ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: თერმომგრძნობიარე თავსახური

ბიზნეს-იდეა: თერმომგრძნობიარე თავსახური
 | რეიტინგი 3 

არომატიზირებული ყავის თავსახურების მაგალითზე ვნახეთ, რომ ასეთი წვრილმანების წარმოების ბიზნესისათვის ინოვაციები  უცხო არაა. თანემედროვე ტექნოლოგიების გამოყენების კიდევ ერთ ნიმუში წარადგენა ავსტრალიურმა კომპანიამ, რომელიც უშვებს ჭიქების ისეთ თავსახურებს, რომლებიც იცვლიან ფერს სასმელის ტემპერატურის მიხედვით.

Noshmell-ის წარმოების Smart Lid თავსახური ჩვეულებრივ მდგომარეობაში ყავისფერია. თუ მას დავახურებთ ჭიქას, რომელშიც სასმელის ტემპერატურა 48°C-ზე მაღალია, ის წითლდება, გარდა გარშემო ხაზისა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან თუ ისიც რომელიმე ადგილზე გაწითლდება, ეს ნიშნავს, რომ მჭიდროდ არ არის დაფარებული და არსებობს შიგთავსის გადმოღვრის ხიფათი. თუ ის მთლინად გაწითლდება, ეს უკვე იმას მაჩვენებელია, შიგნით მდუღარე ასხია და არ ღირს მისი მოხმა. როდესაც სასმელი ცივდება, Smart Lid ისევ ყავისფერი ხდება.ს

პრინციპში, წყვილი ყავისფერი/წითელი არაა ერთადერთი ვარიანტი. მწარმოებელს შეუძლია სხვა ფერების თავსახურების წარმოებაც, მაგრამ ამისათვის საჭიროა მსხვილი შეკვეთები. ისე კი, საერთოდ, მიღებულია მაღალი ტემპერატურის სწორედ წითლად აღნიშვნა.


Noshmell ასეთ თავსახურს 8 წლის განმავლობაში ამუშავებდა. ამაში მონაწილეობა მიიღეს იაპონელებმა, შვეიცარიელებმა და ამერიკელებმაც. სავარაუდოდ, ავსტრალიელებს სჭირდებოდათ არა იმდენად ოკეანისგაღმელთა ტვინები, არამედ უფრო ეძებდნენ გზებს ამერიკაში, ევროპასა და აზიაში სერთიფიკაციის გასავლელად. როგორც ჩანს, ჩანაფიქრმა გაამართლა, რადგანაც Noshmell აცხადებს Smart Lid-ში გამოყენებული საღებავების საკვებთან შეხების ნების დართვას ამერიკული და ევროპული ორგანოების მხრიდან.

Noshmell ვარაუდობს, რომ საზოგადოებრივი კვების ბევრი ქსელური და არაქსელური დაწესებულება, McDonald's-ისა და Starbucks-ის ჩათვლით, დამატებითი ღირებულების გადახდით, უჩვენებს საკუთარ მომხმარებლებს, თუ როგორ ზრუნავს მათზე. ამიტომაც, ავსტრალიელთა მიზნები ფართოა, რადგანაც ამ გამოგონებაზე პატენტი ყველა ეკონომიურად განვითარებულ ქვეყანაშია რეგისტრირებული ან შეტანილია განაცხადი მის მიღებაზე.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge