ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიასაკრედიტო კალკულატორი – რისთვის არის ის საჭირო?

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საკრედიტო კალკულატორი – რისთვის არის ის საჭირო?
 | რეიტინგი 3 

თქვენ თუნდაც რომ იცოდეთ ბანკის საპროცენტო განაკვეთები, ყოველთვის ვერ შეძლებთ ზუსტად დაითვალოთ, თუ რამდენი უნდა გადაიხადოთ კრედიტით. საქმე იმაშია, რომ ასეთი ტიპის გამოთვლებს ბანკის თანამშრომლები ჩვეულებრივ აკეთებენ სპეციალური სქემების საშუალებით, და ასეთი ოპერაციების სიზუსტე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე. მაგალითად, კრედიტი შეიძლება დაიფაროს თანაბარი ნაწილებით (ანუიტეტი), და პროცენტები მის მიხედვით უკვე შეტანილია წარმოდგენილ ანგარიშებში, ან გადახდილ იქნას პროცენტების დავალიანების ნაშთზე, რის შედეგადაც პროცენტის ოდენობა ყოველი მომდევნო თვით შემცირდება (დიფერენცირებული გადახდა). თუ ამ დროს ლაპარაკია საკმაოდ დიდ თანხაზე, მაშინ სხვაობა გაანგარიშებებში მნიშველოვანი იქნება. რათა წინასწარ იქნას გათვლილი და არჩეული ფულადი სახსრების მოზიდვის ყველაზე ხელსაყრელი ვარიანტი, შეიძლება გამოყენებულ იქნა საკრედიტო კალკულატორი - სპეციალური პროგრამა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში და მომხმარებლის მერ შეყვანილი მონაცემების საფუძველზე, ახდენს საკრედიტო ოპერაციების ანგარიშსწორებებს.

საკრედიტო კალკულატორის უნიკალურობა იმაშია, რომ მას შეუძლია გადახდების თანხის გამოთვლა არა მხოლოდ რუბლებში, არამედ დოლარებშიც, ევროებშიც  და ნებისმიერ სხვა ვალუტაშიც. ახლა შეიძლება უფრო ყურადღებით დაფიქრება, ყველა გამოთვლების ჩატარება, ბიუჯეტის დაგეგმვა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, თუ სად უნდა მომართოთ კრედიტის ასაღებად. ამრიგად. თქვენ შეგეძლებათ იმ  დროის ეკონომია, რომელიც დაგეხარჯათ სხვადასხვა ბანკების ვიზიტებისას და დაკრედიტების პირობების შესწავლისას.

როგორ მუშაობს ჩვეულებრივი ტიპის საკრედიტო კალკულატორი შეიძლება ნახოთ და გამოიყენოთ ჩვენს ვებ გვერდზე (lari.ge), კერძოდ  პირველ გვერდზე, კალკულატორების ჩამონათვალში,  ასევე ვებ გვერდზე allhome.ge (მარცხენა სვეტში).

კრედიტის კალკულატორი allhome.ge-ზე  (Loan Calculator)

გამოყენება ხდება მარტივად, შესაბამის ველებში შეგყავთ მონაცემები: კრედიტის სრული თანხა,  კრედიტის წლიური პროცენტის სიდიდე, კრედიტის ხანგრძლივობა თვეებში და აწვებით ღილაკს „გამოთვლა", რის შემდეგაც გამოდის სრული მონაცემები ცხრილის სახით  თითოეულ თვეზე: საწყისი ბალანსი, თვიური გადახდა, ძირი და ნარჩენი კრედიტი. „საპროცენტო თანხა" გაშიფრულია როგორც თანხის  „ძირი" და „პროცენტის"  ნაწილების ჯამი. თქვენ შეგიძლიათ ამობეჭდოთ აღნიშნული ცხრილი და მუდმივად იქონიოთ თან, რომ ზუსტად აკონტროლოთ თქვენი კრდიტის გადახდები.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge