ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: როგორ შეიძლება მოგების ნახვა შინაური ცხოველების გადაყვანისას

ბიზნეს იდეა: როგორ შეიძლება მოგების ნახვა შინაური ცხოველების გადაყვანისას
 | რეიტინგი 3 

 

აშშ-ში ყოველდღე ჩნდება სავსებით უნიკალური ბიზნეს-პროექტები, რომლებიც რამდენიმე ხნის გავლის შემდეგ ყველას აოცებენ თავისი წარმატებულობით. ამის შემდეგ ბევრი უსვამს საკუთარ თავს სავსებით ლოგიკურ კითხვას: „მე როგორ ვერ მოვიფიქრე ეს?". დღეს სწორედ ერთერთ ასეთ პროექტზე ვილაპარაკებთ.

აღნიშნული ბიზნესი დაიბადა მეწარმეების - ცოლ-ქმრის კევინისა და ენჟი ო'ბრაიანების ოჯახში. ამ დროისათვის მათ უკვე ჰქონდათ რაღაც გამოცდილება ბიზნესში, გაყიდეს რა ძაღლების სასტუმროს მაგვარი დაწესებულება. ასე რომ, მათ ჰქონდათ წარმოდგენა, თუ რას შეიძლება წაწყდომოდნენ ცხოველებთან მუშაობის დროს. არაც არაფერია გასაკვირი იმაში, რომ მათი ახალი პროექტიც ჩვენს უმცროს ძმებთან არის დაკავშირებული.

ო'ბრაიანებმა შეიმუშავეს ცხოველების შორ მანძილებზე გადაყვანის სერვისი. ეს ნამდვილი პრობლემაა ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც ქვეყნიდან ქვეყანაში დამოგზაურობენ. მთელი საქმე იმაშია, რომ საჭიროა არა მხოლოდ ცხოველის ერთი ადგილიდან სხვა ადგილზე გადაყვანა, არამედ უამრავი ცნობის, ანალიზებისა და ა. შ.  აღება, რომ საერთოდ მიიღონ მასთან ერთად ჩამოსვლის ნებართვა, მაგალითად შვეიცარიიდან აშშ-ში. ყველა ამ პრობლემის გადაჭრას, ცხოველის გადაყვანასთან ერთად, თავის თავზე იღებს ო'ბრაიანების მიერ დაარსებული კომპანია. ამასთან, ცხოველები მიჰყავთ ერთ ადგილზე სახლის კარებიდან სხვა ქვეყანაში ან ქალაქში მდებარე სახლის  კარამდე.

 

ო'ბრაიანების სასტარტო კაპიტალი სულ რაღაც 97 ათასი დოლარი იყო, რომლებიც დაიხარჯა საჭირო ლიცენზიებზე, ოფისზე, საკურიერო სამსახურთან თანამშრომლობაზე, სამსახურის საბაზო რეკლამაზე და საიტზე, რომელზედაც შეგიძლიათ მოიძიოთ სრული ინფორმაცია. და კომპანიამ დაიწყო საქმიანობა სლოგანით „Any pet, anywhere, anytime".

ბიზნესი ძალზე სწრაფად ვითარდებოდა და საქმიანობის დაწყებიდან მეორე თვეს კომპანია უკვე მომგებიანი გახდა. და ეს იმ დროს, როცა კომპანის საქმიანობის საზღვრები ძალზე ფართოა - მთელი მსოფლიო. საწარმოზე ძალზე სწრაფად დაიწყეს ლაპარაკი ამერიკაში, სადაც რომელიც მისი კლიენტების ძირითად ბაზას წარმოადგენს.

2008 წელს PetRelocation-ის მოგებამ 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა. მართალია, დღევანდელ შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის კია ცნობილი, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში კომპანია სერიოზულად გაიზარდა და შესაბამისად გაიზარდა მისი შემოსავალიც. ტყუილად კი არ შეიყვანეს Forbes-ის ვერსიით PetRelocation ყველაზე უჩვეულო ბიზნესების სიაში.

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge