ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკასაქართველო-თანამედროვეობის პრობლემები, გამოწვევები და პროგრესი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საქართველო-თანამედროვეობის პრობლემები, გამოწვევები და პროგრესი
 | რეიტინგი 3 

ოცდამეერთე საუკუნე ახალი ერაა მსოფლიო ისტორიისთვის.დღეს ადამიანი, მისი უფლებები დასიცოცხლე, უზენაესია ნებისმიერი თვალსაზრისით.გლობალური პოლიტიკაც ძირითადად მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ აღმოიფხვრას დრომოჭმული წარსულის გადმონაშთები და შეიქმნას ჰარმონიული სამყარო.
დღევანდელ რეალობის სურათს საქართველოზე ყველა თავისებურად ხატავს.ზოგი მუქ ფერებში ხედავს ამ სურათს (ხალხის დიდი ნაწილი, ოპოზიცია), ზოგი ნათელ ფერებში ან ახსნას უძებნის ამ მუქ ფერებს (მმართველი ძალა).ცალსახად, მთავრობის დადანაშაულება ამ პრობლემათა მორევის
გამო არ არის მართებული, რადგან პოლიტიკა არაა მარტივად შესაფასებადი მეცნიერება, ასე რომ გვესმის ქუჩებში და სამარშრუტო ტაქსებში.ამის ყველაზე პრიმიტიული ახსნა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების რაღაც ნაწილში უარყოფით
დამოკიდებულებას არ გამოიწვევს(მაგალითად თუ სტადიონების ასაშენებლად გამოიყოფა 100 მილიონი ლარი, ვიღაც აუცილებლად დააფიქსირებს, რომ ამ თანხით გზების მოწესრიგება შეიძლება).

პოლიტიკის განხორციელებას საქართველოში შემდეგი კუთხით სჭირდება მიდგომა: წარსულისა და მომავლის ობიექტურად აღქმისას, გასათვალისწინებელია სუბიექტი-საზოგადოების სახით, რამდენად მოერგება იგი მას და რა დამოკიდებულება ექნება.შესაბამისად ნებისმიერი სახის განაჩენი-წინადადება როგორიცაა პირობითად "დემოკრატია ან სოციალიზმი კარგია საქართველოსთვის" ისევე მცდარია, როგორიც ინსულინი მარგებელია დიაბეტიანისთვის (თუ პაციენტი გლიკემურ კომაშია, მაშინ ინსულინი გადაარჩენს მას, ხოლო თუ ჰიპოგლიკემურში სასიკვდილოა).

 ყველაზე დიდი საგარეო პრობლემა საქართველოს აქვს რუსეთთან.რატომღაც, ისტორიული ფონის გათვალისწინებით, ჩვენი ქვეყანა თვლის, რომ იმპერიას უნდა "ეფეროს". ერთი შეხედვით, ჩვენ არც გვაქვს სხვა გზა ამ სახელმწიფოსთან მიმართებით და გადარჩენის გზებს ევროპაში ვეძებთ.სამწუხაროდ, ატომურ ეპოქაში არავინ დაძაბავს და გაიფუჭებს ურთიერთობას რუსეთთან ჩვენს გამო (სულხან-საბა
ორბელიანის ევროპული ოდისეა ამის უეჭველი დასტურია).ჩვენ გვჭირდება ძლიერი დიპლომატიური კორპუსი, რომელიც შეძლებს ლავირებას.

რაც შეეხება შიდა პრობლემებს, ამ ბოლო დრო გავრცელდა მოსაზრება, რომ სამი წლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკური სურათი კიდევ უფრო კრიტიკული იქნება. რა არის ყოველივე ამის მიზეზი?
ამ კითხვაზე 3 სავარაუდო პასუხი შეიძლება მოიძებნოს:
ა)ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები სწორია, მაგრამ შერჩეული სტრატეგია და პოლიტიკაა მცდარი, რის გამოც ის ორიენტირებს სცდება.
ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები და სტრატეგია სწორია, მაგრამ წინა ხელისუფლებამ იმდენი შეცდომა დაუშვა, რომ შედეგები მძიმეა, თუმცა, ამჟამინდელი ხელისუფლების სწორი მიდგომა ჯერჯერობით ვერ ახერხებს უარყოფითი შედეგების გადაფარვას.

გ)ხელისუფლების ეკონომიკური ორიენტირები მცდარია.

ეკონომოკური კრახის მაჩვენებლად ლარის კურსის გაუფასურება სახელდება.ოპტიმალური და "შავი" ვარიანტი ამ ვარდნის შესაჩერებლად არის ფედის[1] ეკონომიკური პოლიტიკა.იგი შემდეგში მდგომარეობს: ცენტრალური ბანკი ითვალისწინებს ბიუჯეტს, დანარჩენ ბანკებს უყოფს თანხას, უწესებს რეზერვს, რომლის გათვალისწინება კანონით სავალდებულოა. უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, გვაქვს 6 ბანკი და ბიუჯეტი პირობითად 80 000 000_ია, მაშინ თითოეულ ბანკს გამოეყოფა 10 000 000, საიდანაც 5000 000 აუციელებელ რეზერვს წარმოადგენს.შესაბამისად, სრული კრიზისის დროს 50 000 00 მაინც იქნება გარანტირებული ბიუჯეტისთვის. საერთო ჯამში, ეკონომიკური აღმასვლისთვის განჭვრეტილი პოლიტიკა ფაქტობრივად დაუმარცხებელია პოლიტიკაა.უცხოური ინვესტიციებზე, მომგებიანი იქნება შემდეგი სახის პოლიტიკა, ბიზნესის ინვესტორიდან სახელმწიფო მფლობელობაში გადმოსვლა 15 წლის შემდეგ: დავუშვათ A-მ ააშენა საქართველოში სასტუმრო, აშენებას დასჭირდა 6 000 000 ლარი, სასტუმროს წლიური

შემოსავალი კი 1 500 000-ია. 15 წლის შემდეგ ეს თანხა შეადგენს 22 500 000.სუფთა მოგება ინვესტორისთვის 16 500 000.

 

 

                                                                         

 

    

პრობლემა,რომელიც ასევე აქტუალურია დღეს არის ევროსკეპტიციზმისა და ევროინტეგრირების შერკინება.ეს წინადადება-განაჩენიც შემდეგში მდგომარეობს-თუ ვირჩევთ ევროპულ გზას,მაშინ უარს ვამბობ ტრადიციებზე.ასეთი ჰიპოთეზა გასათვალისწინებელია,თუმცა საერთო ჯამში აბსურდული.რიგი ევროპული ქვეყნების მენტალიტეტიც არანაკლებ ურყევია,როგორც ჩვენი.ეს არუნდა გვიქმნიდეს ილუზიას და სიახლის შიშს.კაცობრიობა არ დგას მხოლოდ გამოცდილებაზე.საზოგადოებამ უნდა შეაფასოს ახალი ეპოქის მოთხოვნები,გაუწიოს ანგარიში და  ზოგიერთ დრომოჭმულ ქცევას კარი სამუდამოდ გადაურაზოს.ეს არ იქნება ისტორიაზე ფეხის დაბიჯება,უფრო მეტიც სიახლე,რეფორმა,რომელიც ადამიანის უზენაესობას ითვალისწინებს თავად შექმნის საამაყო ისტორიას. მაგ:დავით აღმაშენებლის ბრძნება,აეკრძალათ ღორის ყოლა იმ უბნებში სადაც მუსლიანები ცხოვრობდნენ. XI-XII საუკუნეშიც კი ჩვენმა წინაპრებმა მიესალმნენ მულტიკულტურას და დღეს ჩვენ ვამაყობთ ამით.შესაბამისად,შეიძლება ისე შევინარჩუნოთ კულტურული ფასეულობები,რომ გლობალურ პოლიტიკას არ მოვწყდეთ.

ერთ-ერთი საზოგადოებრივი პრობლემა-შიში მართველი ძალისადმი.ხალხის რაღაც ნაწილი ,ხშირად, ღიად საკუთარი აზრის დაფიქსირებას ერიდება.ფრაზები ,,მეშინია ჩემმა შვილმა სამსახური არ დაკარგოს“, ,,ხომ იცი ამ ქვეყანაში კედლებსაც ყურები აქვს“-უნდა ამოიძირკვოს.ნებისმიერი სახის მთავრობა,ხელისუფლება მიდის და მოდის.ხალხის ძალა განუზომელია-,,vox populi vox de ist”.ამის რეალური გააზრებისთვის საჭიროა საზოგადოების ერუდიციული ფორმირება,თუმცა ყოველი ადამიანი განათლებული,ჭკვიანი ვერ იქნება.არც ისაა მართებული ამის გამო დავსხდეთ და ვინერვიულოთ თუ რატომ არ მისცა ღმერთმა ყველას თანაზომიერი გონება ან ევოლუციის თეორიის რეზულტატი და IQ ყველასთვის ერთნაირი რატომ არაა.შესაბამისად,ერუდიტებმა პირდაპირ,დაუფარავად და ლაკონურად უნდა გააგებინოს ხალხს მათი ძალა.ყოველი მიზანთროპი დიქტატორის თანმდევი შიშია,რომ ერთ დღეს მის მიერ შექმნილი ,,მანქანა“ მასვე შემოუბრუნდება.ჩვენ,ყოველ ინდივიდს, ვალდებულება გვაქვს საზოგადოების და ქვეყნის წინაშე და ფრაზით ,,რაში მაინტერესებს რა ხდება ქვეყანაში,მთავრობა მაინც არ არის ჩემკენ" პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა და მეტი არაფერი.იცოდეთ,მთავრობა თუ არ გაძლევს რამეს,ესეიგი გართმევს.

დანაშაული.სახელმწიფომ დამნაშევეებზე,მეტად დანაშაულს უნდა ებრძოლოს.მაგალითად: თუ A მუშაობს,სახელმწიფოს უხდის თანხას,მოულოდნელად შვილს მძიმე ავადმყოფობა შეეყარა,მას კი არ აქვს შესაბამისი ანაზღაურება,პირობები,რათა უმკურნალოს,დამერწმუნეთ, 90%-ით საქმე გვაქვს უკვე A-სთან,როგორც პოტენციურ დამნაშავესთან ან საქმიანობის არასათანადოდ შემსრულებელთან.

გაგრძელება შემდეგ სტატიაში

 

           

 



ანტიკური გამოთქმა ,,ხალხის ხმას ედრება უფლის ხმას“.



ავტორი: Davit Shakarishvili
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge