ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: პორტატული ელექტროსკუტერი: ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი

ბიზნეს იდეა: პორტატული ელექტროსკუტერი: ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი
 | რეიტინგი 3 

ელექტროსკუტერითანამედროვე თაობა ირჩევს სკუტერებს. ავტომანქანები მკვეთრად გამოდიან მოდიდან, მთელს მსოფლიოში პარკირების ადგილები იკვეცებიან და ქრებიან როგორც კლასი - სწორედ ასე ებრძვიან მთავრობები ავტომოყვარულებს. როგორც ერთმა ოდიოზურმა მერმა განაცხადა: „მე ყურადღებით წავიკითხე კონსტიტუცია და ვერსად ვერ ვნახე ერთი ხაზიც კი, რომლის ძალითაც მოქალაქეებს აქვთ პარკირების უფლება. მედიცინის კი, განათლების კი, პარკირების - არა".

ასე რომ, დააყენეთ ავტომობილი სადაც გინდათ, ე. ი. არსად. ანუ გაყიდეთ თქვენი ავტო, თ მას კიდევ იყიდის ვინმე...

ამ გაგებით დასაკეცი ელექტროსკუტერი Moveo არ ქმნის პარკირების არანაირ პრობლემას, ხოლო მისი დამუხტვა( ისევე, როგორც ყველა დანარჩენი ელექტრომიბილების) შესაძლებელია გაჯეტების დამუხტვის ყველა სადგურზე. ეს მოდური მოდელი - ეკო-ბრენდი, ბიზნესში „მწვანე" მოძრაობის ავანგარდი გამოიგონა კომპანიამ Antro Group.

დაკეცილ მდგომარეობაში კომპაქტური სკუტერი Moveo გამოიყურება როგორც მილანში შოპინგზე ჩამოსული გლამურული გოგონას საგზაო ჩემოდანი და იწონის 25 კილოგრამს, ხოლო სიჩქარეს ანვითარებს  საათში 45 კილომეტრს. მისი ფასია 3-დან 5 თასამდე მწვანე დოლარი.

დასაკეცი ელექტროსკუტერი Moveo უნგრული სასწაულია. ეს მობილური და კომპაქტური „ჩემოდანი ბორბლებზე" ოქროსფერი გვერდებით (რაც ეხება დიზაინს) მოიგონეს სკუტერებზე გადარეულმა იტალიელებმა, ხოლო „შეკერეს" უნგრელებმა. თუ თქვენ ნანახი გაქვთ კლასიკური იტალიური კინოები, მაშინ გეცოდინებათ, რომ სკუტერი - ეს იტალიური კულტურის ჭეშმარიტი ფეტიშია, განსაკუთრებით რომის!... სწორედ მასზე მჯდომები (ელექტოსკუტერზე) სტაცებენ დღესაც ხელჩანთებს ხელიდან იკარგებიან საცობების გვერდის ავლით.

საერთოდ კი - სკუტერი ეს არის „მემარცხნენეობის" რომატიკა. ხორცის ჭამას ზოგს პრინციპები უშლის ხელს, ზოგს კი ბიუჯეტი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ერთნიც და მეორენიც მალე იქროლებენ ისეთივე ლამაზი სკუტერებით, როგორც "Moveo"-ა და მაშინ ვნახავთ, ვინ ვის აჯობებს - ბურჟუაზია მარსს თუ პირიქით.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge