თუ როგორ ჭამს ძაღლი და და როგორ გრძნობს თავს. Pintofeed-ის ეს საკვებურა წარმოადგენს დიდ ზანდუკს გამოსაწევი თეფშით. მასში თქვენ შეგიძლიათ ჩაყაროთ თითქმის 5 კილოგრამი მშრალი საკვები.

ზანდუკი ძაღლის საკვებით იკვებება ელქტროქსელიდან, მაგრ თუ სახლში შუქი ჩაქრება, ძაღლი მაინც შეძლებს საჭმლის მიღებას. ამ ინტელექტუალურ ბუდეში დევს აკუმულატორიც ასეთი შემთხვევებისათვის. ყველა მონაცემს (ინფოგრაფიკის ჩათვლით) იმის შესახებ, თუ როგორ იკვებება თქვენი ძაღლი, თქვენ მიიღებთ თქვენს ელექტრონულ საფოსტო ყუთზე, ხოლო თუ მოისურვებთ ტვიტერზეც და ფეიბუქზეც. საკვებურა intofeed ღირდა სულ რაღაც 99$ სახსრების შეგროვების მომენტისათვის, ახლა კი მისი ფასი ალბათ გაცილებით მაღალი იქნება. Pintofeed-ის საკვებურადან შეუძლიათ ჭამონ არა მხოლოდ ძაღლებმა, რომლებსაც ძალზე ხშირად ვახსენებდით, არამედ კატებმაც, უფრო ზუსტად კი იმ ძაღლებმა და კატებმა, რომელთაც აქვთ სმარტფონები Android-ისა და iOS-ის საფუძველზე. ის მშვენიერი რამეა მათთვის, ვინც თავის ცხოველებს მშრალი საჭმლით კვებავს, ხოლო სხვებს მოუწევთ მათი მოვლა ძველებურად, ადამიანურად. 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge