ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ტურისტული საგზური კოლოფში

ბიზნეს იდეა: ტურისტული საგზური კოლოფში
 | რეიტინგი 3 

 

ინდურმა ბრენდმა SOTC, რომელიც ცოტა ხნის წინ ინგლისურმა კომპანია Kuoni-მ შეიძინა, მსოფლიოს შესთავაზა საკმაოდ ახალი იდეა - ტურისტული საგზურების გაყიდვა კოლოფებში. ამით SOTC საშუალებას აძლევს მყიდველებს გაიადვილონ არჩევანი ტურისტული საგზურის ყიდვის დროს. და ვერც ვერავინ შეუშლის  მათ ხელს აჩუქონ საგზურები ნათესავებსა და მეგობრებს.

თვითონ იდეა იმაზეა დაფუძნებული, რომ ტურების უმრავლესობა, რომელსაც ადამიანები ყიდულობენ, უნიფიცირებულია და მათი მრავალი პუნქტი ერთმანეთს არ ემთხვევა. მაშინ რატომ არ შეიძლება კლიენტებს შესთავაზონ ტურის მზა (ე. წ. საბაზო)  ვარიანტი. სწორედ ამას აკეთებს ინდური კომპანია SOTC, რომელიც ყიდის ტურებს კოლოფებში თავის პარტნიორების მაღაზიებში და ინტერნეტის ქსელში. თვითონ ტურები მიმართულია სხვადასხვა ადგილების მოსანახულებლად როგორც თვითონ ინდოეთში, ისე საზღვარგარეთ. ასე, მაგალითად, შედარებით დაბალფასიან ვარიანტებში შეიძლება ეწვიოთ კორბეტის პარკს, იოგას ცენტრს რიშკეშს ან გოას (არის სხვა ვარიანტებიც), ხოლო უფრო ძვირი ტურებით გაემგზავრებით უკვე საზღვარგარეთ (მაგალითად, შრი ლანკაში). ტურის კოლოფით შეძენისას კლიენტი ყველაფერს ერთად იღებს: სასტუმროს დაჯავშნას, ექსკურსიებს და ა. შ. ამავე დროს, ტურის დეტალების გაცნობა შეიძლება კოლოფში ჩადებული ბუკლეტებით. გარდა ამისა, ტურები ღია თარიღით იყიდება, რაც ნიშნავს, რომ გამგზავრების დრო მთლიანად ინდივიდუალური საქმეა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოულ ყუთს დროში შეზღუდულია და აუცილებელია მასში ჩატევა.

 

სასიამოვნოა, რომ ტურზე დამატებით ინფორმაციაში ჩადებულია ყველა წვრილმანი ვიზისა და დაზღვევის შესახებ. და თუ თქვენ ამის პრობლემა არა გაქვთ, შეგიძლიათ გაემგზავროთ კოლოფის ტურის შეძენისთანავე. განსაკუთრებით თუ გავითვალისიწნებთ, რომ თითოეულ კოლოფში ჩადებულია სასიამოვნო ბონუსიც, რაც შეიძლება იყოს საჩუქარი: ძვირად ღირებული შამპანური, რომელიც ოტელში გელოდებათ, ზედმეტი უფასო დღე და მრავალი სხვა. ფასებზე თუ ვილაპარაკებთ, ის დაახლოებით საშუალოა ინდოეთში არსებულ მსგავს ტურებს შორის, მაგალითად, ადგილობრივი მოგზაურობები ჯდება სადღაც 7 ათასი რუპია, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ 47 ათასი რუპიიდან და ზემოთ (დაახლოებით 1000 დოლარზე მეტი). ტურების გაფორმების პროცესი ძალიან მარტივია. კოლოფის შეძენისა და მოგზაურობის თარიღზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დარეკოთ მასალებში მითითებულ ნომერზე და უკარნახოთ თქვენი მონქცემები. ტური მაშინვე გაფორმდება.

ყველას აზრით, ეს შესანიშნავი იდეაა მრავალ მიზეზთა გამო. პირველი, ის ამარტივებს მოგზაურთა არჩევანს და არ არის საჭირო მის ყველა დეტალში ჩარღმავება, ეს კი, რასაკვირველია, ძალზე მოსახერხებელია. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ ტურისტილი საგზური ძალიან კარგი და საკმაოდ ორიგინალური საჩუქარია.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge