ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაავტო ლომბარდი - დადებითი მხარეები, რა უნდა ვიცოდეთ?

ავტო ლომბარდი - დადებითი მხარეები, რა უნდა ვიცოდეთ?
 | რეიტინგი 3 

 

2015 წლის მონაცემებით, საქართველოში ყოველ 1000 მოქალაქეზე 281 ავტომობილი მოდის. გარდა იმისა, რომ ავტომობილი გადაადგილების ერთ-ერთი საშუალებაა, დღეს ის თანხის სწრაფად მიღების გზაცაა. სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციები მოქალაქეებს ავტოლომბარდის გამოყენებას სთავაზობენ. მსურველს შეეძლება თანხა მარტივად, ფილიალში მისვლით ან განაცხადის ონლაინ შევსებით მიიღოს. სესხის დამტკიცებას ერთ საათზე მეტი არ სჭირდება. სესხის გამცემი კომპანიების უმეტესობა თანხას იმ შემთხვევაშიც შემოგთავაზებთ, თუ თქვენ მისი დამტკიცების შემდეგ ავტომობილის მართვას გააგრძელებთ, თუმცა ასეთ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთი მაღალია. ცხადია, თუ ავტომობილს ავტოსადგომზე დააყენებთ, საპროცენტო განაკვეთი ნაკლები იქნება. რაც შეეხება უზრუნველყოფას, ის გირავნობით ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ თანხას არ დაფარავთ, თქვენი ავტომობილი ლომბარდის მფლობელობაში გადავა.

 

რა უნდა ვიცოდეთ ავტოლომბარდის შესახებ?

იქიდან გამომდინარე, რომ უზრუნველყოფა გირავნობით ხდება, აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოთ სესხის დაფარვის ვადებს. თუ სესხს დროულად არ დაფარავთ, კომპანიას უფლება ექნება, რომ მანქანა ჩამოგართვათ. 

ასევე, კომპანიის შერჩევისას, ეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ ისეთს, რომელიც შედარებით დაბალ პროცენტს გთავაზობთ. ეს პირდაპირ უკავშირდება თქვენს ფინანსურ მდგომარეობას, რადგან მაღალი პროცენტის შემთხვევაში, უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწევთ.

სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები

 

  • ჯარიმის ოდენობა - სასურველია, თავიდანვე კარგად გაეცნოთ პირობებს, რათა მომავალში სხვადასხვა სახის გაუგებრობა არ მოხდეს.
  • გადახდის გრაფიკი - გადახდის თარიღი ისე უნდა შეარჩიოთ, რომ თქვენ ზედმეტი პრობლემა არ შეგექმნათ და თანხა ზუსტად მაშინ გადაიხადოთ, როცა თქვენ ის გექნებათ. სასურველია, თუ აირჩევთ ისეთ კომპანიას, რომელიც 24-საათიანი გრაფიკით მუშაობს. ეს გაგიადვილებთ თანხა დაფაროთ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, თუნდაც გადახდის აპარატის საშუალებით
  • სესხის გაცემის საკომისიო - თავიდანვე გაარკვიეთ, აქვს თუ არა კომპანიას საკომისიო. თუ აქვს, რამდენს შეადგენს ის.
  • ხელშეკრულება - ხშირად მომხმარებელი ხელშეკრულების გაცნობისაგან თავს იკავებს. თუმცა, ეს აუცილებელია. შესაძლოა, სესხი ეროვნულ ვალუტაში გაფორმდეს, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ის დოლარშიც ფორმდება. უკანასკნელ შემთხვევაში, თანხის დაფარვის დროს, როცა დოლარის კურსი მოიმატებს, შესაძლებელია, უფრო მეტი თანხის გადახდა მოგიწიოთ.
  • აქტის დარეგისტრირება - ავტომობილის დაგირავნების დროს, აქტი აუცილებლად უნდა დაარეგისტრიროთ შსს-ს მომსახურების სააგენტოში.
  • დამატებითი ხარჯები - დააზუსტეთ ინფორმაცია დამატებითი ხარჯების შესახებ. შესაძლებელია, კრედიტორი ითხოვდეს ავტომობილის დაზღვევას.

 

ვტოლომბარდის უპირატესობები

ავტო ლომბარდი განსაკუთრებულად ხელსაყრელია იმ მომხმარებელთათვის, რომლებსაც ცუდი საკრედიტო ისტორია აქვთ. ასევე, ისეთებისათვის, რომლებიც არ არიან დასაქმებულები და სესხის დამტკიცება უჭირთ. ავტო ლომბარდის შემთხვევაში, კომპანიები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ცუდ ისტორიას. 

 

სხვა უპირატესობები:

  • მანქანის ტარების უფლება - ეს კომპონენტი უკვე ვახსენეთ. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილზე გირავნობა ვრცელდება, მომხმარებელს შეუძლია მისი მართვა გააგრძელოს.
  • სწრაფი და მარტივი პროცედურა - სესხს სულ რამდენიმე დოკუმენტის წარდგენით, ძალიან მალე იღებთ.
  • მინიმალური მოთხოვნა - არ არის საჭირო ბევრი დოკუმენტის წარდგენა და დიდი პროცედურების გავლა.
  • მოქნილი გადახდის გრაფიკი - კრედიტორთან ათანხმებთ ისეთ გრაფიკს, რომელიც თქვენთვის უფრო მისაღებია.

 

დროა საჭირო თანხის მისაღებად?

უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ, რომ თანხის მისაღებად მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო. სესხის დამტკიცების პროცესს რამდენიმე წუთი სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში, ეს პროცედურა 1 საათზე მეტ ხანს არ გრძელდება. კომპანიების ნაწილი შაბათ-კვირას არ მუშაობს, ამიტომ თუ განაცხადს შაბათს ან კვირას შეავსებთ, ორშაბათამდე მოგიწევთ მოცდა.

Finpanda-ს დახმარებით, შეგიძლიათ გაეცნოთ სხვადასხვა კომპანიების შემოთავაზებებს, მათ პირობებს, შეადაროთ ისინი ერთმანეთს და გააკეთოთ სწორი არჩევანი.

 

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge