ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მანათობელი LED საყელურები შინაური ცხოველებისათვის

ბიზნეს იდეა: მანათობელი LED საყელურები შინაური ცხოველებისათვის
 | რეიტინგი 3 

მანათობელი საყელურები სახელწოდებით Halo Mini კომპანია Halo Belt-ის (სან ფრანცისკო) ახალი შემუშავებაა. აქამდე ისინი ამზადებდნენ აჭიმების მანათობელ ნეონის ქამრებს - მკერდზე დასამაგრებლად და კლასიკურს - წელზე, და კიდევ სხვა ფურნიტურას, მაგალითად მანათობელ მისაკრავებს.  კომპანია Halo Belt სან ფრანცისლოდან ჯერ კიდევ არ არის ბიზნესის მონსტრი, არამედ მხოლოდ „კიკსტარტერის დედოფალი", რადგან მისი გამოგონებები მოთხოვნადია ადამიანების მიერ. ფულს თავისი გამოგონებების ბაზარზე სარეალიზაციოდ ის შოულობს  სახსრების შეგროვების პროექტის „კრაუფანდინგის" საშუალებით კიკსტარტერის საიტზე.

მოდით, დავფიქრდეთ, თუ რატომ არის კომპანია Halo Belt-ის გამოგონებები ასე პოპულარული და რატომ არის ხალხი გულწრფელად მზად დააფინანსოს მათი საქონლის კონცეპტის ბაზარზე გასვლა? ჩვენ ვერ მოგცემთ ამაზე მზა პასუხს, მაგრამ სამაგიეროდ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ და რით იზიდავს მცირე ბიზნესი მომხმარებელთა გულებს.

მაშინ ასემ Halo Mini -ს LED-ის მანათობელი საყელურები არ არის ამ კომპანიის პირველი გამოგონება. პირველი, რაც მათ გააგეთეს და რა შესთავაზეს ხალხს, იყო მანათობელი ქამრების ასორტიმენტი. ფიბროოპტიკური  თერმოსტატიკური პოლიურეთანის ბოჭკო - აი, რისგან არის დამზადებული   Halo Mini-ს საყელური და ქამარიც, რომელთა დამუხტვაც შეიძლება და ამ პროცესს 2 საათი სჭირდება.

სიბნელეში მანათობელი ნეონის საყელურების მიზანი და მისიაა ჩვენო ოთხფეხა მეგობრების (ან ბავშვების შემთხვევაში - ქამრებით) შემჩნევა ღამის სიბნელეში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია სამანქანო გზაზე, რომ მძღოლმა არ გაიტანოს ღამის გამვლელი, და აქტუალურია ლაშქრობისას, რათა შესამჩნევი იყოს, თუ რამდენად დაშორდა კარავს თქვენი ბავშვი, ძაღლი ან უმცროსი ძმა. გარდა იმისა, რომ მანათობელი ქამრები და საყელურები არიდებენ საგზაო შემთხვევებს, ზრდიან უსაფრთხოებას და აადვილებენ აღსაზრდელების თვალყურის დევნებას, ისინი ძალიან ლამაზებიცაა. შეჭმარტიტად, დღეისათვის კაცობრიობისათვის სილამაზის სიმბოლოა შუქი და ცეცხლი, რომელსაც ჩუქნის ჩვენს თვალებს LED-ის პანელებისა და სანათურების ნათება. უკვე დიდი ხანია არაფერს ისე არ გაუხარებია კაცობრიობა, როგორც LED-ის მანათობლების შუქების თამაშს. და რასაკვირველია, სიბნელეში მანათობელი საყელურებისა და ქამრების მწარმოებელი Halo Belt სან ფრანცისკოდან ყველანარირად ცდილობს ამ ტრენდის წინ წაწევას.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge