ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: პერანგების გაყიდვა და ბარი ერთად

ბიზნეს-იდეა: პერანგების გაყიდვა და ბარი ერთად
 | რეიტინგი 3 

ყოველ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უამრავი არაჩვეულებრივი ბიზნეს-პროექტი ჩნდება. მათ შორის, რასაკვირველია, ისეთი იდეებიც გვხვდება, რომლებიც მაინც ვერ იქცნენ სრულყოფილ ბიზნესად და რჩებიან ხმაურიან გაუგებრობად, რომელზედაც მთელი ინტერნეტი ლაპარაკობდა. დღეს მოგიყვებით ერთერთ პროექტზე -  Shirt Bar ავსტრალიაში.

 

 უკვე სახელწოდებიდან ნათელია, რომ სიდნეიში გახსნილი ეს დაწესებულება პერანგებით მოვაჭრე მაღაზიაა, რომელიც შეთავსებით ბარსაც წარმოადგენს. ასეთი იდეა მისი შემქმნელებს საკმაოდ მარტივად დაებადათ: ჩვეულებრივ, ადამიანები საკმაოდ დიდხანს ირჩევენ ხოლმე პერანგებს და მაღაზიათა უმრავლესობაში ეს საკმაოდ მოსაწყენი პროცესია, ხოლო მისი გამრავალფეროვნება არც ისე ადვილი. ბევრ მათგანს კი ჰყავს საუკეთესო კონსულტანტები, მაგრამ ეს მაღაზიას სულაც არ მატებს ხიბლს. აქედან გამომდინარე, Shirt Bar-ის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, რომ ადამიანებისათვის ამორჩევის პროცესი გაცილებით უფრო სასიამოვნო იქნება ფინჯან ყავასთან ან რაიმე მაგარ სასმელთან ერთად. ამ შემთხვევაში მოგება ორმაგია. ჯერ ერთი, ადამიანები უფრო მხიარულები არიან ასეთ დაწესებულებაში, და ისინი არ არიან წინააღმდეგი დალევის შემდეგ დახარჯონ ფული პერანგის შესაძენად. და მეორეც - იქვე შეიძლება შენაძენის აღნიშვნა.

ბუნებრივია, რომ Shirt Bar-ის დამაარსებლები აღტაცებაში არიან იმის გამო, რომ შეუძლიათ ფულის მოგება არა მხოლოდ ტანსაცმლით ვაჭრობით, არამედ სასმელითაც. ამასთან ერთად, მაღაზიაში არსებული პერანგები სრულებითაც არ არის უბრალო. Shirt Bar-ის ასორტიმენტში წარმოდგენილია მხოლოდ ისეთი ბრენდების საფირმო პერანგები, როგორებიცაა BeSPOKE, Louka & Sabina და Ganton.

თუ ვილაპარაკებთ ბარზე, აქაც ყველაფერი წესრიგშია. ალკოჰოლის უამრავი ვარიანტი, რომლებიც დააკამყოფილებენ ყველაზე ჭირვეულ მომხმარებელსაც კი. ხოლო ვისავ არ სურს დათრობა, სთავაზობენ ცნობილია კომპანიის  FAT- Coffee მიერ მიწოდებელ შესანიშნავ ყავას,

დღეს ავსტრალიის ბევრი მასობრივი ინფორმაციის საშუალება წერს ამ პროექტის შესახებ, ხოლო დამაარსებელბი ამტკიცებენ, რომ ეს არ იყო წამგებიანი იდეა. და რომ პერანგებიც კარგად საღდება. ისღა დაგვრჩენია, რომ შეგვშურდეს მწვანე კონტინენტის მაცხოვრებლების.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge