ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მოვლენათა ტურიზმის ბიზნესი

ბიზნეს იდეა: მოვლენათა ტურიზმის ბიზნესი
 | რეიტინგი 3 

 

უკვე დიდი ხანია, რაც მოვლენათა ტურიზმი ფართოდაა გავრცელებული დასავლეთში. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კომპანიები სთავაზობენ ტურებს ან მომსახურებებს, რომლებიც დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან, ფილმთან ან კიდევ რაიმე სხვასთან. ეს შეიძლება იყოს მოჩვენებებიანი სახლის სტუმრობა, ისტორიული ტური (მაგალითად, თერმოპილეს). ამ დროს, რასაკვირველია, კომერციული თვალსაზრისით, უკეთ ის ტურები გამოიყურებიან, რომლებიც ასე თუ მიეკუთვნება პოპ-კულტურაში რაიმე პოპულარულ მოვლენას.

ცნობილია, რომ პიტერ ჯექსონის ტრილოგიის „ბეჭდების მბრძანებლის" შემდეგ ახალი ზელანდია გადაავსო ტურისტთა ნაკადმა, რომლებიც არა მხოლოდ ტკბებოდნენ ქვეყნის სილამაზით, არამედ ირჩევდნენ სპეციალურ ტურებს ტრილოგიის გადასაღებ ადგილებში, რათა საკუთარი თვალით ეხილათ შუახმელეთი. ახლაც კი, ეპოპეის დასკვნითი ნაწილის გამოსვლის შემდეგ, ტურები გრძელდება. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე წელიწადში გამოვა „ხობიტი", ეჭვგარეშეა, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესო ახალი ზელანდიისა და მსგავსი ტურებისადმი.

კიდევ უფრო შორს წავიდნენ ამერიკული ქალაქ ფორქსის მაცხოვრებლები. ეს ქალაქი მწერალი ქალის სტეფანი მაიერის მიერ გამოყენებული იყო სერია „მწუხრის"  რომანებში, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობენ მოზარდ გოგონათა შორის, ხოლო ამ სერიის ფილმების ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მთელი მსოფლიო შეიპყრო მწუხრომანიამ. და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ქალაქის მაცხოვრებლებმა გადაწყვიტეს ამით სარგებლის მიღება.

დღეს იქ შეიძლება ნახოთ პატარ-პატარა მაღაზიები ფრანშიზის ატრიბუტებით: წიგნებით, ფილმებით, კეპებით, ჟურნალებით, პლაკატებით და უამრავი სხვა ხელმისაწვდომი საგნით. არსებობს „მწუხრის" სტილისტიკით გაკეთებული საფირმო რესტორანიც. ბუნებრივია, რომ რესტორანსა და ამ მაღაზიებს შეუძლიათ იტრაბახონ სერიის სტილის ინტერიერით, რომელიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს სტეფანი მაიერის შემოქმედების ფანატებზე

და ბოლოს, ქალაქის სავაჭრო პალატა ტურისტების მოზიდვის მიზნით უშვებს სპეციალურ რუკებს, რომლებზედაც აღნიშნულია სერიალისათვის ისეთი ყველა მნიშვნელოვანი ადგილი, როგორიცაა ბელას ან კალენის (მთავარი გმირების) სახლები. გარდა ამისა, ყოველ წელს მწერლის დაბადების დღეს ფორქსში ტარდება „მწუხრებისადმი" მიძღვნილი ფესტივალები და რომლებზედაც უამრავი ფანატი იყრის თავს. აი, ასე შესძლო უბრალო, შეუმჩნეველმა და ყველასათვის უინტერესო პატარა ამერიკულმა ქალაქმა საკმაოდ დიდი რაოდენობით ფულის (სავაჭრო პალატის წარმომადგენელთა სიტყვებით) შოვნა ტურისტების ნაკადების საშუალებით, სერიალის ფილმების გამოსვლის შემდეგ.

 

მოვლენათა ტურიზმი მთელს მსოფლიოში უკვე ნორმად იქცა. არსებობს უამრავი ტური ჯგუფი ბითლზების „საბრძოლო დიდების" ადგილებში, ასევე მიძღვნილი საფეხბურთო გუნდებისადმი (არა მხოლოდ მატჩების ან სტადიონების ნახვით, არამედ საწვრთნელი ბაზებისა და მუზეუმების დათვალიერებით), ფილმებისადმი, ისტორიული მოვლენებისადმი და ა. შ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ეს არც ისე მარტივია.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge