კარგი ახალი ამბავია ტკბილეულის მოყვარულთათვის, რომელთაც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება შოკოლადის გარეშე: ვარვიკის (დიდი ბრიტანეთი) შეიმუშავეს შოკოლადი ხილის წვენით რძის ცხიმებისა და კაკაოს ზეთების გარეშე. ისიც მართალია, ბოლომდე ვერც მათ შეძლეს ყველა იმ მავნე ცხიმის მოშორება, რომელიც აუცილებლად ისახება მათ წელზე. მაგრამ მათი თუნდაც 50%-ით შეცვლა ნატურალური ხილის წვენით შოკოლადის ერთი ფილის კალორიულობა მნიშვნელოვნად იკლებს.
შემმუშავებლებმა დაამატეს ფორთოხლის და მოცვის წვენის უწვრილესი წვეთები (დაახლოებით 30 მიკრო მეტრის ზომის) რძის, თეთრ და მუქ შოკოლადში პიკერინგის (Pickering) სპეციალური ემულსიების გამოყენებით. ამ ცდის შედეგად ცხიმის კონცენტრაცია შოკოლადში ნახევარჯერ შემცირდა მისი გემოვნებითი ხარისხისა და თვისებების შენარჩუნებით, რომლებიც უზრუნველყოფილია სწორედ ცხიმოვანი ინგრედიენტების ხარჯზე.
შოკოლადის წარმოების ახალი ტექნოლოგია შოკოლადში ღირებული პოლიმორფ V-ის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ამ ნივთიერებას შეიცავს ცხიმი და აძლევს შოკოლადს დამახასიათებელ ბზინვარებას, სიმტკიცეს, გლუვ ტექსტურას და აძლევს მას საშუალებას დადნეს ენაზე.
ვარვიკის უნივერსიტეტის ქიმიკოსები თვეების განმავლობაში ატარებდნენ ახალი პროდუქტის ტესტირებას და დარწმუნებულნი არიან, რომ ახლა ის არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი შოკოლადისგან. კვლევის ავტორი დოქტორი სტეფან ბონი (Stefan Bon) ქიმიის ფაკულტეტიდან ჟურნალ Journal of Materials Chemistry-სათვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ყველას უყვარს შოკოლადი, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, შოკოლადის ფილა გადამეტებულად შეიცავს ცხიმებს. სწორედ ეს ცხიმები ანიჭებენ შოკოლადს ყველა იმ თვისებას, რომელსაც ასე აფასებენ ადამიანები. ჩვენ მივაგენით ხერხს, თუ როგორ შევინარჩუნოთ ეს მახასიათებლები, რომლებიც შოკოლადს ქმნიან „შოკოლადისებურად" ცხიმების ხილის წვენით შეცვლით. ჩვენმა კვლევამ მხოლოდ საწყისი მისცა სასარგებლო შოკოლადზე მუშაობას. ამ პროცესს ჩვენ განვიხილავდით ქიმიის თვალთახედვით, მაგრამ ახლა ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებლები ისარგებლებენ ამ მეთოდით გემრიელი შოკოლადის გასაკეთებლად ცხიმების შემცირებული შემცველობით".
შემქმნელები აღიარებენ, რომ ახალი პროდუქტს მაინც გააჩნია ხილის გემო, მაგრამ შოკოლადის გემოს შენარჩუნება შესაძლებელია წვენის მაგივრად მცირე დოზით ასკორბინის მჟავის (C ვიტამინის) დამატებით. ამ ახალი თაობის ხილის წვენიანი შოკოლადის კიდევ ერთი უპირატესობა იმაშია, რომ მას არ დაედება თეთრი ნაფიფქი ხანგრძლივი დროით შენახვის დროსაც კი.