ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაღირს იპოთეკური კრედიტის ვადამდე დაფარვა?

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ღირს იპოთეკური კრედიტის ვადამდე დაფარვა?
 | რეიტინგი 3 

იპოთეკური კრედიტის 10-15 წლით აღებისას ამ ხნის განმავლობაში სესხის ძირისა და პროცენტების გადახდა ორჯერ გადააჭარბებს თვითონ ბინის ღირებულებას. ამიტომ, თუ თქვენ გაქვთ იპოთეკური კრედიტის ვადამდე დაფარვის საშუალება, ეს დაუყოვნებლივ გააკეთეთ.

თვითონ ბანკები, რასაკვირველია, არ არიან დაინტერესებულნი კრედიტის ვადამდე დაფარვაში, რადგანაც მათი შემოსავალი ამით მნიშვნელოვნად მცირდება. ამიტომ, ადრე შემოღებული ჰქონდათ სხვადასხვა ჯარიმები ვადამდელი დაფარვისათვის -საკომისიოები, მორატორიუმები. მსესხებლები, რომელთაც გადაწყვეტილი ჰქონდათ ამ ვალის ტვირთისგან გათავისუფლება, ბევრს კარგავდნენ საბანკო „ბაჟების" გამო
მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში იყო. რუსეში ჯერ კიდევ 2011 წელს მიღებულ იქნა კანონი, რომელმაც ნება დართო კრედიტის დაფარვისა ბანკისგან ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. თუმცა, ამისათვის საჭიროა 30 დღით ადრე ბანკის გაფრთხილება დაგეგმილი დაფარვის თაობაზე თქვენი გადაწყვეტილების შესახებ.

მნიშვნელოვანია, რომ კრედიტის ვადამდელ დაფარვამდე ბანკი ვერ ეძლებს პროცენტის აღებას კრედიტის მთელი პერიოდისათვის, მხოლოდ იმ დღემდე, როდესაც კლიენტმა დაფარა მთელი ვალი. ბანკებს კანონის მიხედვით არ შეუძლიათ ხელი შეუშალონ კრედიტის ვადამდე დაბრუნებას, შემოიღონ გადახდის მინიმალური თანხა. ყოველგვარი მსგავსი შეზღუდვა უკანონოა.
კრედიტის ნაწილობრივი ვადამდელი დაფარვისას ბანკი ყოველთვის გადახედავს გადახდების გრაფიკს, შეამცირებს რა ან ყოველთვიურ გადახდას, ან კრედიტის ვადას. ეცადეთ ყოველთვის აირჩიოთ სესხის ვადის შემცირება - ეს არის სწორედ ის მომენტი, რომელიც მნიშვნელოვანი ფულის ეკონომიის შესაძლებლობას იძლევა. სპეციალისტების სიტყვებით, მსესხებლები, რომლებიც ირჩევენ ყოველთვიური გადახდების შემცირებას, პრაქტიკულად ვერაფერს ვერ იგებენ.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge