ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: მილგაყვანილობის წყლის მაღაზია

ბიზნეს-იდეა: მილგაყვანილობის წყლის მაღაზია
 | რეიტინგი 3 

კომპანია Tapped Drinks მისი ბოთლში ჩამოსხმული ნიუ იორკის წყალგაყვანილობის წყლით მარტო აღარ არის თავის ბიზნესში, რადგან გავრცელდა ინფორმაცია მეგაპოლისის მოსახლეობის იაფი წყაროდან ნამდვილი წყლით მომარაგების ახალ პროექტზე. მაღაზიაში Molecule water cafe ბოთლებში ასხამენ წყალგაყვანილობის გაწმენდილ წყალს, რომელიც გამდიდრებულია ყველანაირი სასარგებლო ნივთიერებებით.

PSFK-ის ინფორმაციით, რომ Molecule cafe-ში გამოყენებული აგრეგატი, რომლის ფასიც 25 ათასი დოლარია, ატარებს წყალს შვიდი გამწმენდი საფეხურის გავლით, მათ შორის გაუვნებლების,  იონიზაციის, მძიმე მეტალების შთანთქმის, ქლორის, ფტორის და სხვა სისაძაგლეებისგან გამწმენდის (ნიუ იორკში მილგაყვანილობის წყალი შეიცავს ფტორსაც, რასაც გააჩნია ორგანიზმისათვის როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები).

წყლის ბუნებრივი გემოს მოყვარულებს შეუძლიათ ბოთლების თან წაღება ხელით, მანქანით, ასევე სახლში მიტანით შეკვეთა. წყლის ფასია 1 გალონი (3,8 ლიტრი) 3 დოლარად. მაგრამ
 Molecule cafe-ს ასორტიმენტი არ იფარგლება მხოლოდ უბრალო წყლით.

ფულის მცირეოდენი დამატებით თქვენ თითქმის კომპოტს გაგიკეთებენ: გემოვნებისამებრ დააყენებენ წყლის მჟავიანობას - pH-ს, კლიენტის მოთხოვნით მას დაუმატებენ ვიტამინებს, მარილებს, სამკურნალო ბალახების ექსტრაქტებს. მილგაყვანილობის წყლის კაფეში შემოგთავაზებენ ასევე ონკანის წყლის საფუძველზე დამზადებულ მაცოცხლებელი კოქტეილების მზა რეცეპტებს. მაგალითად, კოქტეილს თვის, ფრჩხილებისა და კანის  სიჯანსაღისათვის (ყურძნის წიპწების ექსტრაქტით, თუთიით, ბიოტინით და ა. შ.), სასმელს „მაგარი ძვლები" კალციუმით, მაგნიუმით, D ვიტამინით ან „მულტივიტამინურ კოქტეილს", გამდიდრებულს  A, B, C, D და Е ვიტამინებით ერთ ბოთლში. მილგაყვანილბის წყლის მაღაზიის ასკეტური საიტი გაცნობებთ, რომ მალე გაიშვება ინტერნეტ-განყოფილებაც და მომხმარებელს პირდება ასორტიმენტის გაფართოებას წყლისთვის ეკო-ტარით, ეკო-ფილტრებითა და სნეკებით, რათა თავის სახელწოდებაში სრულიად გაამართლოს სიტყვა „კაფე".

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge