ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებაბიჭი ზედმეტი ქრომოსომით

ბიჭი ზედმეტი ქრომოსომით
 | რეიტინგი 3 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაერთიანებული ერების 2006 წლის კონვენციის პირველი მუხლის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.

შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს!!!

ამას ყოველდღიურად ამტკიცებენ თუნდაც პარასპორტსმენები, სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგრამ ეს არის მახინჯი ტერმინი, რომელსაც ვერ გავექცევით.

ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო საზოგადოებიდან კიდევ უფრო მახინჯი ტერმინის „ინვალიდი“-ს ამოძირკვისათვის. ყოველდღიურად, საათში ვინ იცის რამდენჯერ, ჩვენი დაუფიქრებელი სიტყვებით, შეურაცხყოფას ვაყენებთ მათ. შეიძლება ეს შეურაცხყოფა გაუაზრებელი იყოს, მაგრამ ეს არ ამართლებს ჩვენს საქციელს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებგაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ:

  •   სიცოცხლის უფლება;
  •   კანონის წინაშე თანასწორობის უფლება;
  •   პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
  •   მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება;
  •   დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება;
  •  აზრისა და რწმენის გამოხატვის თავისუფლება;
  •   ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლება;
  •   განათლების უფლება;
  •   შრომისა და დასაქმების უფლება;
  •   პოლიტიკურ, კულტურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება;

თუმცა, საქართველოში ეს ყველაფერი მხოლოდ ფურცლებზე რჩება. არავინ იცის, არავის უნახავს, ან იციან და არ აინტერესებთ.

სტიგმა კლავს!

საზოგადოებაშია პრობლემა, ჩვენვე ვიხრჩობით უცოდინრობის, გაუაზრებლობისა და არაჰუმანურობის ჭაობში. ვფიქრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ კეთილდღეობაზე, იმაზე, თუ სხვა რას იფიქრებს.

ჩემს ქალაქში ერთი ბიჭი ცხოვრობდა, დაუნის სინდრომით. თუმცა ძნელია მის ცხოვრებას ცხოვრება დავარქვათ. ფრანც კაფკას ნაწარმოების ერთ-ერთი ტრაგიკული გმირი, გრეგორ ზამზაც კი უკეთეს პირობებში ცხოვრობდა ვიდრე ის ბიჭი. სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს, ისე საგულდაგულოდ მალავდნენ მისი ოჯახის წევრები, რომ არსებობაც კი შემთხვევით გავიგე, როცა ერთ დღეს სახლიდან გაიქცა. სადარბაზოს კართანვე დაიჭირეს და „მეზობლები რას იტყვიან“ - შიშით ისევ სახლში ჩაკეტეს. ჰოდა ასე, სახლში ჩაკეტილი ებრძოდა ყოველ დღეს. მზის, მწვანე მინდვრის, ჰაერისა თუ ზღვის გარეშე და მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ქრომოსომით მეტი ჰქონდა.

მხოლოდ ოჯახი არ იყო ამ ყველაფერში დამნაშავე. დამნაშავეები ვიყავით ჩვენც, მთელი კორპუსი, ქუჩა, ქალაქი, რაიონი !!!

სამწუხაროდ, არ ვიცი დღეს სად არის. ისევ ჩაკეტილ ოთახში ებრძვის დღეებს თუ ჯაჭვები დაამსხვრია და თამამად უყურებს ცას.

ჩვენშია პრობლემა!

პრობლემა სინდრომი კი არა, საზოგადოების დამოკიდებულებაა. დამოკიდებულება, რომელიც ხელს უშლის ინტეგრაციას ყოველ 3  წუთში, მსოფლიო მასშტაბით, დაუნის სინდრომის მქონე ერთი ბავშვი იბადება, ყოველი 800 ბავშვიდან კი ერთს დაუნის სინდრომი აქვს. საქართველოში ზუსტი სტატისტიკაც კი არ არსებობს.

რამდენიმე წლის წინ, ერთ-ერთი საინფორმაციო წყაროდან გავიგე, რომ თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სასწავლო და სარეაბილიტაციო დაწესებულების ეზოში შესასვლელი ერთ-ერთი მთავარი კარი მეზობლებმა დაადუღეს იმ მოტივით, რომ არ სურთ მათმა შვილებმა „ასეთ“ ბავშვებს უყურონ!

საქანელა, რომელიც ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის დამონტაჟდა დიდუბის სკვერში, აღარ არის. ის მოსახლეობამ ჩამოხსნა იმ მოტივით, რომ იმ სკვერში “ასეთი“ ბავშვები არ უნდა თამაშობდნენ.

ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ვართ!

მეც შშმპ ვარ!

დიახ, არსებობს ძალიან ბევრი სფერო, სადაც უუნარო ვარ. დიახ ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია:


  • არ ვიცი ხატვა;
  • არ მეხერხება სიმღერა;
  • არ მეხერხება მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა;
  •  ......


ჩამონათვალი საკმაოდ დიდი გამოვა. ჩემი ჩამონათვალიც, შენი ჩამონათვალიც.

დიახ, შენ, ვინც ამას კითხულობ - შშმპ ხარ!

შენი მეზობელი დათოც შშმ პირია!

ჩვენი წინაპრებიც შშმ პირები იყვნენ!

 

 



ავტორი: თეონა თავდიშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge