ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეები: პიცის შეკვეთა მაცივრის საშუალებით და საბავშვო ტაქსი

ბიზნეს-იდეები: პიცის შეკვეთა მაცივრის საშუალებით და საბავშვო ტაქსი
 | რეიტინგი 3 

 

დიდი ხანია, რაც ჩვენს ჟურნალში არ გაშუქებულა საინტერესო ბიზნეს-იდეები. დადგა ამ ხარვეზის გამოსწორების დროც. წარმოგიდგენთ ორ საინტერესო პროექტს: პიცის შეკვეთა მაცივრის კნოპითა და საბავშვო ტაქსის.

შეუკვეთეთ პიცა მაცივრის საშუალებით. ეს იდეა წარმოშობით დუბაიდანაა. ცოტა უცნაურია, რადგანაც ასეთი პროექტი სადღაც ამერიკაში უფრო იყო უფრო მოსალოდნელი. ადგილობრივი პიცერია  Red Tomato Pizza-მ შესძლო საკმაოდ ეფექტურად ჩამოსცილებოდა კონკურენტებს და შექმნა ნამდვილად ძალზე საინტერესო უსწ.

პრაქტიკულად ყველა პიცერია დაკავებულია პიცის სახლში მიტანით. შეკვეთები ჩვეულებრივ ხორციელდება საიტის საშუალებით, უფრო ხშირად კი ტელეფონით. თქვენ უბრალოდ ურეკავთ მათ და ირჩევთ პიცას საიტზე წინასწარ შერჩევით. მოდელი სტანდარტულია და საკმაოდ ნათელი. თითქოსდა რა სიახლის გამოგონება შეიძლებოდა კიდევ? აღმოჩნდა, რომ ეს შესაძლებელია. Red Tomato Pizza-მ თავის კლიენტებს აწვდის მაცივრის უნიკალურ მაგნიტს, რომელიც შეკვეთის საშუალებას იძლევა მასზე მოთავსებული კნოპის საშუალებით.

ყიდვის პროცესი ასეთია. თქვენ ერთხელ შედიხართ რესტორნის საიტზე და საკუთარ აქაუნთში ირჩევთ საყვარელ პიცას. შემდეგ მაგნიტის კნოპზე დაჭერით ის Bluetooth-ით დაუკავშირდება მობილურ ტელეფონს და გააგზავნის შეკვეთას პიცერიაში. თქვენ სმს-ის საშუალებით მიიღებთ შეკვეთის დადასტურებას და მორჩა - სულ მალე თქვენს საყვარელ პიცასაც მოგართმევენ. რასაკვირველია, თქვენ ყოველთვის შეგეძლებათ შეცვალოთ საყვარელი პიცა რესტორნის საიტზე. Red Tomato Pizza-ს ორიგინალური გადაწყვეტილრბა დიდი პოპულარობით სარგებლობს, ხოლო თვითონ პიცერიაც განსხვავდება კონკურენტებისაგან. შემქმნელებმა შეძლეს საკუთარი „ფიშკის" შექმნა, ჩვენ კი ვიცით, ეს რამდენად მნიშვნელოვანია.

საბავშვო ტაქსი. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს უკვე წარმატებული პროექტია. რეალობაში მას ნამდვილად ბევრი პრობლემა აქვს კლიენტების მოძიებისა და ლიცენზირების ასპექტში. მაგრამ აქ თვითონ კონცეფცია იპყრობს დიდ ყურადღებას.

პროექტმა თავისი არსებობა დაიწყო კანადაში მეწარმე ფლორეტ ტარეტის ხელით. თავისი არსით, Fleurette Kids Taxi ჩვეულებრივი გაგებით არ არის უბრალოდ ტაქსი. კომპანია ემსახურება 6 ოჯახს და მიმდინარეობს ახლების მოძიება. ტაქსისტებს არა მხოლოდ  მიჰყავთ ბავშვები განსაზღვრულ წერტილებში, სადაც მათ ელიან კიდეც, მაგალითად წრეებში, ხოლო შემდეგ ისევ სახლებში არიგებენ. ისინი თვალყურს ადევნებენ, რომ ბავშვები მიყვანილ იქნენ დანიშნულების ადგილზე, ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ სახლებში.

როგორც ხედავთ, ეს არ არის უბრალოდ ტაქსი, არამედ უფრო სერვისია, რომელიც ეხმარება სამსახურით დაკავებული მშობლების განტვირთვას, მინიმუმ ბავშვების სკოლამდე მისაყვანად, იქიდან სახლში და ასევე სხვადასხვა წრეებზე.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge