ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მზის ათინათი საცხოვრებლის გასანათებლად

ბიზნეს იდეა: მზის ათინათი საცხოვრებლის გასანათებლად
 | რეიტინგი 3 

 

კომპანია Wikoda-ს დამაარსებლებს ბავშვობაში ძალიან უყვარდათ სარკიდან მზის ათინათით ცელქობა. ბავშვები გაიზარდნენ და გამოიგონეს სარკე, რომლის ანარეკლსაც ადამიანებისათვის სარგებლობა მოაქვთ. მათ მიერ შექმნილი მოწყობილობა Sunflower (მზესუმზირა) წარმოადგენს სარკეს, რომელიც მზის ათინათს მიმართავს ბნელი კუთხეების გასანათებლად, აუმჯობესებს  ინსოლაციას და ელექტროენერგიაც სახლის გასანათებლად უფრო ეკონომიურად იხარჯება..

შემქნელები ამბობენ, რომ Sunflower პირველი საყოფაცხოვრებო ჰელიოსტატია, ანუ ხელსაწყო, რომელსაც მუდმივად შეუძლია არეკლილი მზის სინათლის მიცემული მიმართულებით წარმართვა. მზის სხივების დაცემის ცვლად კუთხესთან მისადაგევლად ჰელიოსტატს გააჩნია სენსორები და ძრავები, რომელთა საშუალებითაც Sunflower-ის სარკე, ნამდვილი მზესუმზირის მსგავსად, ღერძულ ღეროზე ტრიალდება და მზის დიდ ათინათს საჭირო მიმართულებით აგზავნის. სარკე შედგება 6 სამკუთხედი "გვირგვინის ფურცლისაგან" 0,5 კვ. მ საერთო ფართობით.

ხელსაწყოს აღწერილობით, კაშკაშა მზის შუქზე ჰელიოსტატი იძლევა სინათლის ნაკადს, რომელიც უდრის 60 ცალი სამოცვატიანი ნათურის ნათებას. მზის ათინათი ეზოში დაყენებული Sunflower-ის ჰელიოსტატიდან შეგიძლიათ მიმართოთ პირველი-მეორე სართულების ფანჯრებში, სადაც მზის სხივები არ ხვდება (მაგალითად, სახლის ჩრდილოეთ მხარეს), ხოლო შემდეგ გათბეთ არეკლილი მზით და შეამციროთ შუქის უკმარისობა ზამთარში, რომელიც ასე სჭირდება ორგანიზმს. მზის ათინათით შეიძლება ასევე ფანჯრის რაფებზე დადგმული მცენარეების ცხოვრების გახალისება, ხოლო აღდგენადი ენერგიის ფანატიკოსი თაყვანისმცემლები Sunflower-სგან დიდ კმაყოფილებას მიიღებენ მზის სხივების ორმაგი გამოყენებით.

თუ იქნება კვების ავტონოიმიური წყარო, ჰელიოსტატი დაპროექტებულია ქუჩაში ზამთარ-ზაფხულ სამუშაოდ, მაგრამ, სამწუხაროდ, მისგან სარგებლის მიღება შესაძლებელია მხოლოდ მზიან  ამინდში და ისიც ცუდი ინსოლაციის მქონე ბნელ შენობებში. და, რასაკვირველია, ძალზე მოსახერხებელია  Sunflower-ის ტრადიციული დანიშნულებით გამოყენება - მეზობლებისა და გამვლელების დაბრმავება.

კომპლექტში სადგამთან ერთად მზის ათინათის მიმღები ხელსაწყო 450 აშშ დოლარი ღირს და მის წის წასაწევად  Wikoda Inc. www.wikoda.com ეძებს დილერებს, მაგრამ მზიანი სამხრეთის ქვეყნები არ შესთავაზოთ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge