ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: მამაკაცთა საპარიკმახერო ანუ ძველი კარგი ბარბერშოპი

ბიზნეს-იდეა: მამაკაცთა საპარიკმახერო ანუ ძველი კარგი ბარბერშოპი
 | რეიტინგი 3 

 

როდესაც თქვენ უყურებთ XX საუკუნის 30-იანი წლების ფილმებს (და უფრო ადრეული პერიოდისაც), ალბათ, ხედავთ დღეისათვის საკმაოდ უცნაური საპარიკმახეროებს, რომლებსაც ამერიკაში ბარბერშოპებს უწოდებენ.

ეს წმინდა მამაკაცური დაწესებულებებია, სადაც კაცობრიობის ძლიერი ნახევრის წარმომადგენლები შეეძლოთ მშვიდად გაკრეჭვა, ყოველგვარი „გლამურის" გარეშე, რაც ხშირად დამახასიათებელია საგნებზე ქალური თვალთახედვის მქონე თანამედროვე საპარიკმახეროებისათვის.

 

სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის ბარბერშოპები პრაქტიკულად გაქრა, დაუთმეს რა ადგილი ქალური პლანის საპარიკმეხეროებს. თუნცა, ისინი გაუჩინარდნენ მხოლოდ გარკვეულ დრომდე...

რაშია საქმე? სულ ახლახანს ამერიკელმა გორდონ ლოგანმა გადაწყვიტა შეეცვალა ასეთი მდგომარეობა და დაებრუნებინა მამაკაცთა უბრალო  საპარიკმახერო. ასე მიიღო ცხოვრების საგზური ფრანშიზა Sport Clips Inc-მა, რომელიც ჟურნალ Forbes-ის ვერსიით შედის აშშ-ს 20 ყველაზე პერსპექტიულ ფრანშიზებს შორის. მაშ, რაშია Sport Clips Inc-ის ტიპიური მამაკაცთა ტიპიური საპარიკმახეროს თავისებურება? პირველი, ყოველგვარი გლამურისა  და ქალური ვარცხნილობებისათვის საჭირო საშუალებების არარსებობა (რითაც, სხვა შორის, უკანასკნელ ხანებში მამაკაცებიც არიან გატაცებული). ასეთი დაწესებულებების არომატიც წმინდა მამაკაცური და ზომიერია. გაკრეჭვების ვარიანტებიც არც ისე ბევრია - ისინი ყველა  საკმაოდ მოკლა (სპორტულ ვარცხნილობამდე). მომსახურე პერსონალიც სპორტულ ფორმაშია გამოწყობილი, ხოლო გასართობებიდან წარმოდგენილია მხოლოდ სპორტულ არხზე ჩართული ძველი კეთილი ტელევიზორი.

საერთო ჯამში ყველაფერი საკმაოდ უბრალოა, რაც ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა. აქ არ არის ზედმეტი ზიზილპიპილოები, რომლებითაც გადავსებულია თანამედროვე საპარიკმახეროები. ხოლო გრძელი თმების რთული ვარცხნილობების არარსებობას მივყავართ იქამდე, რომ ასეთ საპარიკმახეროებში გაკრეჭას დიდი დრო არ მიაქვს და რიგებიც ძალიან სწრაფად მიდის, რაც ასევე საგრძნობი უპირატესობაა.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge