ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მინი–დენების პლასტირი – გამაყუჩებელი ტაბლეტებისა და ნევრალგიის საწინააღმდეგო მალამოების ალტერნატივა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: მინი–დენების პლასტირი – გამაყუჩებელი ტაბლეტებისა და ნევრალგიის საწინააღმდეგო მალამოების ალტერნატივა
 | რეიტინგი 3 

ფიზიოთერაპიის მინი-კაბინეტი, რომელიც ყოველთვის შეგიძლიათ თან ატაროთ (უფრო ზუსტად - თქვენზე) - აი, რასაც წარმოადგენს კომპანია Thimble Bioelectronicsის ეს ინოვაციური შემუშავება. მათი მართლაც ინოვაციური პლასტირი (და არა მისი დიდი ბაბუა - წიწაკის...) მაღალტექნოლოგიური პროდუქტია სახელწოდებით Shock Tech Bandage , რომელსაც თქვენ იკრავთ სხეულის იმ ნაწილზე, სადაც განიცდით ნევრალგიურ ტკივილს (კისერი, ზურგი, ფეხები... ა. შ.), გკურნავთ, ანუ ადუნებს თქვენს სპაზმიან კუნთებს მიკროდენებით. ხომ კარგია, და ეს არის ნამდვილი გარღვევა მედიცინაში!

პროცედურას, რომელიც მოწოდებულია გააყუჩოს ტკივილები კუნთებში, ინგლისურად ეწოდება Transcutaneous Electrical Nerve Stimulation ანუ შემოკლებულად  - TENS. ეს სხვა არაფერია, თუ არა ნერვული დაბოლოებების მიკროდენებით სტიმულირება. თვითონ მიკდოდნეიან პლასტირზე არის ღილაკი, რომლის ჩართვაც და გამორთვაც თქვენი სურვილისამებრ შეიძლება. ასეთი პატარა ხელსაწყოები არის თვითმკურნალობის სამედიცინო ტექნიკისა და გაჯეტების მოყვარულთა სახლის აფთიაქებში. მაგრამ როდესაც თქვენ გსურთ სადმე გადაადგილება, საჭესთან დაჯდომა, სამუსაოზე წასვლა - ხელსაწყოს თან ვერ წაიღებ. აი, სწორედ აქ მოდის საშველად მიკროდენიანი პლასტირი-სასწაული კომპანია Thimble Bioelectronics-იდან.

გამაყუჩებელი პლასტირს Shock Tech Bandage-ს მის მწარმოებელთა სიტყვები ეუძლია „გახსნას" ნებისმიერი, ყველაზე ძველი, ანუ ქრონიკული ტკივილიც. ღილაკი, რომელიც არის ამ გამაუჩებელ მიკროდენიან პლასტირზე ამ მინიატურული გაჯეთის ჩართვისა და გამორთვის  საშუალებას იძლევა და არა მხოლოდ - მისით შეიძლება კუნთების  მასტიმულირებელი მიკროდენების ნაკადის რეგულირება -სუსტიდან აუტანლამდე.

ამ მასაჟორის მწარმოებლები გეგმავენ კიდევ Bluetooth-ის სისტემასთან დაკავშირებას და სპეციალური მობილური ხელსაწყოს საშუალებით დაამყარონ პლასტირის მატარებელ პაციენტთან  კავშირი მის თერაპევტთან - მეთვალყურე ექიმთან. და ბოლოს უნდა ითქვას, რომ გამაყუჩებელი მიკროდენების პლასტირი Shock Tech Bandage ჯერ კიდევ არ არის გამოჩენილი მედტექნიკის ბაზარზე, რადგან ჯერ წარმოადგენს დიზაინ-კონცეპტს, რომელიც ელოდება თავის სპონსორს წარმოების და მასიური გაყიდვების გასაშვებად. თუმცა, ამ დიზაინ-კონცეპტმა მიიღო პრემია პრესტიჟულ კონკურსზე - Wearable Technologies Innovation World Cup-ზე.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge