ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: იმპლანტი ენისათვის, რომელიც ხელს უშლის საჭმლის დიდი ლუკმების გადაყლაპვას

ბიზნეს იდეა: იმპლანტი ენისათვის, რომელიც ხელს უშლის საჭმლის დიდი ლუკმების გადაყლაპვას
 | რეიტინგი 3 

გამოგონებულია ისეთ გასუქებასთან ბრძოლის კიდევ ერთი რადიკალური საშუალება, რომელიც გამოწვეულია საჭმლის უკონტროლო მიღების მავნე ჩვევასთან - ზედმეტად დანაყრებასთან. იმპლანტს, რომელსა დგამენ ენის ქვეშ, ეწოდება The Chugay Tongue Patch ადა რავითარი კავშირი არა აქვს გეებთან. უბრალოდ ასეთი გვარს ატარებს ამ იმპლანტის გამომგონებელი, კალიფორნიელი დოქტორი - Dr Nikolas Chugay და ის ფლოს საკუთარ კლინიკას სახელწოდებით - Chugay Cosmetic Surgery Clinic.

Dr Nikolas Chugay მთელი თავისი ცხოვრება დაკავებული პლასტიკური ქირურგიით და კალიფორნიელი პაციენტების დანარჩენი სილამაზით. ახლი კი მან გამოიგონა რადიკალური რადიკალური საშუალება, თუ როგორ უნდა გაადაჩვიოს ამერიკელები ზედმეტად „გაძღომას", რომ ისინი გახდნენ უფრო ლამაზები და ექიმს კი მათთან ნაკლები სამუშაო ჰქონდეს.

ენაზე Tongue Patch იმპლანტის ჩამოცმით თქვენ იძულებით გადადიხართ პრაქტიკულადთხევად დიეტაზე, რადგან მაგარი საკვების ღეჭვა და ყლაპვა ენაზე ასეთი საგნით აუტანლად მტკივნეული და გაძნელებულია. ასეთი იძულებითი თხიერი დიეტა ნებისმიერ ადამიანს აიძულებს ექვს თვეში დაიგდოს 30 ფუნტი ცოცხალი წონა. იმპლანტი ენაზე Tongue Patch მსგავსია გატეხილი ყბების სიტუაციისა (უფრო რბილია, მაგრამ ესეც აუტანელია) ან მოუხსნადი ბრეკეტების ტარებისა, განსაკუთრებით მათი მორიგი რეგულირების დროს. შესაძლებელია პაციენტის სტომატიტით დაინფიცირება, მისთვის პირში ჰერპესის დამართვა, და ის მაშინაც ვერაფრის ჭამას ვერ შეძლებს... თხევადისაც კი - ძნელად და ცრემლებით.

მრავალ ადამიანს განუცდია საკუთარ თავზე რაიმე ზემოთ ნახსენებისგან და ამიტომ ჩვენ გვესმის, რომ იმპლანტი Tongue Patch ენაზე არ არის საუკეთესო გამოსავალი. საჭიროა ნებისყოფის ვარჯიში და არა საკუთარი თავის მასხრად აგდება. ამის მიუხედავად, ასეთი „ენაზე პირსინგი სამედიცინო ჩვენებების გამო" მაინც უკეთესია, ვიდრე ბალონი კუჭში ან კუჭის ტუმბო, რომელიც გარეთ ქაჩავს ნახერად გადამუშავებულ საკვებს საცოდავი ღიპიანის მუცელში გაკეთებული ხვრელით...

ამერიკელები მიეჩვივნენ პიცის ან ჰამბურგერის დიდ ნაჭრებზე კოკა-კოლას დაყოლებას, რომელიც ვითომდა შეიცავს ისეთ ნივთიერებას, რომელიც ხსნის საკვებს და ხელს უწყობს მის სწრაფ გადამუშავებას. სინამდვილეში კი კოკა-კოლას დიეტაზე მსხდომების ნაღვლიანი სახე საწინააღმდეგოზე მეტყველებს. კოკა-კოლა არაფერსა არ ამუშავებს, ხოლოდ კალორიებს უმატებს მაიონეზს.

არსებობს ასეთი სიბრძნე: „მაგარი საკვები - დალიე, ხოლოთხევადი -ჭამე". იმ გაგებით, რომ ა) საჭიროა საკვების გორგლის  ხანგრძლივი და გულდასმით ღეჭვა, მისი ნერწყვში არევით, რომ ის ღეჭვისას გადაიქცეს სითხედ და ბ) ჭამა საჭიროა ნელა და ჩაფიქრებულად რომ ჩაიც კი დავიჭიროთ პირში კატლეტის მსგავსად.

დოქტორი ფრიც პერლზი დოქტორ ნიკოლას ჩუგეის წინააღმდეგ

გეშტალტ-ფსიქოლოგის მამამ ფსიქროთერაპევტი ფრიც პერლზმა ყველაფერი იცოდა არასწორი კვებისა და არასწორი ფსიქიკის შესახებ. ის არასოდეს არ ურჩევდა თავის კლიენტებს - ნახევარი წლით გადასულიყვნენ თხიერ საკვებზე ენაზე Tongue Patch-ის წამოცმით. ის თვლიდა, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და ზრდასრულობის ნიშანია კბილებით გელა, აგრეთვე „აქ-და-ახლა" ცხოვრების უნარი, არავითარი ღრუბლებში ფრენის „ახლას" მომენტის გარეშე.  ამიტომაც ის კატეგორიულად ვერ იტანდა ხალს, რომლებსაც ეზარებოდათ მაგარ საკვების სათანადოდ დაღეჭვა და ამჯობინებდნენ:

  • მის სწრაფად გადაყლაპვას დიდ დაუღეჭავ ნაჭრებად, მასზე რაომე სითხის დაყოლებით,
  • ან ამჯობინებენ უბრალოდ თხიერ რბილ საჭმელს, და ეს ჯერ კიდევ ჯანმრთელი კბილების ქონისას.

ფრიც პერლს ასევე ეზიზღებოდა ის ხალხი, რომლებიც ჭამის დროს კიდევ სხვა რაღაცასაც აკეთებდნენ: კითხულობენ გაზეთს, უყურებენ ტელევიზორს, ზიან კომპიუტერთან, დარბიან ქალაქში...

პაციენტი რომ გახდეს, მას უნდა ვასწავლოთ როგორც საჭიროა ღეჭვა - ბევრი და დიდი ხნით

აი როგორი პარადოქსია - კეფირითა და იოგურტით ვერ გახდები. Dr Nikolas Chugay-ს სამედიცინი დახმარება სხვანაირია.. ის არ ებრძვის სიმსუქნის მიზეზს - ავადმყოფ ფსიქკას, პიროვნების მოუმწიფებლობას, ჩამოუყალიბებელ დენტალურ აგრესიას... ის არ ებრძვის ნევროტიკის დაუღეჭავად ყლაპვის ჩვევას.   დოქტორი Nikolas Chugay თავისი იმპლანტით Tongue Patch უბრალოდ ანგარიშს უწევს მათ, ვისაც არ სურს საკუთარ თავში არაფრის ეცვლა, მაგრამ სწრაფად სურს გახდომა. როგორც წესი, სწორედ ასეთ ადამიანებს უბრუნდებათ კილოგრამები გამაწამებელი დიეტის შემდეგ...

ასე რომ, იმპლანტი ენაზე, რომელიც შეუძლებელს ხდის საჭმლის მიღების ნორმალურ ჯანმრთელ პროცესს დიდ კითხვას ბადებს... როგორ დართეს  ამერიკელმა  ექიმებმა Tongue Patch-ის გამოყენების უფლება?

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge