ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაგონივრული კრედიტი - როგორ უნდა ავუაროთ გვერდი წყალქვეშა საკრედიტო ქვებს და შევინარჩუნოთ საკუთარი ფინანსები.

გონივრული კრედიტი - როგორ უნდა ავუაროთ გვერდი წყალქვეშა საკრედიტო ქვებს და შევინარჩუნოთ საკუთარი ფინანსები.
 | რეიტინგი 3 

 

ყველგან განთავსებული რეკლამა გვიზიდავს ჩვენს მაცდუნებელი წინადადებებით: „რა საჭიროა დაგროვება და ოცნების აღსრულების გადადება! შეიძინე განვადებით! და ყოველ ჯერზე სულ უფრო მეტი ძალით გარწმუნებთ იმაში, რომ თქვენ ყველაზე საუკეთესოს ღირსი ხართ. არა და, ასეთი უწყვეტი შეტევები ყველაზე საღ გონებაშიც ქვეცნობიერად ამკვიდრებს მაცდუნებელ აზრს: მე ხომ ნამდვილად მინდა ეს ნივთი და მე მას ზუსტად ახლა  მივიღებ.

მაგრამ, ყველა როდი იწუხებს თავს აზრით გონივრული კრედიტის თაობაზე, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ თავისი სიგიჟის გამო ზღავენ ბინებით, მანქანებით და სხვა ქონებით.

სანამ აიღებთ საბანკო კრედიტს, საჭიროა ყველაფრის აწონ-დაწონა და წინასწარ დათვლა, რომ არ

აღმოჩნდეთ კრედიტის მორიგი მსხვერპლი.


უზრუნველყავით სარეზერვო ფონდი

ჩვენს გიჟურ და არასტაბილურ დროში ხალხი დიდი ხანია, რაც უკვე მიეჩვია ფორს-მაჟორს. შეიძლება მოხდეს ყველაფერი - დეფოლტიდან წყალდიდობამდე. თქვენ დღეს განყოფილების წარმატებული ხელმძღვანელი ხართ, ხოლო ხვალ თქვენ შეიძლება დაკარგოთ სამსახური და მისი სრულფასოვნად შეცვლა არც ისე ადვილი და დიდი ხნის საქმეცაა. ან კიდევ, და იმედი მაქვს რომ მხოლოდ სიტყვებით - მოხვდებით ავარიაში, გახდებით ავად, და კიდევ რა იცით, თუ რა მიზეზის გამო გახდებით გადახდისუუნარო. ხოლო თქვენს მხრებზე აკიდებული გაქვთ არც თუ მცირე კრედიტი. აი, სწორედ ასეთი „თუ“-სათვის არის აუცილებელი სარეზერვო ფონდი, და სასურველია ორი-სამი თვის ხელფასის ოდენობის ნაღდი ფული.

თქვენ ის შეგიძლიათ შეინახოთ ქილაში, ან ამოდოთ ლეიბის ქვეშ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დადოთ გადადებული თანხა დეპოზიტზე და არ გასცეთ სესხად. ფული ყოველთვის მისაწვდომ ადგილზე უნდა იქონიოთ საჭიროების შემთხვევაში მის მოსახმარად.

რომ არ გახდეთ კრედიტის მსხვერპლი, დაიანგარიშეთ თქვენი შემოსავლები და ხარჯები. კრედიტი მხოლოდ მაშინ არის გონივრული, როდესაც სასესხო გადახდები არ აისახება თქვენი ცხოვრების ხარისხზე.

გონივრული კრედიტის  ოქროს წესი

ყოველთვიური სასესხო გადახდები არ უნა აღემატებოდეს თქვენი რეალური შემოსავლის 30%-ს. ანუ, თუ თქვენი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 3 000 ლარს, მაშინ თქვენი საკრედიტო გადახდები არ უნდა იყოს 900 ლარზე მეტი.

თუ კრედიტის გაფორმების მომენტში თქვენ კიდევ გაქვთ სხვა ფულადი ვალებიც, არ გამოიყენოთ ისინი იმ ფულის 50%-ზე მეტის გადასახდელად, რომელთა დაზოგვაც შესაძლებელია კრედიტის დაფარვის გამოსაყენებლად. ასეთ სიტუაციაში არსებობს საკრედიტო კაბალაში ჩავარდნის საფრთხე, როდესაც ერთი ვალდებულებებისაგან განთავისუფლება შედეგად იწვევს ახლების წარმოშობას.

შენაძენები, რომლებიც იწვევენ ახალი ხარჯებს

გონივრულ კრედიტს გონივრული მიზნები უნდა ქონდეს. ასე, მაგალითად შესაძლებელი ვალებში დაუფიქრებლად თავის შერგვა, თუ შეიძენთ ფუფუნების საგანს, იქნება ეს ქურქი, ავტომანქანა, ახალი ფართო ბინა, საიუველირო ნაკეთობანი და სუფრის ვერცხლეული, რომელთა ღირებულებაც ყველანაირ შკალაზე მაღლა ადის.  მაგრამ ეს ნივთები არ მოგიტანენ მოგებას მომავალში, პირიქით, გამოიწვევენ ახალ ხარჯებს და მოითხოვენ სულ უფრო მეტ ფულად დაბანდებებს.

სწორეს ასე ხდება უმეტეს შემთხვევებში: თქვენ ყიდულობთ მანქანას, რომ არ გადაიხადოთ ყოველდღიურად მეტროს საფასური, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც წაგებაში დარჩებით. ბენზინი, დაზიანებები, მაგრამ თუ ავარიაა? ან შეძენილი ფართო ბინა, რომლისთვისაც საჭიროა უფრო მეტის გადახდა, ავეჯის გამოცვლა, რემონტის გაკეთება, და საჭიროა კრედიტის რეგულარულად გადახდაც. ამიტომ, ნივთის არჩევისას, რისთვისაც აიღებთ კრედიტს, შეაფასეთ, თუ რამდენად პრობლემური იქნება მისი შენახვა, ხოლო უკვე შემდეგ რაციონალური და ცივი გონებით მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება.                                                                                                                                                                                

შეაფასეთ რეალური სურათი

არ მოიქცეთ წინდაუხედავად  და არ აიღოთ საკუთარ თავზე ვალდებულებები, სანამ არ ააგებთ სრულ და თქვენთვის გასაგებ სურათს, თუ რასთან მიგიწევთ შეჯახება. ცხოვრება საკრედიტო ორმოში არც ისეთი ტკბილია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

კრედიტორი ბანკის არჩევამდე ჩაატარეთ კრედიტების გაცემის პირობების საკუთარი წინასწარი მონიტორინგი თქვენს მიერ მონიშნულ საკრედიტო დაწესებულებებში. შეაფასეთ საპროცენტო განაკვეთი, საკომისიო, და ისიც, თუ რამდენად გესადაგებათ  თქვენ.

განაკვეთები
გონივრული კრედიტის ერთერთი საიდუმლოება - გააფორმეთ სესხი იმ ვალუტაში, რომელსაც გამოიმუშავებთ. ეს დაგიცავთ თქვენ მასთან დაკავშირებულ სავალუტო რისკისაგან და ნერვული დაძაბულობისაგან.

მსოფლიო ბაზარზე სიტუაცია იმდაგვარია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ შეიძლება ძლიერად დაარტყას თქვენს საფულეს. ყველაზე გაუთვალისწინებელ და  მოულოდნელ მომენტში საკრედიტო განაკვეთი შეიძლება გაიზარდოს, ხოლო ბანკი ასეთ შემთხვევაში ისეთი ეშმაკობით დაიცავს თავს, როგორიცაა განაკვეთის ვალუტის კურსზე მიბმა.

სასარგებლო რჩევა

თუ თქვენ მაინც წარმოგექმნათ ფინანსური სიძნელეები, არავითარ შემთხვევაში არ დაემალოთ კრედიტორებს, რადგან ეს მხოლოდ დაამძიმებს თქვენს ისედაც მყიფე მდგომარეობას. ჯერ ერთი, ასეთი ქმედება არ გამოიწვევს ვალის შემცირებას, პირიქით, ვალების ორმო გახდება უფრო ღრმა. მეორეც, როდესაც წააწყდებიან ასეთ ქცევას, ფინანსისტები სრულად დაკარგავენ თქვენი საიმედოობის რწმენას, ეს იმ დროს, როდესაც შეეძლოთ გადარჩენის არც თუ ისე ურიგო  ვარიანტების შემოთავაზება.

გონივრული კრედიტი საბანკო ეშმაკობების გარეშე

საპროცენტო განაკვეთი

სრულებითაც არ არის ზედმეტი კრედიტის გაფორმებისას რომ ზუსტად იცოდეთ საბოლოო საპროცენტო განაკვეთი. ბანკი ვალდებულია მოგაწოდოთ თქვენ ეს ინფორმაცია. ასევე მოსთხოვეთ საკრედიტო გადახდების გრაფიკის ჩამოწერა. ბანკები ხშირად იყენებენ ასეთ ეშმაკობებს: დავუშვათ, რომ თქვენ გპირდებიან  12% წლიურს, სინამდვილეში კი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება ნახევარჯერ მეტი - 20-30%, და ეს კიდევ არ არის ზღვარი. ამ პირობების ნახვა შესაძლებელია ხელშეკრულების ხელმოწერის დროს, მაგრამ ვინ კითხულობს მას დაწვრილებით? იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ გაწყობთ დაკრედიტების პირობები, შეგიძლიათ რომ მათზე უარი განაცხადოთ, მაგრამ ზოგიერთ ბანკს ასეთი მომსახურეობისათვის შეუძლიათ გარკვეული თანხის დაკავება.

ჯამური თანხა

კრედიტების ეფექტურად გადასახდელად  საჭიროა  ზუსტად იცოდეთ, თუ რამდენს გადაიხდით მოხმარების მთელი ვადის განმავლობაში. სთხოვეთ ბანკის მუშაკს წარმოგიდგინოთ გადახდის გეგმა, რომელშიც ნაჩვენები იქნება გადახდების ყოველთვიური და საბოლოო თანხები. გააკეთეთ სიტუაციის ანალიზი, შესაძლებელია, რომ გაგიჩნდეთ გონივრული კრედიტის უფრო ნაკლები ვადით აღების ვარიანტი (მაშინ ზედმეტი გადახდის პროცენტი უფრო ნაკლები იქნება) ან მოახდინოთ კრედიტის ვადამდე დაფარვა (დაინტერესდით, თუ როგორი პირობებით).

ყველასათვის მისაწვდომი კრედიტები
ჩვეულებრივ, მისაღებად ყველაზე ადვილია ყველაზე არამომგებიანი კრედიტები, ძალზე მაღალი საპროცენტო განაკვეთებით.

პირველადი შესატანი 0%

დაიმახსოვრეთ უბრალო წესი - ისე უბრალოდ არავინ არაფერს არ იძლევა, ხოლო ბანკები - მით უმეტეს. ეს ხაფანგი კარგად მოქმედებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში. ასეთი საპროცენტო განაკვეთი, ერთი შეხედვით მომგებიან კრედიტზე მერყეობს 28%-დან 53%-მდე (იდენტური კრედიტის  აღება შესაძლებელია საპროცენტო განაკვეთით 14%-დან 18%-მდე).

საბანკო კომისიები

ყოველ საბანკო ოპერაციაზე, რომელიც დაკავშირებულია კრედიტთან, თქვენ გადაიხდით გარკვეულ თანხას. დაინტერესდით წინასწარ და დააზუსტეთ ყოველი დეტალი, და ასევე შეძლებთ ფულის დაზოგვას.

 

და მთავარი - გახსოვდეთ სახალხო სიბრძნე: „მსხვილი კრედიტი - საუკეთესო საშუალებაა მაგარი ძილის წინააღმდეგ“.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge