ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სახლის ფეხსაცმელი ძაღლებისათვის

ბიზნეს იდეა: სახლის ფეხსაცმელი ძაღლებისათვის
 | რეიტინგი 3 

Pet Sweep - ეს არის „ძაღლის ფეხის" ერთადერთი ზომის ოთხი ფაჩუჩი. მისი მწარმოებლები  («Prank Pack», რაც თარგმანში ნიშნავს დაახლოებით „სახუმარო საქონელს") ამტკიცებენ, რომ ძაღლების საშინაო ფაჩუჩების ეს ზომა მოერგება პრაქტიკულად ყველა ძაღლს.

ძაღლების ქუჩის ფეხსაცმელს მეტნაკლებად ყველა უკვე იცნობს. ოთხფეხების ქუჩის ფეხსაცმლის მთავარი ფუნქციური დანიშნულებაა დაუსველებლობა და სიცივისადმი მედეგობა. თუ თქვენ გინახიათ ყინულზე მოსრიალებული საკუთარი ძაღლი, რომელიც საცოდავი წკმუტუნით ხან ერთ ფეხს სწევს მაღლა და ხან მეორეს, თქვენი გული ამას ვერ გაუძლებს და უყიდით მას (ან თვითონ შეკერავთ) სათანადო ფეხის სამოსს.

ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ძაღლი იძულებულია გაიკვალოს გზა შეყინული თოვლის გროვაში თავისი თათების ბალიშებით, როგორც „ყინულმჭრელმა". ეს შეყინვა ძალზე ბასრი რამაა და შეუძლია დაშავებაც, რაც იცის ყველამ, ვინც მხიარულ მეგობრებს თავით ჩაუგდიათ გროვაში და დავიწყებიათ, რომ ეს ლამაზი გროვა ჯერ გადნა, შემდეგ დილას ისევ გაიყინა და გაზად დაკარგა „სიფაფუკე" და „სირბილე"... ხუმრობა  მთავრდება იარებით სახეზე...

და რა ფუნქციური თვისებები უნდა ჰქონდეს ძაღლის საშინაო ფეხსაცმელს და ვინ და რისგან უნდა დაიცვას მან? ცალობითი საქონლის მწარმოებლის Prank Pack-ის აზრით, სახლის ფაჩუჩები ძაღლებისათვის:

  • იცავდნენ მას პატრონებისაგან,
  • და იცავდნენ პატრონებს - ძაღლის ბეწვის პერმანენტული დაგვისაგან.

მართლაც, ძაღლები იქერცლებიან, მოკლებეწვიანებიც კი. სახლში, სადაც ცხოვრობს ძაღლი, იატაკზე და სავარძლებზე ფენებად დევს ძაღლის ბეწვები (თუ ძაღლს აქვს სავარძლებზე წოლის უფლება). ამიტომაც, Pet Sweep-ის ძაღლების საშინაო ფაჩუჩების მთავარი ფუნქციური სარგებლობაა თავისით ძაღლების ბეწვების შეგროვება, თუნდაც ნაწილობრივ. ეს ფაჩუჩები შესრულებულია „მეზღვაურის იატაკის საწმენდი ჯოხის" ფორმით. ოთხი „გრძელთმიანი" ჯოხზე მისამაგრებელი „ერგება" ახლა ძაღლის ფეხებზე, აქცევს რა მათ ოთხ დაუღალავ იატაკის საწმენდ ჯოხად. ძაღლი დარბის სახლში და ამ ოთხეულით კრეფს საკუთარ თმებს პარკეტზე ან ლამინატის იატაკზე). რაც შეეხება კოვროლინს, სპარსულ ხალიჩას და პალასს, სარგებელი ასეთი სირბილისგან დიდი არ იქნება - მათ არ მოუწერიათ  Prank Pack-თან კონტრქტზე ხელი. და ასეთი ფაჩუჩების-იატაკის საწმენდების შემქნელი ფირმა  Prank Pack თვითონაც არ მიიჩნევს თავის გამოგონებას „რევოლუციად კლინინგის ბიზნესში". 

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge