ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ციფრული წიგნი შეკვეთით

ბიზნეს იდეა: ციფრული წიგნი შეკვეთით
 | რეიტინგი 3 

 

ყველასათვის ცხადზე ცხადია, რომ ელექტრონული რიდერები სულ უფრო სწრაფად იხვეჭენ პოპულარობას და სულ უფრო მეტი ხალხი ყიდულობს Kindle-ს, iPad-ს ან სპეციალიზებულ რიდერებს. აშში-ში მაღაზია Amazon-ში გასლ წელს ელექტრონული წიგნები ქაღალდზე დაბეჭდილებზე მეტი რაოდენობით გაიყიდა. მოკლედ, ტრენდი თვალსაჩინოა.

ძალაზე საინტერესოა ამ ასპექტში ქვემოთ განხილული იაპონური სერვისი.

სერვისი Bookscan დაკავებულია წიგნების ფასიანი სკანირებით და მუშაობს ასე: თქვენ რეგისტრირდებით საიტზე, აკეთებთ განაცხადს წიგნის ციფრულად გადაყვანაზე, იხდით ფულს, ხოლო შემდეგ კომპანიის მისამართზე აგზავნით დაბეჭდილ წიგნს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წიგნს უკან ვეღარ ღებულობთ, რადგან ყველა ფურცელი განცალკევებული და სკანირებულია. შედეგი კლიენტს PDF ფაილის სახით ეგზავნება.

 

როგორც ხედავთ, ყველაფერი საკმაოდ მარტივია. ამ სერვისის მთავარი თავისებურება იმაშია, რომ წიგნი სკანირდება მხოლოდ პირადად სარგებლობისათვის, ე. ი. ის არ იდება საყოველთა მოხმარებისათვის და ამიტომ ამ პროცესში მეკობრეობა გამორიცხულია. თვითონ ციფრულში გადაყვანის ღირებულება იცვლება ფურცლებს რაოდენობის მიხედვით. მაგალითად, 350 გვერდიანი წიგნის მხოლოდ 1 დოლარზე ცოტა მეტი ჯდება.

მოკლედ, სერვისი საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ მას გააჩნია რამდენიმე არც თუ სასიამოვნო თავისებურება. პირველი ის, რომ წიგნის ტექსტი არ არის გარჩევადი, ხოლო ცნობილია, რომ PDF-ფაილები ძალზე ცუდად იკითხება 6-დუიმიანი ეკრანის მქონე რიდერებზე, ხოლო მკითხველთა შორის ეს ყველაზე პოპულარული მოწყობილობებია. ამასთან დაკავშირებით ძალზე უცნაურია, რომ Bookscan არ სთავაზობს ტექსტების გარჩევადობის მომატებას დამატებით ფასადაც კი, თუმცა მაშინ ეს სერვისი ნამდვილად მასობრივი გახდებოდა. თუმცა გასაგებია, რომ ეს ძალზე შრომატევადი პროცესია.

ასეა თუ ისე, იაპონიაში დაიწყეს კიდევ ერთი საინტერესო ბიზნესი და ღირს მასზე დაკვირვება.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge