ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ბიზნესი სოციალური ქსელების ფოტოებზე

ბიზნეს იდეა: ბიზნესი სოციალური ქსელების ფოტოებზე
 | რეიტინგი 3 

 

სოციალური ქსელები დიდი ხანია, რაც ჩვენი ჩვენი ცხოვრების ნორმად იქცა. დღეს უკვე ვეღარავის გააკვირვებთ აქაუნთით Facebook-ში ან სხვაგან. ახალგაზრდა და არც ისე ახალგაზრდა ადამიანები აქტიურად წერენ ერთმანეთს სოციალურ ქსელებში და ეკონტაქტებიან ისეთი რაოდენობის ხალხს, რომლებთანაც სხვაგვარად ვერც იურთიერთებდნენ

მსოფლიოსათვის სარგებლობის გარდა სოციალური ქსელები კარგ ბიზნესად იქცა მათი შემქმნელებისათვის.  და არა მხოლოდ მათთვის. ბევრი დამოუკიდებელმა შემქმნელმა და მეწარმემ დაიწყეო სოციალურ ქსელებთან ასე თუ ისე დაკავშირებული პროექტების წარმოდგენა. დღეს ჩვენ ერთერთ ასეთ პროექტზე ვისაუბრებთ.

Social Print Studio წარმოადგენს კომპანიას (სახელწოდება მაშინვე მიგვანიშნეს სოციალურ ქსელებზე), რომელიც დაკავებულია სოციალურ ქსელებში თქვენი მონაცემების პლაკატების წარმოებით.

 

კომპანიის პლაკატები თავისი არსით ძალიან წააგავს ბევრი ფოტოსგან შემდგარ კოლაჟს. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ Social Print Studio-ში პლაკატი Facebook-ში რომელიმე ალბომიდან ანდა თქვენი მეგობრების ავატარებიდან (ძალზე ორიგინალური იდეაა). მოკლედ, აქ იდეები შეიძლება ძალზე მრავალფეროვანი იყოს. მთავარი ისაა, რომ თქვენ მიიღებთ უჩვეულო და ძალიან ლამაზ, პროფესიონალი დიზაინერების მიერ შესრულებულ პლაკატს რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენს აქაუნტთან Facebook-ში (ეს სოციალური ქსელი კომპანია Social Print Studio-ს მთავარი მიმართულებაა, მაგრამ არა ერთადერთი).

 

მიუხედავად ამისა, პლაკატები არ წარმოადგენს Social Print Studio-ს ერთადერთ პროდუქციას. კომპანია უშვებს ალბომებს, პატარა ლამაზ წიგნებს და მისაკრავებს. და ეს ყველაფერი დაკავშირებულია სოციალურ ქსელებთან. გარდა ამისა, ცოტა ხნის წინ, Social Print Studio-მ კომპანია Mashable-ს სპეციალური შეკვეთით დაამზადა საოფისე შპალერი, რომელიც შედგებოდა ამ ფირმის მიმდევრების twitter-ზე  განთავსებული ავატარებისაგან.

Social Print Studio-ზე დასავლეთში საკმაოდ ბევრს წერენ. და უკვე ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესი შედგა

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge