ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: ტურისტული ბიზნესის წინ წაწევის ხერხი ინტერნეტში

ბიზნეს იდეა: ტურისტული ბიზნესის წინ წაწევის ხერხი ინტერნეტში
 | რეიტინგი 3 

ცნობილია, რომ ტურისტულ კომპანიებში კლიენტების უმრავლესობა ინტერნეტის საშუალებით მიდის. ამავე დროს, ტურისტული სააგენტოებისათვის კლიენტების მოზიდვის ძირითადი წყაროა საძიებო საიტებზე კონტექსტური რეკლამები ან საიტის საძიებოდ ოპტიმიზაცია. პირველს მეორესთან ედარებით რამდენიმე უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, საძიებოში საიტის წინ წაწევა ხდება გარკვეული საკვანძო სიტყების საშუალებით და საიტიც მათ მიხედვით ოპტიმიზდება.

თუ თქვენი სააგენტო სთავაზობს სრულებით განსხვავებულ საგზურებს, მათი წინ წაწევა ოპტიმიზაციის გზით ძალზე რთულია, მაგრამ კონტექსტურ რეკლამაში სიტყვების მიცემით და თქვენთვის საჭირო წყაროების მითითებით მაშინვე იღებთ პოტენციურ კლიენტებს თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგანაც წლის სხვადასხვა დროს იცვლება სხვადასხვა კურორტების პოპულარობაც. მაგრამ, ამადროულად, არის გარკვეული მინუსებიც, რომელთაგან მთავარია დიდი კონკურენცია.

 

მაგრამ აქ ცოტა სხვა რამეზე ვილაპარაკებთ. არ შევეხებით  Яндекс-ში და Google-ში კონტექსტური რეკლამის შეძენის თემას და ასევე საიტის ოპტიმიზაციის სპეციალისტის არჩევას. ვილაპარაკებთ ინტერნეტში ტურისტული ბიზნესის წინ წაწევის ერთგვარ სტრატეგიაზე, გაგიზიარებთ ჩემს იდეებს რომლებსაც სწორად გამოყენების შემთხვევაში შეუძლიათ ტურისტულ კომპანიებში პოტენციური კლიენტების მოზიდვა. და ყველაფერი ეს მინიმალური ხარჯებით.

მაგალითისათვის ავიღოთ ჩვეულებრივი ტურისტული კომპანის, რომელიც ყიდის საგზურებს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში, რომლებიც არ არიან ერთმენეთთან პირდაპირ დაკავშირებული. ვიგულისხმოთ, რომ უკვე შექმნილია კარგი და რაც მთავარია, მოხერხებული საიტი, რომლეშიც სტუმარი არ დაიკარგება.

ქვეკასტები. შეიძლება დავიწყოთ მოგზაურობებისადმი მიძღვნილი რეგულარული ქვეკასტების ჩაწერით. კარგად და ხარისხიანად ჩაწერილი ქვეკასტები სწრაფად იხვეჭენ პოპულარობას და ეს ხომ საუკეთესო  უფასო პიარია. ქვეკასტი არის არა 2-წუთიანი სარეკლამო განცხადება, არამედ კარგი საავტორო რადიოგადაცემა. პირველ რიგში, უნდა მოყვეთ ქვეყანაზე, ქალაქებზე, დააინტერესოთ მსმენელი მოგზაურობით, ცოტა რამით ისტორიაზე, ეროვნულ თავისებურებებზე. მაგრამ არ შესთავაზოთ რაიმეს გაყიდვა! მაგრამ რეკლამა როდისღა უნდა გაკეთდეს? ძალიან უბრალოდ. ქვეკასტი სათაურში შეიძლება შეიცავდეს თქვენი ტურისტული კომპანიის დასახელებას. მსმენელები მიხვდებიან, თუ ვის მიჰყავს გადაცემა, ხოლო დაინტერესდებიან გარკვეული ქვეყნებით, ავტომატურად მოგმართავენ თქვენ, თუ გადაწყვეტენ სადმე გამგზავრებას. ამა დროს, გაკვრით უნდა მოახსენოთ მსმენელს, რომ თქვენ ჩამონათვალში გაქვთ ასეთი ტური.

რაც შეეხება რეგულარობას, თქვემ ყოველთვის უნდა ჩანდეთ. უფრო უკეთესი იქნება, თუ გამოსვლის შემდეგ მოხვდება ტოპ-ოცეულში. მაშინ ის საიტის პირველ გვერდს შერჩება მინიმუმ ერთი დღის განმავლობაში. ოპტიმალური ვარიანტია ქვეკასტების გაშვება კვირაში ერთჯერ მაინც. ეს არც ბევრია  და არც ცოტა.

პრომო-საიტი. ეს საიტი მოხერხებულ ხელებში საკმაოდ ძლიერი იარაღია. ტურისტული ბიზნესის შემთხვევაში შეიძლება პრომო-საიტების შექმნა როგორ რომელიმე გარკვეული ქვეყნის, ისე რაიმე გარკვეული ტურის, მაგალითად, სკანდინავიაში, წინ წასაწევად. რის გაკეთება შეიძლება მსგავს საიტზე?

-      კარგი დიზაინის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან პირველი შთაბეჭდილება საიტზე სწორედ გარეგნულ სახეზეა დამოკიდებული;

-      ფოტოსურათები. სასურველია ტურის ბევრი და მიმზიდველი ფოტოები. Flickr-ზე შეიძლება ნებისმიერი ქალაქის კარგი ფოტოების მოძიება.

-      საინტერესო ინფორმაცია. ლეგენდები, ადგილობრივი წეს-ჩვეულებები, თქმულებები, საიდუმლო ადგილები და კიდევ, კიდევ, კიდევ... - მოკლედ, ბლოგი. სრულიად შესაძლებელია პრომო-საიტზე ქვეყნისადმი მიძღვნილი  ბლოგის წაყვანა. მაგრამ ბლოგებზე ქვემოთ იქნება ლაპარაკი.

-      თამაში. ამ უკანასკნელზე მინდა უფრო დეტალურად ლაპარაკი. დღეისათვის მომხმარებლის ქცევა სერიოზულად შეიცვალა. მას უკვე აღარ სურს უბრალო სტატისტად ყოფნა, რომელსაც უამრავ მრავალფეროვან  პროდუქციას სთავაზობენ. მას თავად სურს პროცესში მონაწილეობა. თამაშები, სხვადასხვა კონკურსები, გამოკითხვები ამას საუკეთესოდ ესადაგება! პრომო-საიტზე თამაშის  ორგანიზება სხვადასხვა საშუალებით შეიძლება, მაჰალითად გამოკითხვის სახით, რომელთა შედეგად თქვენ შემოგთავაზებენ თქვენთვის ყველაზე საინტერესო ქალაქს. ეს შეიძლება გაკეთდეს იუმორით, მაგრამ ამავე დროს ეხებოდეს კონკრეტული ქვეყნის რაიმე გამერჩეულ თავისებურებებს.

 

მაგალითად, თუ თქვენ ყიდით საშობაო ტურს ფინეთში, რატომ არ უნდა გააკეთოთ ისეთი თამაშიო, სადაც ბანალურად დაეხმარებოდით სანტეს ბავშვებისათვის საჩუქრების დარიგებაში? თუ თქვენ კომპანიისათვის ეს ძვირი იქნება,შეგიძლიათ თამაში ანკეტის სახით შექმნათ. ეს ძალიან მარტივი და იაფია, მაგრამ არ ნიშნავს, რომ სუსტი ეფექტი ექნება. მაგალითად, ასეც შეიძლება გაკეთდეს, რომ ანკეტის ბოლოს მომხმარერებლს მიეცეს html-კოდი მისი შედეგებით, რომლებსაც ის საკუთად ბლოგში ჩასვამს. რასაკვირველია, ამ კოდში იქნება მინიშნება პრომო-საიტზეც. თუ ყველაფერი სწორად გაკეთდება, შეიძლევა ვირუსის ეფექტის მიღება, რომელიც საიტზე უამრავ სტუმარს შემოიყვანს.

ზოგადად, ხარისხიანი პრომო-საიტი ტურისტული კომპანიისათვის შეიძლება მძლავრ იარაღად იქცეს. ბოლოს და ბოლოს, მისი წინა  წაწევაც შეიძლება საძიებო მანქანებში თქვენთვის საჭირო განაცხადებთან მიმართებაში.

ბლოგების ქსელი. ბლოგების პოპულარობა უკვე აღარავისში აღარ იწვევს ეჭვებს, ხოლო ტურისტულ კომპანიას ამით კარგი მოგების ნახვა შეუძლია. როგორ? შეგიძლიათ გახსნათ რამდენიმე თემატური ბლოგი, რომლებიც მიეძღვნება გარკვეულ ქვეყნებს (ან ტურებს). ყოველი ჩანაწერის ბოლოში იქნება მინიშნება, რომლის მიხედვითაც სტუმარს შეეძლება ამ ტურის შეკვეთა. ამ მეთოდის ერთადერთი მინუსია სამუშაოს დიდი მოცულობა. გარკევული ქვეყნისადმი მიძღვნილი კარგი ბლოგის მართვისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. გარდა ამისა, საჭირო იქნება რამენაირად მისთვის სტუმრების დასაკუთრება. ამის გაკეთება შეიძლება ბლოგოსფეროში აქტიური ცხოვრებით: უნდა გააკეთოთ მსგავსი თემატიკის ბლოგების კომენტარები, მოაწყოთ ბლოგერების კონკურსი, რომლის ერთერთი მთავარი პირობა იქნება თქვენს ბლოგზე მინიშნება და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ ბლოგების წინ წაწევა შესაძლებელია თემატურ თანასაზოგადოებებშიც.

P.S.  და არავინ არ გიშლით ტურიზმთან დაკავშირებული სხვა ბლოგების დასპონსორებას. ეს ძვირი არ არის, მაგრამ არც ძალიან ეფექტურია.

თემატური თანასაზოგადოებები. წინ წაწევა შეიძლება არა მხოლოდ ბლოგების, არამედ საკუთარი ტურისტული კომპანიისაც. მართალია, ეს შეუმჩნევლად უნდა მოხდეს, რადგან ეს მაინც პიარია და არა ღია რეკლამა. თუ ლაპარაკია სხვადასხვა თანასაზოგადოებებზე, ისინი ქსელში მრავლადაა. მაგალითად, LiveJournal (http://www.livejournal.com/) სავსეა კლუბებით, რომლებიც ეძღვნება სხვადასხვა ქვეყნებს, ტურიზმს, მოგზაურობებს. არის კიდევ სრულფასოვანი თანასაზოგადოებები, რომლებიც მთლიად ტურიზმს ეძღვნება. როგორც წესი, ყოველთვის შეიძლება საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებაც ერთობლივი კონკურსების ჩატარებაზე.

ასეთი სახის თანასაზოგადოებების გარდა შეიძლება ჩვენს დროში პოპულარული სოციალური ქსელების გამოყენებაც. ამ რესურსებში შესაძლებელია საკუთარი თემატური ჯგუფების შექმნა და ყოველდღიურად 40-მდე მოსაწვევის დაგზავნაც. ეს მცირე დროს მოითხოვს, მაგრამ ამ ხერხით კლიენტების მოზიდვის ალბათობაც დაბალია.

საინტერესო იქნებოდა საიტის სტუმრების აზრებისა და დამატებების გაგებაც ინტერნეტის ქსელში ტურისტული ბიზნესის წიწ წაწევის შესახებ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge